ძალიან გავრცელებული და არასწორი მეთოდი,
რომელსაც დიეტის დროს ბევრი ადამიანი იყენებს, საღამოს 6 საათის შემდეგ საკვების არ მიღებაა.
აუცილებლად უნდა მოვირთვათ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზმი მინიმუმ -12-14 საათის განმავლობაში მშიერია და სტრესს განიცდის. გონივრული და სწორი გამოსავალია, დაძინებამდე 2-3 საათით ადრე ჭამა.
ამ საკითხში, კომპეტენტური ადამიანები, დიეტოლოგები, სპორტსმენები, ინსტრუქტორები და ა.შ ერთ აზრზე თანხმდებიან, რომ 6 საათის შემდეგ კვება აუცილებელია! ჩვენ შეგვიძლია მივირთვათ:
ბოსტნეული: კიტრი, პომიდორი, სალათის ფურცლები, ბულგარული წიწაკა, სტაფილო, ბროკოლი, ჭარხალი, ნიახური და ა.შ.
ხილი: ციტრუსი, მწვანე ვაშლი, ბანანი,მსხალი, ბროწეული
რძის ნაწარმი: დაბალცხიმიანი კეფირი, ხაჭო და მაწონი.
ორთქლზე მომზადებული (ან მოხარშული) ქათმის თეთრი ხორცი, ხბოს ხორცი, თევზეული.
თუ გახდომა გსურთ, სასურველია 6 საათის შემდეგ ნახშირწყლების შემცველი პროდუქტი არ მიიღოთ. მნიშვნელოვანია, რომ საღამოს კვება მცირე ულუფებით განხორციელდეს.
მასალის გამოყენების პირობები