შენი სუფრაშენი სუფრაშენი სუფრა
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
Search
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
კითხვა: საკუთარი ხელით განხორციელებული რემონტი და ინტერიერის დიზაინი – დაჩი აბსანძის გამოცდილება
გაზიარება
შეტყობინება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი სუფრაშენი სუფრა
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
Search
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
გაქვთ არსებული ანგარიში? შესვლა
გამოგვყევით
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
სამზარეულოს აქსესუარებისიახლეები

საკუთარი ხელით განხორციელებული რემონტი და ინტერიერის დიზაინი – დაჩი აბსანძის გამოცდილება

საკუთარი ხელით განხორციელებული რემონტი და ინტერიერის დიზაინი – დაჩი აბსანძის გამოცდილება
ანა ჭელიძე
ავტორი
ანა ჭელიძე
გამოქვეყნებული: ოქტომბერი 10, 2025
გაზიარება
გაზიარება

რემონტის საკუთარი ხელით გაკეთება და ინტერიერის დიზაინის შექმნა პროფესიონალის დახმარების გარეშე ძალიან რთული, თითქმის შეუძლებელი ამოცანაა. რენოვაციის გამოცდილების მქონე ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა გირჩევთ, რომ აიყვანოთ ხელოსნები და დიზაინერები, რომლებიც თქვენი ბინის კეთილმოწყობაში დაგეხმარებიან, თუმცა არსებობენ ისეთი ენთუზიასტები, რომლებიც ამ პროცესს თავად, ყოველგვარი დახმარების გარეშე უძღვებიან. სწორედ ასეთია დაჩი აბსანძე, რომელმაც თავისი ბინის ინტერიერის ყოველი დეტალი, რემონტის ჩათვლით, თავად შექმნა. homeis.ge გთავაზობთ ინტერვიუს მასთან:

-გვიამბეთ იმ პირველ ნაბიჯებზე, რომლებიც ბინის რენოვაციისას გადადგით – საიდან დაიწყო ყველაფერი?

– მას შემდეგ, რაც გადავწყვიტეთ ახალ სახლში გადასვლა, მაშინვე დავიწყე მასალების მოძიება და შეძენა, რადგან ჩაფიქრებული მქონდა, რომ ინტერიერის დიზაინი მეორადი მასალებით შემესრულებინა. ასეთი მასალებია ინდუსტრიული შუშის ბლოკი, ნაშალი აგური და ხის მასალები, რომელთა მოძიებას დრო სჭირდებოდა. ამის შემდეგ  უშუალოდ სარემონტო სამუშაოებზე გადავედი.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, თქვენ თავად განახორციელეთ სარემონტო სამუშაოები საკუთარ ბინაში. როგორ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება? 

- Advertisement -
Brand logo: maroon rounded-square emblem with stylized stacked glyphs on the left, followed by bold Georgian script text on the right.Brand logo: maroon rounded-square emblem with stylized stacked glyphs on the left, followed by bold Georgian script text on the right.

– იქიდან გამომდინარე, რომ ინტერიერის დიზაინთან დაკავშირებით საკუთარი ხედვების, განწყობებისა და წარმოდგენების გაზიარება ხელოსნებისთვის არც თუ ისე მარტივია და რიგ შემთხვევებში, ხელოსნებისგან იმედგაცრუებულიც დავრჩენილვარ, გადავწყვიტე, მათთვის თანხის გადახდის ნაცვლად ამ ღირებულების შესაბამისი პროფესიონალური ინსტრუმენტები შემეძინა და ყველაფერი საკუთარი ხელით, დამოუკიდებლად მეკეთებინა. ამავდროულად, არც დიზაინერის დაქირავებაა იაფი სიამოვნება. მითუმეტეს, ამ საქმეში საკუთარი უნარ-ჩვევები და ზოგადი გამოცდილებაც მიწყობდა ხელს. სარემონტო სამუშაოების პერიოდში ბევრ ისეთ საქმეს წავაწყდი, რისი ცოდნაც არ მქონდა, თუმცა არც ეს გამხდარა პრობლემა და კონკრეტული საკითხების თაობაზე საჭირო ინფორმაციას ინტერნეტის საშუალებით ვიძიებდი.

– თქვენ არ გაქვთ პროფესიონალური განათლება ინტერიერის დიზაინის კუთხით. როგორ მიიღეთ ცოდნა და ინფორმაცია ამ დარგში, რომელიც თქვენი ბინის საკუთარი ხელით განახლებისას ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა?

-დიახ, პროფესიონალური განათლება არ მაქვს ამ სფეროში, მაგრამ ყოველთვის მაინტერესებდა  და არაფორმალური გზებით (ინტერნეტის საშუალებით) ვცდილობდი ინფორმაციის მოძიებას. გარდა ამისა, პროფესიით კერამიკოსი გახლავართ (ასევე, არაფორმალურად მიღებული განათლებით) და ამ სფეროში მუშაობისას ძალაუნებურად ბევრ სხვა ხელსაქმესაც სწავლობ, როგორებიცაა, მაგალითად, ელექტრო სისტემები, ხესთან/ქვასთან მუშაობა და ა.შ. ასევე, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, უკვე გამომუშავებული მქონდა ის სხვა უნარ-ჩვევები, რომლებიც დიზაინის შექმნაში დამეხმარა, მაგალითად, ფერთა პალიტრის აღქმა/შეხამება, კომპოზიციის განაწილება, ხელოვნური განათების სწორად დაგეგმვა და განაწილება, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ინტერიერის დიზაინში. აქედან გამომდინარე, რენოვაცია საერთოდ არ გამჭირვებია.

READ  როგორ შევინახოთ სურსათი სწორად და უსაფრთხოდ

-გვიამბეთ თქვენს სახლზე. როგორი იყო ის განახლებამდე, რა მთავარ გამოწვევებს წააწყდით მისი რენოვაციისას?

– სახლი შავი კარკასის მდგომარეობაში შევიძინე. შემდგომ მასში არსებული ყველა კედელი მოვხსენი, რადგან პირვანდელი განლაგებით ოთახები ძალიან ჩაბნელებული იყო.

- Advertisement -
Blue background with a white rounded-square logo containing mirrored letters, and Georgian text below.Blue background with a white rounded-square logo containing mirrored letters, and Georgian text below.

ბინას მხოლოდ ერთი ფანჯარა აქვს, ამიტომ ნახაზის შედგენისას ოთახების წყობა დავგეგმე ისე, რომ ერთი ფანჯრიდან შემოსული ბუნებრივი განათება მთელ სახლში განაწილებულიყო. ორი მთავარი გამოწვევის წინაშე დავდექი. პირველი იყო არასაკმარისი განათება, რაც შემდეგნაირად გადავწყვიტე – საძინებელსა და ძირითად ოთახს შორის შუშის ტიხარი გავაკეთე, რადგან მხოლოდ საძინებელში მაქვს ფანჯარა, ძირითად ოთახში კი ბეტონის ერთი კედელი მთლიანად შუქამრეკლი მეტალის ეფექტის საღებავით შევღებე, რათა შემოსული განათება ოთახში გადანაწილებულიყო. მეორე გამოწვევა ფართის სიმცირეს უკავშირდებოდა, რომელთან გასამკლავებლადაც ტიხრებად გამოვიყენე რიგ შემთხვევაში კარადები სათავსოებისთვის და რიგ შემთხვევაში თაროები წიგნებისთვის…

წყარო

  • #gochadze #drpkhakadze #sheniambebi #sheniinterieri

იხილეთ ასევე

  • “ყოველ წელს ამ ფერებში ჩემი გურული ბიჭების სიხარული მაქვს თვალწინ და ამ სიფერადეს არასდროს შევცვლი!” – food ბლოგერი Tatiana’s Kitchen
  • როგორ გამოვიყენოთ ვაზელინი საყოფაცხოვრებო საქმიანობაში
  • გახადეთ ხილი და ბოსტნეული თქვენი ყოველდღიური რაციონის შემადგენელი ნაწილი
  • დაფნის ფოთოლი -მისი უნიკალური თვისებები

შენი ქსელი: შენი ექიმი · შენი ამბები

როგორია წითელი კვერცხების შეღებვის ხალხური მეთოდები?
როგორ მოვხარშოთ კვერცხი თოხლოდ: შეფ-მზარეულის საიდუმლოებები
როგორ შევინახოთ ფქვილი, რომ არ
„შენი ექიმი“ – საზოგადოებრივი ჯანდაცვის მედია
Მითები ხაჭოს ნამცხვრის შესახებ
TAGGED:ექსკლუზივიინტერვიურჩევებისამზარეულო
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ელფოსტა ბეჭდვა
ავტორიანა ჭელიძე
ჟურნალისტი — ღვინო, სასმელები და სამზარეულოს დიზაინი. წერს ქართულ ღვინოზე, ყავასა და ჩაიზე, სამზარეულოს ხელსაწყოებსა და აქსესუარებზე.
წინა სტატია უგემრიელესი რულეტები ლავაშისგან. შესანიშნავია ნებისმიერ დროს. ჭამაც და მომზადებაც ერთნაირ სიამოვნებას მოგანიჭებთ. უგემრიელესი რულეტები ლავაშისგან. შესანიშნავია ნებისმიერ დროს. ჭამაც და მომზადებაც ერთნაირ სიამოვნებას მოგანიჭებთ.
შემდეგი სტატია ბოსტნეულის რაგუ – ძალიან მარტივი, მაგრამ საოცრად გემრიელი! ბოსტნეულის რაგუ – ძალიან მარტივი, მაგრამ საოცრად გემრიელი!
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ქართული სამზარეულო
  • ქართული ღვინო
  • კახეთი — ღვინის მხარე
  • ფესტივალები
shenidasveneba.ge →
შენი სუფრაშენი სუფრა
გამოგვყევით
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?