სამშაბათი, აპრილი 1, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგი"ჭამის დროს ვივიწყებ ყველა სხვა საქმეს" - 《ლუკმის მოსმენა》- მინიატურა ნინო თარხნიშვილისგან...

“ჭამის დროს ვივიწყებ ყველა სხვა საქმეს” – 《ლუკმის მოსმენა》- მინიატურა ნინო თარხნიშვილისგან 🌸

გთავაზობთ ჟურნალისტ ნინო თარხნიშვილის მინიატურას, რომლის ოთხივე წიგნი პრემია “საბას” ფინალისტი გახდა… 

《ლუკმის მოსმენა》

ყველა ლუკმა, რომელიც ჩემს ყბაში ხვდება, მელაპარაკება.
და მე მათ ვუსმენ.
ვუსმენ ყველა ბგერას. ყველა არომატს. ყველა გემოს.
ჭამის დროს ვივიწყებ ყველა სხვა საქმეს, ტელეფონზე ლაპარაკს, კითხვას, წერას თუ კიდევ სხვა რამეს
და მთელი ყურადღება, თვალები, ყურები, პირი, ცხვირი, მხოლოდ თეფშზე დასვენებულ საკვებს აკვდება.
მენანება ყველა წამი, რომელსაც ლუკმის მოსმენას ვაკლებ.
და ქვეყანაც რომ დამექცეს თავზე, როცა ვჭამ, ვარ ყრუ, ბრმა და ხეიბარი, ყველა სხვა ამბისთვის.
მაგალითად, თუკი ვჭამ ტოლმას, სასით შევიგრძნობ მოხარშული კომბოსტოს თითოეულ ძარღვს, რომელსაც გრილი არაჟანი სიმჟავეს ჰმატებს.
თუკი ვძიძგნი წითელ ორაგულს, ნედლად შებოლილს, შორიდან მომდის ზღვის ხმაური, მის ნაპირზე დანთებული ცეცხლის ტკაცუნი, შემოდგომის გრილი საღამო.
როცა მოვიჭრი შოკოლადის კექსს, ერთ მსუყე ნაჭერს,
აშრიალდება დასავლეთში ოქროს ლიმონი და მე მის ტანზე თვალს გავკრავ ფრთიან ჭიანჭველას ზურგზე ქიშმიშით.
თუ გამიმართლა და საჭმელად მაქვს დედაჩემის ჩამოწნული ყველის ხინკალი,
შორით მომბღავის ბებიაჩემის ძროხა ღებილა.
ყველა ლუკმა, რომელიც კი ჩემს თეფშზე ხვდება, ნეტა იცოდეთ, რას აღარ ყვება.
ასე მგონია, სულ ცოტა წინ ვისწავლე ჭამა.
და თუკი ადრე ვჭამდი ძღომაზე,
დღეს ყველა ლუკმა მოსასმენია.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
READ  ფერისცვალება
მსგავსი სიახლეები
საუკეთესო დრო მონტენეგროში სამოგზაუროდ

საუკეთესო დრო მონტენეგროში სამოგზაუროდ

31 March, 2025
ტყვია, როგორც გლობალური პრობლემა

ტყვია, როგორც გლობალური პრობლემა

მარტი 31, 2025
რამდენ ლარად იყიდით ხვალ დოლარს და ევროს

რამდენ ლარად იყიდით ხვალ დოლარს და ევროს

31 მარტი 2025
სწორი პოზიცია ლეპტოპთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

სწორი პოზიცია ლეპტოპთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

მარტი 31, 2025
რა ცვლილებები ამოქმედდება პირველი აპრილიდან?

რა ცვლილებები ამოქმედდება პირველი აპრილიდან?

მარტი 31, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
ფიტარეთის მონასტერი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის ღრმა ხეობაში, ულამაზესი ფოთლოვანი ტყეებით გარემოცულ ადგილას მდებარეობს

ფიტარეთის მონასტერი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის ღრმა ხეობაში, ულამაზესი ფოთლოვანი ტყეებით გარემოცულ ადგილას მდებარეობს

მარტი 31, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
რუსკა მაყაშვილის ახალი სახლი და ახალი ცხოვრება

რუსკა მაყაშვილის ახალი სახლი და ახალი ცხოვრება

მარტი 31, 2025
ტურუსტული ადგილები სიდნეიში, რომლებიც იქ ყოფნისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ

ტურუსტული ადგილები სიდნეიში, რომლებიც იქ ყოფნისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ

31 მარტი 2025
ისნის რაიონში, თეოფანე დავითაიას ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

ისნის რაიონში, თეოფანე დავითაიას ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

მარტი 31, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები