თბილი სალათი რუკოლათი და ხორცით გემრიელი ვახშმისთვის კარგი იდეაა. რუკოლა შეგიძლიათ შეცვალოთ სალათის ფოთლებით, ხოლო ჩერი პომიდორი – ჩვეულებრივით. სასურველია, საქონლის ხორცი დიდხანს არ შეწვათ, რომ არ გამაგრდეს. ამ ინგრედიენტებით 2 ულუფა მომზადდება.
ინგრედიენტები:
- საქონლის ხორცი 100გრ;
- რუკოლა 50გრ;
- ჩერი პომიდორი 70გრ;
- ზეთი 1ს/კ;
- სოიოს სოუსი 1ს/კ;
- ნიორი 1კბილი.
- სეზამის მარცვლები 1ჩ/კ
- მარილი გემოვნებით
- შავი დაფქული პილპილი გემოვნებით
- კრემ-ბალზამიკო გემოვნებით
მომზადების მეთოდი:
გავრეცხოთ რუკოლა, დავფერთხოთ და ქაღალდის ხელსახოცზე დავაწყოთ. გარეცხილი ჩერი შევამშრალოთ. გახურებულ ტაფაში ჩავასხათ ზეთი, დავაწყოთ გარეცხილი, მოგრძოდ დაჭრილი საქონლის ხორცი. შევწვათ 1 წთ, დავაყაროთ მარილი, პილპილი, დანაყული ნიორი, დავასხათ სოიოს სოუსი და 1-2 წთ შევწვათ ხორცი. გადმოვდგათ ტაფა. განიერ სასალათეში დავაწყოთ რუკოლა, დავამატოთ ოთხად დაჭრილი ჩერი პომიდვრები, ზემოდან დავაწყოთ შემწვარი ხორცი და მოვასხათ ტაფაში დარჩენილი სოუსი. ბოლოს, მოვაყაროთ სეზამი, მოვასხათ კრემ-ბალზამიკო და გავიტანოთ სუფრაზე.
გემრიელად მიირთვით!
#drpkhakadze #gochadze #shenisupra
მასალის გამოყენების პირობები