უგემრიელესი ქაბაბი ტაფაზე – მისი გემო არასდროს დაგავიწყდებათ!

0
31
#post_seo_title

მასალა:

ცხვრის ან საქონლის ხორცი 500 გრ.

ორცხობილას ფხვნილი 2 ს/კ.

კვერცხი 1 ცალი

ხახვი 200 გრ.

კოწახური

პილპილი, მარილი, ნიორი გემოვნებით

ოხრახუში, ხმელი ქინძი, უცხო სუნელი გემოვნებით.

ხორცი ორჯერ გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, გაატარეთ ხახვი, მწვანილი, ნიორი, აურიეთ ათქვეფილი კვერცხი და დანარჩენი ინგრედიენტები და ცოტა ხნით შედგით მაცივარში.

2 თავი ხახვი დაჭერით საშუალო ზომის მოგრძო ნაჭრებად, დაასხით 3 ს/კ. ღვინის ან ვაშლის ძმარი, 0,5 ჩ/კ შაქარი, ცოტა მარილი და პილპილი და ცოტა ხანს დატოვეთ ასე.

ფარშს მიეცით მოგრძო ფორმა, ამოავლეთ ორცხობილას ფხვნილში და შეწვით ცხიმმოსხმულ ტაფაზე.

ლავაში დაჭერით ერთი ზომის ნაჭრებად. გადაავლეთ ცივი წყალი ხახვს, დაჭურეთ, დააჭერით ოხრახუში, მოაყარეთ ლავაშს 1 ს/კ, დადეთ ზედ შემწვარი ქაბაბი და გადაახვიეთ.

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ