ორშაბათი, ოქტომბერი 21, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorizedექსკლუზიური ინტერვიუ food ბლოგერ თამთა სიხარულიძე-ლიპირიდი✨️ Tata’s Culinary-სთან

ექსკლუზიური ინტერვიუ food ბლოგერ თამთა სიხარულიძე-ლიპირიდი✨️ Tata’s Culinary-სთან

ავტორი: ანი დავიდიანი

სოციალურ ქსელში პოპულარული food ბლოგერი და ტელეპროექტ ,,პირველი შეფის” გამარჯვებული თამთა სიხარულიძე-ლიპირიდი, ცნობილი, როგორც Tata’s Culinary ,,შენი სუფრას” მკითხველს ექსკლუზიურად უზიარებს თავის კულინარიულ გამოცდილებას, წარმატების მიღწევის საიდუმლოსა და რჩევებს 🩷

ექსკლუზიური ინტერვიუ food ბლოგერ თამთა სიხარულიძე-ლიპირიდი✨️ Tata’s Culinary-სთან

– თამთა, გვიამბეთ, რატომ აირჩიეთ კულინარია, სად მიიღეთ განათლება და როდის იპოვეთ თავი ამ სფეროში?

– ვარ 37 წლის, 4 შვილის დედა. ქუთაისში დაბადებული და გაზრდილი ვარ, ჩემი ფესვები კი გურიიდანაა, იმერელ-გურული ვარ და ალბათ, ეს აისახება ჩემზე, ორივე მხარის მუხტი მაქვს. კულინარიით ბავშვობიდან ვიყავი დაინტერესებული. როდესაც ბებო და დედა ამზადებდნენ, ყოველთვის ვუყურებდი მათ, მერე ადრეულ ასაკში დედა ემიგრაციაში წავიდა და ამის შემდეგ უფრო მეტად მოვინდომე. ჯერ სალათებს შევეჭიდე…

მახსოვს, 12 წლის ვიყავი, პირველად რომ ნამცხვარი ,,სნიკერსი” დავაგემოვმე ბათუმში, ნათესავთან და მივირთვი თუ არა, მაშინვე რეცეპტი ჩავიწერე. როდესაც დავბრუნდი, ვცადე გამოცხობა, მეტწილად გამომივიდა…

  მამაჩემი ყოველთვის დიდ სტიმულს მაძლევდა, რაც არ უნდა ცუდი გამომსვლოდა, სულ ამბობდა, რა კარგია, რა გემრიელიაო და მერე რომ ვეუბნებოდი – მართლა მითხარი გულწრფელად-მეთქი, მეუბნებოდა: არაუშავს, მამა, ახლა თუ არ გამოგივიდა მერე გამოგივაო და ყოველთვის მამხნევებდა ამით და მე კიდევ უფრო ამაყი ვიყავი.

ასე გაჩნდა ჯაჭვი ჩემი და კულინარიის სიყვარულისა…როდესაც დავოჯახდი, მარტო ვცხოვრობდით და კიდევ უფრო პირდაპირი კავშირი მქონდა კულინარიასთან, მივხვდი რომ ეს საქმე საერთოდ არ მღლიდა და კიდევ უფრო მიყვარდა. შემდეგ პირველად TikTok პლატფორმაზე დავიწყე ჩემი საქმიანობის ვიდეოების დადება. არ მიფიქრია, რომ ამით პოპულარული ვყოფილიყავი ან გვერდი შემექმნა, უბრალოდ, ვაზიარებდი და მერე მოვიდა ბლოგერობის იდეა. ამის შემდეგ Instagram-ზე დავიწყე აქტიურობა, შემდეგ Facebook-ზე… ,,ჰეითერები” რაღაც კითხვას რომ მისვამდნენ, მაკრიტიკებდნენ, მლანძღავდნენ, ,,შენ როგორი ბლოგერი ხარ”, ,,ეს არ იცი” ,,ამას როგორ აკეთებ, არასწორად აკეთებ”-ო, გამიჩნდა სურვილი, რომ უფრო ღრმად შემესწავლა სამზარეულო. მაგრამ ჩემი შინაგანი ხმა ყოველთვის იყო კონდიტერია და ჩემს ბლოგს, რომ გადავხედავ ხოლმე ძირითადად ტკბილეულია.

– გვიამბეთ, თქვენი ამჟამინდელი საქმიანობის შესახებ.

– ამ ეტაპზე ჩემი საქმიანობა მხოლოდ ბლოგია იმიტომ, რომ ის საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს. მართალია, ერთწუთიანი ვიდეოები შორიდან მარტივი სანახავია, მაგრამ ასე არაა. მთელი სული და გული და მთელი ჩემი ენერგია მიმართულია ჩემი ბლოგისკენ.

 ეს საქმიანობა, ფაქტობრივად, შემოსავლის წყაროა, ჩვეულებრივი სამსახურია და ჩემი მეხუთე შვილია, მიყვარს რასაც ვაკეთებ. ასევე, ჩემი შვილების აღზრდით ვარ დაკავებული, იმიტომ, რომ ამ ეტაპზე ცხოვრებამ მარტო დამტოვა, მეუღლე გარდამეცვალა. ასე მოხდა, რომ დავრჩით ჩემი შვილები და ჩემი ბლოგი.

შემდეგ კონდიტერიის კურსები გავიარე, ჯერ კიდევ ჩემი მეუღლე ცოცხალი იყო, ინტერნეტში ვნახე ახალი სასწავლებელი საქართველოს კულინარიის აკადემიის ,,არს გუსტოსი” და ჩვენ სხვა გეგმები გვქონდა, შორეული მაგრამ რეალური, სასტუმროს ტიპის გახსნა გვინდოდა და მეც რომ მქონოდა შესაბამისი განათლება და ბლოგში უფრო თავაწეული და მართალი ვიქნებოდი ჩემი გამომწერების წინაშე, ჩავაბარე ამ კულინარიის აკადემიაში, შემდეგ იყო ჩემი მეუღლის ავადმყოფობა და რიგი პრობლემები…

მიუხედავად ამისა, მაინც არ დავანებე თავი. ამის შემდეგ, აკადემიაში გამოცხადდა პროექტი, ,,TV პირველზე” გადიოდა კულინარიული შოუ ,,პირველი შეფი”. თავიდან თავს ვიკავებდი, რადგან მეუღლე ახალი გარდაცვლილი მყავდა, არ ვიცი მაინც რა ძალით, მაგრამ გავბედე და შევედი ამ პროექტში. თავიდან არ მქონდა მოგების ჟინი, მეთქი რამდენიმე ეტაპი რომ გადავლახო – ასეთი განწყობით ვიყავი და მერე მოვიდა და მოვიდა მუხტი იმისა, რომ კიდევ უფრო ჩემი დამემტკიცებინა და მეჩვენებინა. ერთი სიტყვით გადავედი ნახევარფინალში, ფინალში, გავიმარჯვე და გავხდი ,,პირველი შეფი”, ამის მერე კიდევ უფრო მომეცა სტიმული, კიდევ უფრო გადმოვერთე ჩემს ბლოგზე და აქამდე ასე მოვდივარ. ვმუშაობ აქტიურად, მაქვს კომპანიებთან მოლაპარაკებები, თანამშრომლობა და ასე შემდეგ.

ექსკლუზიური ინტერვიუ food ბლოგერ თამთა სიხარულიძე-ლიპირიდი✨️ Tata’s Culinary-სთან

– რთულია სხვადასხვა კომპანიასთან კოლაბორაცია? უმეტესად, პირველ ნაბიჯს თქვენ დგამთ თუ ისინი გიკავშირდებიან?

– ორივე შემთხვევა მაქვს ხოლმე. არიან კომპანიები, რომლებიც თვითონ მიკავშირდიებიან, ზოგს კი მეც ვუკავშირდები, ბუნებრივია. რთულია, ნამდვილად. ხაზი უნდა გავუსვა იმას, რომ საქართველოში ვიღაცას როდესაც საკუთარ თავს სთავაზობ, ცოტა დამოკიდებულას თუ შეიცვლიან, ძალიან გამეხარდება.

 არიან კომპანიები, რომლებმაც იციან ეს სტატისტიკა თუ სტანდარტები, რომ შეიძლება ინფლუენსერმა საკუთარი თავი შესთავაზოს. ზოგისთვის ეს ისეთი თემაა, რომ შენ თავს თუ მთავაზობ, ესე იგი, არ ხარ ბაზარზე აქტიური და მოთხოვნადი, ჩვეულებრივი ბიზნესია.

ბუნებრივია, ამ ყველაფერში არავინ დამხმარებია, ჩემით მოვედი აქამდე, გამომწერებით და დამოკიდებულებით ჩემს გამომწერებთან და მიყვარს, როდესაც მათ ყველაფერს ამომწურავად ვაწოდებ.

– თქვენ ახსენეთ, რომ თავიდან ბლოგზე ,,ჰეითერები” გყავდათ, ახლა თუ ხვდებით მათ და კიდევ სხვა სირთულეებს თუ აწყდებით თქვენს ბლოგზე?

– კი არის, რა თქმა უნდა. იცით, კიდევ რა მინდა აღვნიშნო?- აღმოვაჩინე, რომ როდესაც აკადემიაში ვისწავლე სარესტორნო კერძები, იქ მენტორები და ლექტორები იტალიელები, ესპანელები, ფრანგები მყავდა და მინდოდა ბლოგშიც მესწავლებინა ხალხისთვის, მაგრამ საერთოდ არ დააინტერესათ, ვის რაში უნდოდა ეს რესტორნული გაპრანჭული კერძები.

მარტივ რაღაცას რომ გავაკეთებ, იმას უფრო მეტი გამოხმაურება და ინტერესი აქვს და მივხვდი, რომ ამ მიმართულებით ჯობია წავიყვანო ბლოგი. ,,ჰეითერები” მაშინ იყვნენ და ძალიან განვიცდიდი, მინდოდა ყველასთვის პასუხი გამეცა და ამეხსნა. ახლაც არის, ახლა უარესებსაც მწერენ, მაგრამ თითქოს იმუნიტეტი გამომიმუშავდა, მინდა პასუხის გაცემა, მაგრამ გამოვიმუშავე მოთმენის ვალდებულება და არც მინდა პასუხი დავუბრუნო და მან იფიქროს, აგდებით მიპასუხაო. ორი კატეგორიაა ,,ჰეითერების”, რომელიც ცდილობს გაგაღაზიანოს და შენგან გაღიზიანებულ პასუხს ელოდება, მეორეა, ვინც ზუსტად იმ აგდებულ პასუხს ელოდება და მერე მაგაზეც წამოგაგებს. თუმცა, მესამე კატეგორიაცაა, როდესაც პასუხს არ სცემ, კიდევ თავს არ განებებს და გეუბნება – ,,არაფრად არ გვაგდებ, პასუხს არ გვიბრუნებ.” ესე შეიძლება კომენტარებში წერდნენ, მაგრამ ზოგიერთი არ ჩერდება და პირადში გადმოდის, არ ვბლოკავ, უბრალოდ, ვაიგნორებ. მართლა არ მინდა კონფლიქტი. ხშირად მიწერენ, ,,აი, რას გვასწავლი”, არავის არ ვასწავლი, უბრალოდ, რასაც ვაკეთებ, იმას ვუზიარებ და მათი გადასაწყვეტია – ამას მოამზადებენ თუ არა. საქართველოში რატომღაც ყველა კულინარია, ყველამ ყველაფერი იცის.

მე არ ვამბობ, რომ ვიღაცაზე მეტი ვიცი, ან ნაკლები ვიცი, მაგრამ რაღაცები მესმის, ბუნებრივია. ახლა უფრო თამამი ვარ, რადგან მეტი განათლება მაქვს აკადემიურად და პროფესიულად, ასევე, მაქვს შეფის და სუ-შეფის სტატუსი და ვთვლი, რომ ჩემი სტატუსი, უბრალოდ, არ მომიპოვია, შესაბამისი ცოდნა და განათლება მაქვს, რა თქმა უნდა. 

– გარდა ,,ჰეითერებისა” თქვენ გყავთ გამომწერები, რომლებიც გულწრფელად კარგი კომენტარებით გამოირჩევიან, მათ რას ეტყოდით?

– კი, ბატონო, ნამდვილად არიან ჩემი გულწრფელად კეთილისმსურველები და ჩემი მაყურებლები. ყოველდღიურად პირადში იმდენი შეტყობინება მომდის, რომ ჩემი მომზადებული რეცეპტით მოამზადა, ბუნებრივია, ყველა ჩემი საავტორო რეცეპტი ხომ არ არის, ზოგი ვიღაცისგან გადმოკეთებული, ძველი გათანამედროვებული, უცხოურიდან გადმოღებული და ნაცადი პრაქტიკაში, მართლა მახარებენ, მათ გარეშე, ფაქტობრივად, ჩემი ბლოგი ვერ იარსებებდა, მეც დიდი ხნის წინ დავყრიდი ფარ-ხმალს, ვიტყოდი, რომ არ გამომდის და ეს ჩემი საქმე არ არის.

ძალიან დიდ ძალას მაძლევენ, ყოველდღიურად უამრავ სითბოს ასხივებენ ჩემ მიმართ, ძალიან მადლიერი ვარ მათი. რომ არა ისინი, დღეს აქამდე ვერ მოვიდოდი. ზოგჯერ Facebook-ს რომ ჩავხედავ იმდენი მოწერილია, შესაძლოა ყველას ვერ დავუბრუნო პასუხი, მაგრამ ვკითხულობ და ვცდილობ პასუხი დავუბრუნო. ვისურვებდი, რომ კიდევ უფრო მეტად გააქტიურდნენ და დარწმუნებული იყვნენ, რომ ამით მე ძალიან დიდ ენერგიასა და მოტივაციას მაძლევენ, ისინი ჩემი ბლოგის განვითარებაში ძალიან დიდ როლს ასრულებენ. როგორც აღვნიშნე 4 შვილის დედა ვარ და მართლა რთულია დროის გადანაილება, თუმცა ღამეებს ვათენებ იმისთვის, რომ სრულყოფილი ვიდეო-რეცეპტი მივიტანო ჩემს გამომწერებთან.

ექსკლუზიური ინტერვიუ food ბლოგერ თამთა სიხარულიძე-ლიპირიდი✨️ Tata’s Culinary-სთან

– რამდენად რთულია კულინარიულ სფეროში თავის დამკვიდრება და რას ეტყოდით ადამიანებს, რომლებიც კულინარიისადმი ინტერესით გამოირჩევიან, თუმცა წარუმატებლობის ეშინიათ?

– რთულია ნამდვილად. წეღანაც აღვნიშნე, რომ საქართველოში რატომღაც ყველას ჰგონია, რომ კულინარია. ქართველებმა ყველამ ვიცით თითქმის კერძების მომზადება და სახლში რაღაცას ვამზადებთ. 

თუნდაც რესტორანში ან კაფეში რომ დაიწყო მუშაობა მზარეულად რთულია, უდიდესი კონკურენციაა. ასევე, ბლოგერებშიც ბევრი ვართ უკვე ,,კონკურენტები”, ეს ბრჭყალებში, რა თქმა უნდა, რადგან მე არ ვთვლი, რომ ვინმე ჩემი კონკურენტია და არც მე ვარ ვინმეს კონკურენტი, რადგან ფიზიკურად ვერ ვიქნებით ერთნაირი. თვალი რომ გადაავლოთ იდენტური არცერთი Food ბლოგერის რეცეპტი არ არის,  ყველას გარკვეული რაოდენობის სამიზნე აუდიტორია აქვს, ყველას სხვადასხვა ფორმატი აქვს, კომპანიებთან თანამშრომლის რეცეპტიც განსხვავებულია და ამიტომ ვფიქრობ, ჩემთვის კონკურენციის თემა არ არის დაბრკოლება.

იმ ადამიანებს, ვინც ჩემსავით არიან კულინარიაზე შეყვარებული და ფიქრობენ, რომ ეს საქმე პროფესიად აქციონ, ვეტყოდი, რომ ნურაფრის შეეშინდებათ, ნურც კონკურენციის, რადგან ყველა თავის ხელწერას ყოველთვის ტოვებს. იყვნენ ძალიან თავდაჯერებულები, აუცილებლად გამოუვათ. შრომას, დროს, ენერგიას და მოთმინებას ყველა პროფესია მოითხოვს, მაგრამ ეს განსაკუთრებით შრომატევადია. არ დანებდნენ, ამ საქმეში ჩადონ თავიანთი თავები და აუცილებლად მიაღწევენ წარმატებას. მე არაერთხელ მქონდა ეს სასოწარკვეთა, რომ ვერ შევძლებ, მაგრამ პრაქტიკაში მოდის ყველაფერი და ნელ-ნელა იხვეწები. მერე უკვე მიყვები ტენდენციებს და აუცილებლად გამოგვივა, არასოდეს თქვათ, რომ არაფერი არ გამოვა.

– თქვენს სამომვლო გეგმებზე რომ გვესაუბროთ…

– გულწრფელად რომ გითხრათ, ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან გამომდინარე მივხვდი, რომ მომავალი არასოდეს უნდა დაგეგმო, არც ახლო და მითუმეტეს შორეული. მაგრამ ბუნებრივია, ფიქრები და ოცნებები მაქვს ამ სფეროსთან დაკავშირებით, მაგრამ ამას ჩემთვის დავიტოვებ. თუმცა მინდა, რომ კიდევ უფრო განვავითარო ჩემი ბლოგი, მრავალფეროვანი გავხადო, უფრო ფართო აუდიტორიამ ნახოს. მივხვდი, რომ დღევანდელი დღით ჯობია ვიცხოვროთ, რადგან ხვალ არ ვიცით, რა მოგველის…

#drpkhakadze #gochadze  #shenisupra

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
10 რამ რაც უნდა იცოდეთ ბარსელონაში წასვლამდე

10 რამ რაც უნდა იცოდეთ ბარსელონაში წასვლამდე

20 October, 2024
ექოკარდიოგრაფია: გულის ულტრაბგერითი გამოკვლევა-საინფორმაციო ბუკლეტი (კარდიოლოგია)

ექოკარდიოგრაფია: გულის ულტრაბგერითი გამოკვლევა-საინფორმაციო ბუკლეტი (კარდიოლოგია)

ოქტომბერი 21, 2024
„ამბობენ, ადრე იმ ბიჭმა დაჭრა, ვინც წუხელ მოკლესო… მოკლულს ჯავშანჟილეტი ეცვა. როგორც ჩანს, ელოდებოდა ეს საფრთხეს“ – თბილისში 27 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

„ამბობენ, ადრე იმ ბიჭმა დაჭრა, ვინც წუხელ მოკლესო… მოკლულს ჯავშანჟილეტი ეცვა. როგორც ჩანს, ელოდებოდა ეს საფრთხეს“ – თბილისში 27 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

21 ოქტომბერი 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
საოცარი იდეები – ყვავილი ხის ქვეშ გაზაფხულისთვის

საოცარი იდეები – ყვავილი ხის ქვეშ გაზაფხულისთვის

ოქტომბერი 18, 2024
“საყვარელი ადამიანი ხელს რომ დაგარტყამს, უნდა წამოხვიდე, რადაც არ უნდა დაგიჯდეს” – მარიამ ნაკანი

“საყვარელი ადამიანი ხელს რომ დაგარტყამს, უნდა წამოხვიდე, რადაც არ უნდა დაგიჯდეს” – მარიამ ნაკანი

18 ოქტომბერი 2024
„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი „მზისკარი“ დაგვეხმარება ადგილობრივი ხარისხიანი პროდუქცია მივიდეს მომხმარებლამდე“

„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი „მზისკარი“ დაგვეხმარება ადგილობრივი ხარისხიანი პროდუქცია მივიდეს მომხმარებლამდე“

ოქტომბერი 18, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
ზღვისუბანში 25 ჰექტარზე გაშენებული პარკი გაიხსნა

ზღვისუბანში 25 ჰექტარზე გაშენებული პარკი გაიხსნა

ოქტომბერი 20, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები