შენი სუფრაშენი სუფრაშენი სუფრა
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
Search
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
კითხვა: როგორ მოვიქცეთ სუფრასთან – მანერები, რომლებიც უხერხულობას აგარიდებთ თავიდან
გაზიარება
შეტყობინება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი სუფრაშენი სუფრა
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
Search
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
გაქვთ არსებული ანგარიში? შესვლა
გამოგვყევით
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
სამზარეულოს აქსესუარებისიახლეებისხვა-ამბები

როგორ მოვიქცეთ სუფრასთან – მანერები, რომლებიც უხერხულობას აგარიდებთ თავიდან

როგორ მოვიქცეთ სუფრასთან - მანერები, რომლებიც უხერხულობას აგარიდებთ თავიდან
Logo on a green background: white rounded-square icon with the text 'ag60' inside, plus white Georgian script beneath the icon.
ავტორი
ირინა დათაშვილი
გამოქვეყნებული: ივლისი 21, 2026
გაზიარება
გაზიარება
კარგი მანერები და სუფრასთან მოქცევის წესები ეს ისაა, რაც ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს! შესაძლოა, ბევრისთვის ეს მომაბეზრებელი და უსარგებლო შეზღუდვებია, თუმცა მისი დაცვა გარკვეულ წრეებში აუცილებლად მოგიწევთ, რა თქმა უნდა, თუ არ გსურთ, რომ ხმამაღლა მოხვრეპილმა ჩაიმ ან კბილების გამოჩიჩქვნამ სამუდამოდ დაგიხუროთ მათი კარი.

ტერმინი ეტიკეტი ფრანგული ენიდან მომდინარეობს. ის აღნიშნავს ქცევის კოდექსს, რომელიც გამოხატავს თქვენს დამოკიდებულებას სოციალური კლასის ან ჯგუფის მიმართ.

სუფრასთან მოქცევის მთავარი წესია, რაც შეიძლება ჩუმად, ან სულაც უხმაუროდ მიირთვათ და დალიოთ.

მაგიდასთან დაჯდომისას თვალს ხშირად ხვდება ტექსტილის ხელსახოცი, რომელსაც დანიშნულებისამებრ იშვიათად იყენებენ. ხელის მსუბუქი მოძრაობით გახსენით და მუხლებზე დაიდეთ. ამ ხელსახოცით ხელის ან პირის გაწმენდა რეკომენდირებული არაა, მაქსისმუმ – ტუჩებზე ნაზად მიიდოთ სასმელის დალევის შემდეგ სისველის შესაშრობად. იმის თქმა ალბათ საჭიროც არაა, რომ გამართული უნდა იჯდეთ და სუფრას იდაყვები არ უნდა დააყრდნოთ.

სუფრასთან დაჯდომისთანავე მაშინვე ჭამას ნუ დაიწყებთ. დაელოდეთ, სანამ სუფრის ყველა წევრი დაჯდება და შეეცადეთ, ერთობლივად თუ არა, ოდნავი დაგვიანებით დააგემოვნოთ. საკვების დაწუნება ცუდი ტონია. მითუმეტეს თუ სტუმრად ოჯახში ხართ. აღფრთოვანების გამოხატვა კი ყოველთვის მისასალმებელია.

ახლა რაც შეეხება თავად ჭურჭელთან და დანა-ჩანგალთან ურთიერთობას. უმეტესად, ყველგან მარტივად გაწყობილი სუფრა გვხვდება, ყოველგვარი ზედმეტი ჩანგლისა თუ თეფში-ჭიქის გარეშე. გაითვალისწინეთ, რომ ბოკალი, რომელიც ზომით შედარებით მომცროა, ყოველთვის ალკოჰოლური სასმელის, უფრო ზუსტად, ღვინისთვის გამოიყენება, ხოლო დიდი ბოკალი გამაგრილებელი სასმელის ან წყლისთვისაა განკუთვნილი.

თუ თეფშის გარშემო ბევრი სახეობის დანა-ჩანგალია დალაგებული, არ დაიბნეთ. სუფრაზე საკვები დაწყობილი დანა-ჩანგლის თანმიმდევრობით შემოვა, გამოიყენეთ ისინი “გარედან–შიგნით” პრინციპით და ყველაფერი თავის ადგილას დადგება. თუკი სუფრასთან წვნიანია, ბოლო წვეთებს ადვილად ამოიღებთ კოვზით თუკი თეფშს თქვენი საწინააღმდეგო მიმართულებით ოდნავ აწევთ. ისე კი, მაინცდამაინც აუცილებელი არაა ბოლო კოვზიც მიირთვათ. მთავარი თეფშის თავთან პატარა თეფში პურისთვისაა განკუთვნილი. ძალიან მოსახერხებელია, როდესაც პურის სუფრაზე დადება არ გიწევთ.
GEMRIELIA

READ  ❌️ ე.წ. ნიტრატების გასაზომი ტესტი ყალბია ❗️❗️❗️

კიდევ ერთი, როდესაც რამე გინდათ და ის თქვენგან შორსაა მთელს სუფრაზე ნუ გადაიქაჩებით, გაცილებით მარტივია, ნაზი ღიმილით თქვენს გვერდით მჯდომს სთხოვოთ, მოგაწოდოთ.

ჩანგლით მხოლოდ იმდენი საკვები აიღეთ, რამდენის აღებაც დისკომფორტს არ შექმნის და თეფშზეც არ ჩამოიყრება. ამასთანავე პირს მთლიანად ნუ გაივსებთ საჭმლით. ღეჭეთ მოკუმული პირით და ლუკმებს შორის მცირე ინტერვალები გააკეთეთ.

თუ ერთ გვერდით მჯომთან გსურთ საუბარი, ამის გამო მეორეს ზურგს ნუ შეაქცევთ. ხოლო თუ თქვენსა და მოსაუბრეს შორის კიდევ ერთი ადამიანი ზის, შეეცადეთ მის ზურგსუკან ისაუბროთ და არა მის წინ გადმოწეულებმა.

არასოდეს შეიმჩნიოთ, თუ სუფრის რომელიმე წევრი ეტიკეტის დარღვევით მიირთმევს, მაგრამ თავად შეეცადეთ შეცდომა არ დაუშვათ. თუ მაინც ვერ ახერხებთ ეტიკეტის დაცვას რომელიმე ეგზოტიკური კერძის მირთმევისას, სჯობს დაარღვიოთ იგი, ვიდრე მისი დაცვის უხერხული მცდელობით მიიქციოთ მთელი სუფრის ყურადღება.

ხორცი ან სხვა ნებისმიერი კერძი არასოდეს დაანაწევროთ ლუკმებად ერთბაშად. მოაჭერით მხოლოდ იმდენი რასაც ერთ ლუკმად შეჭამთ. შემდეგ კვლავ მოაჭერით პატარა ნაწილი და ა.შ.

თუ მასპინძელი ხართ, სტუმრებზე ადრე ნუ დაამთავრებთ ჭამას, მით უმეტეს, თუ ეს კერძი ბოლოა სუფრაზე. დაელოდეთ სანამ ჯერ სტუმრები დაასრულებენ. მთავარი კერძის შეთავაზება სტუმრებისთვის დაშვებულია ორჯერ, მაგრამ თუ სტუმარი ხართ, თავად ნუ მოითხოვთ დამატებას. ასევე ნუ მოითხოვთ მეორე ფინჯან ჩაის ან ყავას თუ კი სტუმართა ნაწილს ჯერ პირველიც არ მიუღია.

სუფრასთან ნებისმიერი ტიპის მომსახურებისას გადაიხადეთ მადლობა.

სუფრასთან დაჯდომის წინ ტელეფონი უხმო რეჟიმზე გადაიყვანეთ, რათა გარშემო მყოფნი გაუთავებელი წკრიალით არ შეაწუხოთ. ეს ცუდი ტონია. თუ მნიშვნელოვან ზარს უნდა უპასუხოთ, ბოდიში მოიხადეთ და მოშორებით გადით – აუცილებელი არაა თქვენი საუბარის მომსწრე მთელი სუფრა გახდეს.

სადილის ან ვახშმის დასრულების შემდეგ დანა ჩანგალი თეფშზე დიაგონალზე, ერთმანეთის პარალელურად დადეთ – ეს ნიშნავს რომ თქვენ დაამთავრეთ.

READ  კარტოფილის მომზადების ყველაზე ორიგინალური და გემრიელი ვერსია

დესერტის მირთმევისას: ჩაიში/ყავაში შაქარი მოურიეთ უხმაუროდ, წკარუნის გარეშე და შემდეგ კოვზი დადეთ ლანგარზე. და არასოდეს, არასოდეს მოხვრიპოთ!

წყარო

 

იხილეთ ასევე

  • შეფ-მზარეულების რჩევები
  • ნივთები რომლებიც საახალწლო სუფრას მიშლენის ვარსკვლავის მფლობელ რესტორნად აქცევს
  • მარტივი რეცეპტები – დაზოგეთ დრო და ენერგია
  • ჯანსაღი კვების ცნობილი ამერიკელი მიმდევარი გირჩევთ, როგორ იკვებოთ სწორად

შენი ქსელი: შენი ექიმი · შენი ამბები

რა სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა ლეღვი
როგორ შევინახოთ ჩურჩხელა საახალწლოდ
5 ყველაზე უჩვეულო ხილი
როგორ მოვამზადოთ საზაფხულო ხილის კოქტეილი
5 საინტერესო ფაქტი იმ საკვების შესახებ, რომელსაც ყოველდღიურად მიირთმევ
TAGGED:ეტიკეტირჩევებისამზარეულოშენი სუფრა
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ელფოსტა ბეჭდვა
Logo on a green background: white rounded-square icon with the text 'ag60' inside, plus white Georgian script beneath the icon.
ავტორიირინა დათაშვილი
მიჰყევით:
მთავარი რედაქტორი — რეცეპტები და ქართული სუფრის ტრადიციები. კულინარიულ თემებზე წერს 2003 წლიდან.
წინა სტატია აზარაშვილი (1) „სპეციალური ბაზებიც კი შევქმენით, ყოველდღიურ მონიტორინგს ვუწევთ როგორც ონკოლოგიური, ისე ნებისმიერი მედიკამენტის ბრუნვას ფარმაცევტულ ბაზარზე“
შემდეგი სტატია 10 ნაბიჯი თქვენი ოცნების საძინებლის შესაქმნელად 10 ნაბიჯი თქვენი ოცნების საძინებლის შესაქმნელად
2 კომენტარი
  • გამოხმაურება: ჩურჩხელის უძველესი ტრადიცია - ქართული ნუგბარის ისტორია
  • გამოხმაურება: ვაშლის ბლინების რეცეპტი - ტრადიციული ქართული დესერტი

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ქართული სამზარეულო
  • ქართული ღვინო
  • კახეთი — ღვინის მხარე
  • ფესტივალები
shenidasveneba.ge →
შენი სუფრაშენი სუფრა
გამოგვყევით
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?