სადილად გრილზე შემწვარი ბოსტნეულის ჯანსაღი კერძი ნამდვილი მისწრებაა.სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ ზემოდან პარმეზანის ყველით მორთოთ და გემრიელად მიირთვათ.
ინგრედიენტები:
• 2 ცალი სიმინდი (დაფშვნილი)
• 2 დიდი პაპრიკა
• 250 გრამი ყაბაყი
• 3 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
• ½ ჩაის კოვზი მარილი
• ½ ჩაის კოვზი წიწაკა
• 1 სუფრის კოვზი წითელი ღვინის ძმარი
• 2 სუფრის კოვზი ველური თავშავა
მომზადების დრო: 25 წთ.
მომზადების მეთოდი:
გაახურეთ გრილი საშუალო ტემპერატურაზე.
მოზრდილ ჯამში ერთმანეთში აურიეთ სიმინდი, პაპრიკა, მარილი და ყაბაყი.გრილზე შეწვით ბოსტნეული. დაახლოებით 6 წუთის მანძილზე პაპრიკა და ყაბაყი, ხოლო 8 წუთის მანძილზე სიმინდი. წვრილად დაჭერით პაპრიკა, კუბიკებად ყაბაყი. გადაიტანეთ სამივე ინგრედიენტი ჯამში. მოასხით ძმარი და მორჩენილი ზეთი, მოაყარეთ თავშავა. გემრიელად მიირთვით!
კალორიულობა: 135 კალორია. ცხიმი: 9გრ. ბოჭკო: 2 გრ. ნახშირწყალი: 12 გრ. ცილა: 3 გრ. ფოლიუმის მჟავა: 33 მგ. ქოლესტერინი: 0 გრ. შაქარი: 4 გრ. C ვიტამინი : 72 მგ. კალციუმი: 32 მგ. რკინა: 1 მგ. ნატრიუმი: 242 მგ. კალიუმი: 444 მგ.
#drpkhakadze #gochadze #shenisupra
მასალის გამოყენების პირობები