ისტორიის მანძილზე მწვანილი ყოველთვის წარმატებით გამოიყენებოდა კულინარიასა, თუ მედიცინაში, მაგრამ დღეს ისეთი პოპულარულია, როგორც არასდროს.
ის არომატული, ნოყიერი, ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. ბლოგში 3 ყველაზე სასარგებლო მწვანილი ჩამოვწერეთ და გეტყვით, რატომ უნდა ჩართოთ ისინი თქვენს ჯანსაღი კვების რაციონში.
ქინძი
ქინძი ძალიან პოპულარული მწვანილია და დიდი როლი აქვს მსოფლიოს მრავალ სამზარეულოში. მისი უნიკალური, სურნელოვანი არომატი მსუბუქ და ცოცხალ გემოს ანიჭებს კერძებს. სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოში ქინძი მშვენიერი დამატებაა ისეთი კერძებისთვის, რომლებიც შეიცავს ლობიოს, ყველს, კვერცხს, თევზს. მწვანილი ძალიან კარგია, როგორც ტოპინგი, ან გარნირი სუპებისა და სალათებისთვის.
ოხრახუში
ოხრახუში ფართოდ კულტივირებული ყვავილოვანი მწვანილია, რომელიც მიეკუთვნება Apiaceae-ს ოჯახს. ეს არის ორწლიანი სახეობა, რაც იმას ნიშნავს, რომ სიცოცხლის ციკლის დასრულებას შეიძლება ორი წელი დასჭირდეს. კულინარიულ ღირსებების გარდა ოხრახუშს სხვა დატვირთვაც ჰქონდა. საუკუნეების განმავლობაში ოხრახუში პირის ღრუში უსიამოვნო სუნთან ბრძოლის ეფექტური საშუალება იყო. ზოგიერთ კულტურაში მიჩნეულია, რომ ოხრახუშს აქვს ჯადოსნური თვისებები და მისი დახმარებით ბოროტი სულებს იშორებდნენ.
მწვანე ხახვი
მწვანე ხახვი არის ხახვის სახეობა, რომელსაც აქვს რბილი არომატი და გრძელი, თხელი მწვანე ღერო. მწვანე ხახვი ალიუმის ოჯახის წარმომადგენელია, რომელშიც ასევე შედის ნიორი, ხახვი, პრასი. ითვლება, რომ მისი წარმოშობის ადგილი ცენტრალური აზიაა, სადაც ათასობით წლის წინ დაიწყო მწვანილის კულტივაცია.
მასალის გამოყენების პირობები