ორშაბათი, ნოემბერი 25, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorizedსვანური მარილი - გამორჩეული გემო ქართულ გასტრონომიაში

სვანური მარილი – გამორჩეული გემო ქართულ გასტრონომიაში

ქართული სამზარეულო გამორჩეულია მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ქვეყნის თითოეული კუთხე ინდივიდუალური, განსაკუთრებული არომატის კერძებით ხასიათდება.

ერთ-ერთი ასეთია სვანური მარილი – ქართული საკმაზი, რომლის მომზადების ტრადიციულ მეთოდს ეროვნული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.

როგორ შეიქმნა სვანური მარილი?

უნიკალური პროდუქტის მისაღებად სვანებმა მარილი მთის სურნელოვან მწვანილებსა და სანელებლებს შეურიეს და გასაოცარი საკმაზი შექმნეს, რომლის ერთი მწიკვიც კი საკმარისია გემრიელი სადილის მოსამზადებლად.  

ის უხდება ყველაფერს: კიტრისა და პომიდვრის სალათას, შემწვარ გოჭს, იდეალურია ყველთან, საწებლებთან და ხორცთან. განსაკუთრებულ გემოს კი მთაში მოწეული სანელებლები და ყველაზე მთავარი – გიცრული, იგივე გარეული ძირა აძლევს.

მარილის ხარისხი და არომატულობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული როგორც ამ სანელებლების ხარისხზე – მოკრეფის დროზე, სიმწიფესა და ჩრდილში გახმობაზე, ისე მათი შეზავების პროპორციებზე.

როგორ მოვამზადოთ სვანური მარილი?

უკეთესი არომატისათვის  ყველა სუნელი კაკლების სახით უნდა იყოს და თავად უნდა დაფქვა. 

საჭიროა: 

2 წილი ხმელი ქინძი; 

თითო წილი: 

ხმელი ცერეცო (კამა); 

უცხო სუნელი;
წითელი წიწაკა; 

ყვითელი ყვავილი; 

1/2 წილი გიცრული (გარეული ძირა);

ორჯერ მეტი მოცულობის მარილი, ვიდრე ყველა დაფქული სუნელი ერთად; 

და გატარებული ნიორი – იმდენი, რომ შერევისას მარილიანი მასა ნოტიო და თითქმის სველი გამოვიდეს.

რა უნდა იცოდე სვანური მარილის ყიდვისას?

სანამ სვანურ მარილს შეიძენ, გაითვალისწინე: მარილი უნდა იყოს ნოტიო, თითქმის სველი, არომატული, ისე, რომ ახალდაფქული სუნელების სიმძაფრე იგრძნობოდეს, მუქი და არა ძალიან ყვითელი, მსხვილი და არა წვრილი მარილით შეზავებული და ჰერმეტულად – დახურულ ქილაში ან ყუთში შენახული.

 

 

წყარო

 

 

 

 

 

#drpkhakadze #gochadze  #shenisupra

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
16 საუკეთესო აქტივობა მალიორკაზე, ესპანეთში

16 საუკეთესო აქტივობა მალიორკაზე, ესპანეთში

23 November, 2024
ახალი კვლევა – 6 ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდებში სიმსივნის განვითარებას

ახალი კვლევა – 6 ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდებში სიმსივნის განვითარებას

ნოემბერი 25, 2024
დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება

დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება

22 ნოემბერი 2024
პიზის კოშკის დახრილობის ისტორია: არქიტექტურული შეცდომა თუ გენიალურობა?

პიზის კოშკის დახრილობის ისტორია: არქიტექტურული შეცდომა თუ გენიალურობა?

ნოემბერი 25, 2024
როცა ღორი უხალისოდ ჭამს – რას უნდა მიაქციოთ ყურადღება

როცა ღორი უხალისოდ ჭამს – რას უნდა მიაქციოთ ყურადღება

ნოემბერი 22, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
მიცუ ციხე-სოფელი – ის ხევსურეთის საიმედო მცველი იყო

მიცუ ციხე-სოფელი – ის ხევსურეთის საიმედო მცველი იყო

ნოემბერი 22, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
რა ჩავიცვათ ახალი წლის ყველაზე ჯადოსნურ ღამეს

რა ჩავიცვათ ახალი წლის ყველაზე ჯადოსნურ ღამეს

ნოემბერი 24, 2024
პიზის კოშკის საიდუმლო: როგორ ინარჩუნებს დახრილობას საუკუნეების განმავლობაში?

პიზის კოშკის საიდუმლო: როგორ ინარჩუნებს დახრილობას საუკუნეების განმავლობაში?

25 ნოემბერი 2024
ტრამვაი და მისი როლი თბილისის ტრანსპორტში

ტრამვაი და მისი როლი თბილისის ტრანსპორტში

ნოემბერი 24, 2024
აშშ-ის მარეგულირებელ ორგანოებს სურთ „გუგლმა“ „ქრომის” ბრაუზერი გაყიდოს

აშშ-ის მარეგულირებელ ორგანოებს სურთ „გუგლმა“ „ქრომის” ბრაუზერი გაყიდოს

ნოემბერი 24, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები