დიასახლისებო ახლავე გამოიღეთ ხორცი საყინულედან და დაიწყეთ მისი მომზადება

0
21
#post_seo_title

ყველა თადარიგიან დიასახლისს საყინულეში ხორცის გარკვეული რაოდენობა უნდა ჰქონდეს. საჭიროების შემთხვევაში კი მოამზადოს რაიმე ჩვეულებრივი ან განსაკუთრებული კერძი. დღეს გთავაზობთ უგემრიელესი ხორცის რულეტის რეცეპტს, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს.

იმისათვის რომ ხორცი წვნიანი გამოვიდეს, საჭიროა მისი წინასწარ დამარინადება. თუმცა მთავარი როლი ამ საკითხში ენიჭება შიგთავსს.

დიასახლისებო ახლავე გამოიღეთ ხორცი საყინულედან და დაიწყეთ მისი მომზადება

ინგრედიენტები

  • ერთი კგ ღორის ხორცი
  • 50 გ მაგარი ყველი
  • 5 კბილი ნიორი
  • ერთი ს. კ. ხორცის საკმაზი
  • 4 ცალი კვერცხი
  • ორი ს. კ. არაჟანი
  • ერთი ს. კ. მდოგვი
  • ერთი ჩ. კ. მარილი
  • შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. ხორცი დაჭერი ბოჭკოების გასწვრივ ფირფიტების სახით. შემოახვიე საკვები ცელოფანი და მსუბუქად დაბეგვე.
  2. ხორცს ერთი მხრიდან მოაყარე მარილი, პილპილი, საკმაზი, წაუსვი მდოგვი, დაჭყლეტილი ნიორი და შედგი მაცივარში დასამარინადებლად. ერთი საათი საკმარისი იქნება.

დიასახლისებო ახლავე გამოიღეთ ხორცი საყინულედან და დაიწყეთ მისი მომზადება

  1. ამ დროში მოამზადე ბლინები. მაგარი ყველი გახეხე მსხვილ სახეხზე. დაამატე არაჟანი და კვერცხი და კარგად აურიე.
  2. ამ მასისგან გაცხელებულ ტაფაზე მოამზადე სამი ბლინი. გამოიღე ხორცის ფირფიტები და დაალაგე სამუშაო ზედაპირზე. ზემოდან მოათავსე ყველის ბლინები.

დიასახლისებო ახლავე გამოიღეთ ხორცი საყინულედან და დაიწყეთ მისი მომზადება

  1. ხორცი გადაახვიე რულეტის სახით, ზემოდან წაუსვი ნიორი და საკმაზი. შეახვიე ფოლგაში და შედგი 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 20 წუთით. ამის შემდეგ დაუწიე ტემპერატურას 160 გრადუსამდე და აცხვე კვლავ 40 წუთი.

ხორცის რულეტი სუფრასთან მიიტანეთ ბოსტნეულის გარნირთან ერთად. ასეთი რულეტის მომზადება ნებისმიერი ხორცისგან შეიძლება.

გემრიელად მიირთვით! რეცეპტი კი გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს!

მასალის გამოყენების პირობები