ოთხშაბათი, ივნისი 18, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგირა უნდა ჭამონ ბავშვებმა საუზმეზე

რა უნდა ჭამონ ბავშვებმა საუზმეზე

საუზმის გამოტოვება შეიძლება უარყოფითად აისახოს ბავშვის კოგნიტიურ ფუნქციაზე,

აკადემიურ მოსწრებაზე, ფსიქო-სოციალურ ფუნქციასა და გუნება-განწყობაზე.

კვლევებით დადგინდა, რომ საუზმის გამოტოვებით ყალიბდება ნაკლებად სასარგებლო კვებითი ჩვევები, რაც საბოლოო ჯამში ხელს უწყობს არაჯანსაღი საკვების მიღებას და სიმსუქნეს.

ბავშვისთვის განკუთვნილი საუზმის რაციონი უნდა შედგებოდეს:

სულ მცირე ერთ სასმელი + სამი ძირითადი ელემენტისგან:  მარცვლოვანი (პური, ორცხობილა, მარცვლეულის ფანტელები და სხვა); რძის ნაწარმი (რძე, ყველი, იოგურტი და სხვა); ხილი (უმი ხილი, ხილის წვენი, დაუმტკბარი კომპოტი, ხილის პიურე და სხვა).ამასთან, 2 წლის ასაკის ზემოთ ბავშვი საუზმისას რძის ნაწარმის საშუალებით მინიმუმ 100 მგ კალციუმს უნდა იღებდეს.

საუზმის მენიუს შეიძლება დაემატოს: ერთი ცხიმის შემცველი პროდუქტი (კარაქი, მარგარინი და სხვა) ერთი შაქრის შემცველი პროდუქტი (თაფლი, ჯემი და სხვა) ერთი ცილოვანი პროდუქტი (კვერცხი, ხორცი და სხვა). სასმელში იგულისხმება წყალი, ხილის წვენი (100%-იანი, შაქრის დანამატის გარეშე) ან დაბალი ცხიმიანობის რძე (შაქრის დანამატის გარეშე). სკოლამდელი ასაკის ბავშვისთვის საუზმეზე სასმელის სახით ჩაის მიცემა რეკომენდებული არ არის.

რა უნდა ჭამონ ბავშვებმა საუზმეზე | შენი სუფრა

არ არის რეკომენდებული ისეთი საკვების რეგულარული გამოყენება, როგორიცაა ფუნთუშეული (მაგ. კრუასანი), შოკოლადი, კრემით და შოკოლადით შევსებული ნამცხვრები, შოკოლადიანი მარცვლეულის ფანტელები და სხვა ნებისმიერი საკონდიტრო ნაწარმი, რომელიც 15%-ზე მეტ ცხიმს შეიცავს. ასეთი პროდუქტების გამოყენების მაქსიმალური სიხშირეა 3-ჯერ 20 დღის განმავლობაში.

ამასთან, სასურველია, ბავშვები ხშირად იკვებებოდნენ ოჯახთან ერთად და ასევე ჩართული იყვნენ საკვების მომზადების პროცესში (საყიდლები, მომზადება).

#drpkhakadze

#pitskhelauri

წყარო

 

 

author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
READ  კავკასიონის ცივ მთებში ჩაკარგული შატილის კოშკების ენერგოეფექტურობა - ქართული არქიტექტურის უნიკალურობა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები