ოთხშაბათი, ივნისი 18, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიკერძებიაბა, ვის გიყვართ მეგრული კერძები?

აბა, ვის გიყვართ მეგრული კერძები?

თუ გაინტერესებთ, რაში იმალება მეგრული კერძების საიდუმლო,  ეს სტატია სწორედ თქვენთვისაა. თუ სამეგრელოში ერთხელ მაინც ყოფლხართ და რომელიმე მეგრული კერძი გაგისინჯავთ,ალბათ ყველა დამეთანხმებით, რომ თქვენზე დიდ შთაბეჭდილებას დატოვებდა და მისი დაგემოვნების სურვილი მეორედ აუცილებლად გაგიჩნდებოდათ. 

ქართულ სტუმართმოყვარეობასთან ერთად ქართული სამზარეულო ის დიდი სიმდიდრეა, რომელიც ჩვენს ქვეყანას გამორჩეულს და განსხვავებულს ხდის. საქართველოს არა მხოლოდ მრავალფეროვანი და მრავალგვარი სამზარეულო აქვს, არამედ  თითოეულ კუთხე მისთვის დამახასიათებელი და განსაკუთრებული კერძებითა თუ შეჭამანდებით გამოირჩევა.

მეგრული სამზარეულო შეიძლება საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და გავრცელებულ სამზარეულოდ ჩავთვალოთ.

   მეგრული სამზარეულოს ძირითადი და სახასიათო კერძების ჩამონათვალი ასეთია:

ღომი, სულგუნი, სულგუნის ფრფიტები ნადუღით, ელარჯი, გებჟალია, მეგრული აჯიკა, კუპატი, ასევე მეგრული ხაჭაპური, საცივი, ხარჩო, ჭადი და მრავალი სხვ.

ცხადია,მეგრული კერძების სია მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. ეს მხოლოდ და მხოლომეგრელების საამაყო კერძებია. ზოგადად, მეგრული კერძები თავისი სიცხარით გამოირჩევა.სამეგრელოსთვის კი ყველაზე დამახასიათებელია მეგრული აჯიკა. აჯიკა არის წიწაკისა და სანელებლებისგან დამზადებული სოუსი. იგი ორი სახეობისაა:მწვანე და წითელი.

 სამეგრელოში ჩასვლა მოლოდ იმ სიამოვნეებისთვის ღირს, რომელიც შეიძლება მეგრული კერძების დაგემოვნებამ მოგანიჭოთ.

არა მხოლოდ სამეგრელოში,არამედ საქართველოს ნებისმიერ კუთხეში შეიძლება შეხვდეთ ისეთ ოჯახებს, რომელთა სუფრაზეც მეგრული კერძებიცმრავლადაა.

წყარო

author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
READ  ინოვაციური IVF პროცედურა - დაიბადნენ პირველი ბავშვები სამი მშობლის დნმ-ით
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები