100 გრამი ჟოლოს ენერგეტიკული ღირებულებაა: 38 კკალ.
ეს კენკროვანი კულტურა გამორჩეულია ნაზი და არომატული ნაყოფით. ჟოლო, ისევე როგორც, ზოგადად, კენკროვანი ხილი, მდიდარია A, B, C, D, E, PP ჯგუფების ვიტამინებით და მინერალებით: კალიუმით, კალციუმით, მაგნიუმით, ფოსფორით, რკინით.
A, E, PP და B2 ვიტამინები პასუხს აგებს კანის ელასტიკურობაზე და, რაც მთავარია, ზედმეტ წონას ებრძვის.
D ვიტამინი მნიშვნელოვანია ძვლების და კუნთების ჯანმრთელობისთვის.
ჟოლო ბაქტერიოციდული თვისებებითაც გამოირჩევა, რადგან მის შემადგენლობაშია სალიცილის მჟავა, რომელსაც ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი ბევრი პრეპარატი შეიცავს. აღსანიშნავია, რომ ამ კენკრას აქვს უჯრედისის მაღალი შემცველობა.
ჟოლო ხელს უწყობს სისხლის წარმოქმნის პროცესს, რაც ნაყოფის შემადგენლობაში დიდი რაოდენობით რკინის დამსახურებაა.
ჟოლო სასარგებლოა ორსულთათვის, რადგან შეიცავს ფოლიუმის მჟავას. გაითვალისწინეთ, რომ საჭმლის მომნელებელი პრობლემებისა და მგრძნობიარე კუჭის მქონე ადამიანებში მას შეუძლია, დისკომფორტი გამოიწვიოს.
#drpkhakadze #gochadze #shenisupra
მასალის გამოყენების პირობები