ორშაბათი, ნოემბერი 25, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგი"კულინარიული ნიჭი დედისგან გამომყვა..." - ინტერვიუ ბლოგ My Tiny World -ის შემქმნელთან

“კულინარიული ნიჭი დედისგან გამომყვა…” – ინტერვიუ ბლოგ My Tiny World -ის შემქმნელთან

sheniemigranti.ge გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს სოციალურ ქსელში ცნობილი ბლოგის My Tiny World შემქმნელთან… მარია (მერი) ჭიჭიაშვილი-სიყმაშვილი 25 წელია, ესპანეთში ცხოვრობს და ხელოვნების საოცარ მინიატურულ ნამუშევრებს ქმნის, რომლის რეალობისგან გარჩევა გაგიჭირდებათ…

"კულინარიული ნიჭი დედისგან გამომყვა..." - ინტერვიუ ბლოგ My Tiny World -ის შემქმნელთან

გვიამბეთ თქვენი ემიგრანტული ისტორია – როდის და რატომ გადაწყვიტეთ ესპანეთში საცხოვრებლად წასვლა?

– თითქმის 25 წელია, წამოსული ვარ საქართველოდან. ყოველთვის მომწონდა ესპანური კულტურა, ენა და გადავწყვიტე, წავსულიყავი ესპანეთში… ჩამოვედი სასწავლო პროგრამით და აქამდე შემოვრჩი. შევქმენი ოჯახი და  მყავს ერთი შვილი.

"კულინარიული ნიჭი დედისგან გამომყვა..." - ინტერვიუ ბლოგ My Tiny World -ის შემქმნელთან

გვიამბეთ თქვენი შემოქმედების შესახებ… საოცარ მინიატურებს ქმნით – რომელ ტექნიკას იყენებთ, თიხით მუშაობთ? ასევე გვიამბეთ, როდის გაგიჩნდათ ამ საოცრებების კეთების იდეა?

– მინიატურების შექმნა 4 წლის წინ დავიწყე, მანამდე ვიყავი დაინტერესებული ფოტოგრაფიით და კულინარიით, კულინარიის მხრივ საკმაოდ კარგი წარმატებები მქონდა… იმ მომენტისათვის ვმუშაობდი ინგლისის ტოპ 20-ში შესულ მიშლენის ვარსკვლავის მფლობელ ერთ ერთ  რესტორანში  და “ჰოლიდეი ინის” მთავარ კონდიტერად. მაგრამ დედის უეცარმა გარდაცვალებამ რადიკალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება. ყველაფრის დატოვება მომიწია. დიდი დეპრესიის შემდეგ, რაც ჩემთვისც უეცარი მოვლენა იყო, დავიწყე მინიატურების კეთება. ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ასეთი პატარა, მილიმეტრიანი ნივთების კეთება დამამშვიდებდა.

"კულინარიული ნიჭი დედისგან გამომყვა..." - ინტერვიუ ბლოგ My Tiny World -ის შემქმნელთან

ეს ყველაფერი რომ მეკეთებინა, იმდენად მინდოდა, რომ მეგონა, თვალებს თუ დავხუჭავდი, თითები თავისით იმუშავებდნენ. ზოგჯერ ისე ვერთვებოდი მუშაობის პროცესში, რომ ჭამაც მავიწყდებოდა, დილის 7 საათიდან ზოგჯერ ღამის 11-12 სათამდეც ვმუშაობდი, სულ მინდოდა რაღაც მეკეთებინა… ამას ისიც დაემატა, რომ რასაც ვაზიარებდი ჩემს სოც ქსელში, მეგობრები არ დუტოვებია გულგრილი. მოჰყვა ბევრი მოწონება, გაზიარება, საოცრად თბილი სიტყვები და გულის ამაჩუყებელი წერილები,  რაც იმჟამინდელ მდგომარეობაში ჩემთვის დიდი დახმარება და გვერდში დგომა  იყო. მადლობა მათ ამისთვის!

"კულინარიული ნიჭი დედისგან გამომყვა..." - ინტერვიუ ბლოგ My Tiny World -ის შემქმნელთან

თავიდან, როგორც კონდიტერს, სახლში სხვა მასალა არც მქონდა და დავიწყე ცომითა და შაქრის მასით გაკეთება მინიატირების. შემდეგ  გადავედი სინთეთიკურ თიხაზე, ამ მომენტისათვის ჩემს პატარა სახელოსნოში ნახავთ თითქმის ყველანაირ მასალას – გააჩნია, რა მინდა გავაკეთო და როგორი ეფექტი მინდა, მივიღო. მანამდე მინიატურებთან არანაირი შეხება არ მქონია, მამა მხატვარი მოქანდაკე მყავს და მაინც, როგორც ამბობენ გენში გადადისო.

მამა სხვადასხვა ავტორთან მუშაობდა… მთავარი ჩამომსხმელი იყო და საქართველოში უმრავლესობა ძეგლების მის მიერ არის შესრულებული… მაგალითად: ბერიკაობა, ქართლის დედა, დავით სარაჯიშვილი, ეგნატე ნინოშვილი, ელენე ახვლედიანი, ვაჟა ფშაველა… აკაკი, ილია… ქუთაისში დავით აღმაშენებელი, ფოთში ცოტნე დადიანი.. უამრავი სხვა კიდევ..

"კულინარიული ნიჭი დედისგან გამომყვა..." - ინტერვიუ ბლოგ My Tiny World -ის შემქმნელთან"კულინარიული ნიჭი დედისგან გამომყვა..." - ინტერვიუ ბლოგ My Tiny World -ის შემქმნელთან

სრულად წაიკითხეთ აქ.

 

#drpkhakadze #gochadze  #shenisupra

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
16 საუკეთესო აქტივობა მალიორკაზე, ესპანეთში

16 საუკეთესო აქტივობა მალიორკაზე, ესპანეთში

23 November, 2024
კვალიფიცური კონსულტაცია რაბიოლოგისგან ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფო “ქსენონში”

კვალიფიცური კონსულტაცია რაბიოლოგისგან ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფო “ქსენონში”

ნოემბერი 25, 2024
დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება

დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება

22 ნოემბერი 2024
როგორ შევქმნათ საახალწლო გარემო ჩვენს ოჯახში

როგორ შევქმნათ საახალწლო გარემო ჩვენს ოჯახში

ნოემბერი 25, 2024
როცა ღორი უხალისოდ ჭამს – რას უნდა მიაქციოთ ყურადღება

როცა ღორი უხალისოდ ჭამს – რას უნდა მიაქციოთ ყურადღება

ნოემბერი 22, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
მიცუ ციხე-სოფელი – ის ხევსურეთის საიმედო მცველი იყო

მიცუ ციხე-სოფელი – ის ხევსურეთის საიმედო მცველი იყო

ნოემბერი 22, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
რა ჩავიცვათ ახალი წლის ყველაზე ჯადოსნურ ღამეს

რა ჩავიცვათ ახალი წლის ყველაზე ჯადოსნურ ღამეს

ნოემბერი 24, 2024
პიზის კოშკის საიდუმლო: როგორ ინარჩუნებს დახრილობას საუკუნეების განმავლობაში?

პიზის კოშკის საიდუმლო: როგორ ინარჩუნებს დახრილობას საუკუნეების განმავლობაში?

25 ნოემბერი 2024
ანრი ჯოხაძის კონცერტი 12 დეკემბერს ფილარმონიაში გაიმართება

ანრი ჯოხაძის კონცერტი 12 დეკემბერს ფილარმონიაში გაიმართება

ნოემბერი 25, 2024
რაჯდება ტექნოლოგიური გიგანტების CEO-ების დაცვა

რაჯდება ტექნოლოგიური გიგანტების CEO-ების დაცვა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები