უნივერსალური რეცეპტი ზედმეტი სიტკბოს გარეშე. გამოიყენეთ ნებისმიერი ხილი და კენკრა.

0
81
#post_seo_title

“ფრანგული კოცნა” გარგარით

ძალიან ადვილად მზადდება. ცოტა მოთმინებაა საჭირო ცომის მოსაზელად. გამოდის ნაზი, ჰაეროვანი და ხრაშუნა.

შემადგენლობა

საფუარი 2 ჩ/კ.

წყალი 50 მლ

ხორბლის ფქვილი 400 გრ

მარილი 1 მწიკვი.

კარაქი 200 გ

კვერცხი 1 ცალი.

კვერცხის გული 1 ცალი.

არაჟანი 100 გ

გარგარი 1 კგ

მომზადება

თბილ წყალში ჩაყარეთ საფუარი და შაქარი.

მშრალ თასში ჩაყარეთ 3/4 ფქვილი, დაამატეთ კარაქი და ასვრიმეთ ხელით.

 

უნივერსალური რეცეპტი ზედმეტი სიტკბოს გარეშე. გამოიყენეთ ნებისმიერი ხილი და კენკრა. | შენი სუფრა

შემდეგ დაამატეთ არაჟანი, კვერცხი, კვერცხის გული, საფუარი, დარჩენილი ფქვილი და მოზილეთ ცომი.

ცომი მოათავსეთ ცელოფანში და შეინახეთ მაცივარში 3-4 საათი მაინც, შეგიძლიათ მთელი ღამითაც დატოვოთ.

 

 

უნივერსალური რეცეპტი ზედმეტი სიტკბოს გარეშე. გამოიყენეთ ნებისმიერი ხილი და კენკრა. | შენი სუფრა

გარგარი გარეცხეთ, გააშრეთ და გაჭერით ოთხად.

გამოიღეთ მაცივრიდან ცომის ნაწილი, დანარჩენი ისევ შეინახეთ მაცივარში გამოყენებამდე.

გაათხელეთ 2-3 სმ სისქეზე. ჭიქის დახნმარებით გამოჭერით რგოლები.

 

უნივერსალური რეცეპტი ზედმეტი სიტკბოს გარეშე. გამოიყენეთ ნებისმიერი ხილი და კენკრა. | შენი სუფრა

თითოეულ რგოლზე მოათავსეთ ერთი ნაჭერი გარგარი, გადმოკეცეთ, გვერდები შეკარით, ზემოდან მოაყარეთ შაქრის ფხვნილი. დაალაგეთ საცხობ ფორმაზე.

 

უნივერსალური რეცეპტი ზედმეტი სიტკბოს გარეშე. გამოიყენეთ ნებისმიერი ხილი და კენკრა. | შენი სუფრა

გამოაცხეთ 180 გრადუსზე 25 წუთი, სანამ ვარდისფერს არ მიიღებს.

 

უნივერსალური რეცეპტი ზედმეტი სიტკბოს გარეშე. გამოიყენეთ ნებისმიერი ხილი და კენკრა. | შენი სუფრა

არ შეგეშინდეთ ექსპერიმენტების, შეგიძლიათ ნებისმიერი ხილი გამოიყენოთ. თბილს მოაყარეთ საქრის პუდრა და ისე მიირთვით.

 

უნივერსალური რეცეპტი ზედმეტი სიტკბოს გარეშე. გამოიყენეთ ნებისმიერი ხილი და კენკრა. | შენი სუფრა

 

READ  მნიშვნელოვანია არ გამოტოვოთ ეს ჯადოსნური მომენტი. ამის წყალობით მიიღება უგემრიელესი ყავა.

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ