ძალიან მიყვარს “ჩიტის რძე”, ამ რეცეპტით გამომცხვარზე კი ვგიჟდები.

0
175
#post_seo_title

ტორტი “ჩიტის რძე”

ცომისთვის დაგჭირდებათ:

100 გრ კარაქი;

50 გრ შაქარი;

1-2 კვერცხი;

140 გრ ფქვილი;

1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი.

სუფლესთვის დაგჭირდებათ:

5 კვერცხი;

200 გრ შაქარი ფხვნილი;

1 ს.კ. სიმინდის სახამებელი;

50 გრ კარაქი;

100 მლ რძე;

20 გრ ჟელატინი;

 

მინანქრისთვის დაგჭირდებათ:

75 გრ შოკოლადი;

50 გრ კარაქი;

1 ს.კ. თაფლი.

მომზადება:

ათქვიფეთ კარაქი ოთახის ტემპერატურაზე, დაამატეთ შაქრის ფხვნილი და კვლავ ათქვიფეთ. შემდეგ დაამატეთ კვერცხი, ფქვილი და გამაფხვიერებელი.

ძალიან მიყვარს “ჩიტის რძე”, ამ რეცეპტით გამომცხვარზე კი ვგიჟდები. | შენი სუფრა

მოზილეთ ცომი. ცომი მოათავსეთ ფორმაში და გამოაცხვეთ 220 გრადუსზე 20 წუთის განმავლობაში.

ძალიან მიყვარს “ჩიტის რძე”, ამ რეცეპტით გამომცხვარზე კი ვგიჟდები. | შენი სუფრა

სუფლესთვის, ცილა გამოაცალკევეთ გულისგან. ცილები კვლავ შედგით მაცივარში და გულები ათქვიფეთ 100 გრ შაქრის ფხვნილთან ერთად. დაამატეთ რძე, სახამებელი და თქვიფეთ სანამ არ გახდება გლუვი.

წყლის აბაზანაზე მოხარშეთ სუფლე, სანამ არ გასქელდება. გააციეთ, კარაქი ათქვიფეთ, სანამ ფუმფულა მასას არ მიიღებთ და დაამატეთ გაციებულ მასას.

ჟელატინს 15 წუთით დაასხით წყალი, გაათბეთ, ცილები ათქვიფეთ გათეთრებამდე, დაუმატეთ ჟელატინს და ეს მასა შეურიეთ კვერცხის გულის მასას. კრემი მზადაა.

 

ძალიან მიყვარს “ჩიტის რძე”, ამ რეცეპტით გამომცხვარზე კი ვგიჟდები. | შენი სუფრა

ბისკვიტი გაჭერით სიბრტყეზე ორ ტოლ ნაწილად. ერთი მოათავსეთ ფორმაში, დაასხით სუფლე და დაადეთ ბისკვიტის მეორე ნაწილი. მთელი ღამით დატოვეთ მაცივარში.

გაადნეთ შოკოლადი წყლის აბაზანაზე კარაქთან და თაფლთან ერთად. დაასხით გაყინულ ნამცხვარს და შედგით მაცივარში ერთი საათის განმავლობაში.

არაჩვეულებრივი ტორტი მზადაა. მიირთვით გემრიელად!

ძალიან მიყვარს “ჩიტის რძე”, ამ რეცეპტით გამომცხვარზე კი ვგიჟდები. | შენი სუფრა

 

author avatar
SheniSupra.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  ყაზანში საქმიანი მოგზაურობისას ტრადიციული კერძი გამასინჯეს. დიდხანს ვერ ვხვდებოდი პასტა ასეთი გემრიელი როგორ გამოვიდა, მაგრამ ადგილობრივებმა რეცეპტი გამიზიარეს.

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ