ვარდისფერი რულეტი 😋😍
ცოცხალი ჟოლოთი, მოცვითა და ჰაეროვანი კრემის შიგთავსით 😍
📌ცომის ინგრედიენტები:
📍კვერცხი- 5 ც.
📍შაქარი – 120 გ.
📍ფქვილი – 130 გ.
📍რძე – 50 მლ.
📍ვანილი – 1 ც.
📍გამაფხვიერებელი- 1 ჩ/კ.
📍მწიკვი მარილი
📍წითელი საკვები საღებავი
📝მომზადების წესი:
გააცალკევეთ კვერცხის ცილა და გული. ცილას დაუმატეთ მარილი და მიქსერით ათქვიფეთ. ეტაპობრივად დაუმატეთ შაქარი, ვანილი და თქვიფეთ სანამ არ მიიღებთ მყარ თეთრ მასას. შემდეგ სათითაოდ შეურიეთ კვერცხის გულები და მიქსერის გარეშე ფრთხილად გადაურიეთ. შედმეგ დაუმატეთ თბილი რძე.
ფქვილში გაურიეთ გამაფხვიერებელი, ჩააცერით და ასევე ფრთხილი მოძრაობით გადაურიეთ. ბოლოს დაამატეთ წითელი საკვები საღებავი.
მიღებული მასა გადაიტანეთ და თანაბრად გადაასწორეთ პერგამენტ დაფენილ საცხობ ჟარონაზე და გამოაცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში, ზედა-ქვედა წვით, 180 გრაფუსზე 15 წუთი, სრულ მზაობამდე.
📌კრემის ინგრედიენტები:
📍კრემყველი – 250 გ.
📍ნაღები – 100 მლ. (40%)
📍შაქრის პუდრა – 100 გ.
📝მომზადების წესი:
კრემყველს დააყარეთ შაქრის პუდრა, დაასხით ნაღები და მიქსერით ათქვიფეთ მყარი მასის მიღებამდე.
📌ასევე დაგჭირდებათ:
📍ჟოლოს ჯემი (ან სურვილისამებრ ნებისმიერი სხვა ჯემი)
📝მორთვის წესი:
გაციებულ ბისკვიტს ზემოდან დააფარეთ პერგამენტის ქაღალდი, ფრთხილად გადმოატრიალეთ და ააძრეთ მეორე ქაღალდი.
ზედაპირზე თანაბრად გადაანაწილეთ კრემი, შემდეგ ჯემი და ქაღალდის დახმარებით, ფრთხილად გადაახვიეთ, ისე, რომ იყოს მჭიდროდ, მაგრამ არ გაგიტყდეთ ბისკვიტი.
🫶გააფორმეთ სურვილისამებრ. მე მოვრთე იმავე კრემით, ცოცხალი ჟოლოთი, მოცვითა და ყვავილებით 🥰
ცოტა ხნით დააყოვნეთ მაცივარში, შემდეგ დაჭერით და გემრიელად მიირთვით 😍
🙌მერწმუნეთ, არის საოცრად ჰაეროვანი და გემრიელი 🫠
😊თუ მოგეწონათ რეცეპტი და შედეგი, მოიწონეთ პოსტი, გადააზიარეთ და მოიწვიეთ მეგობრები გვერდის მიმდევრებად😍
მადლობა❤️
მასალის გამოყენების პირობები