შენი სუფრაშენი სუფრაშენი სუფრა
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
Search
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
კითხვა: არჩილ გამზარდიას თიანეთის ზღაპრულ ბაღზე გიამბობთ
გაზიარება
შეტყობინება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი სუფრაშენი სუფრა
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
Search
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
გაქვთ არსებული ანგარიში? შესვლა
გამოგვყევით
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
სიახლეებისხვა-ამბებიქართული სამზარეულო

არჩილ გამზარდიას თიანეთის ზღაპრულ ბაღზე გიამბობთ

არჩილ გამზარდიას თიანეთის ზღაპრულ ბაღზე გიამბობთ
თაკო ფრიცხელაური
ავტორი
თაკო ფრიცხელაური
გამოქვეყნებული: აგვისტო 11, 2026
გაზიარება
გაზიარება

„შენისუფრა“ ანალიტიკოს არჩილ გამზარდიას დაუკავშირდა და თავის პატარა თიანეთურ მეურნეობასა და სოფელში ცხოვრების უპირატესობა-ნაკლოვანებებზე ესაუბრა:

– ბატონო არჩილ, როგორც ვიცით, დროის დიდ ნაწილს თიანეთში ატარებთ. მოგვიყევით როგორია ცხოვრება სოფლად?

Contents
  • „შენისუფრა“ ანალიტიკოს არჩილ გამზარდიას დაუკავშირდა და თავის პატარა თიანეთურ მეურნეობასა და სოფელში ცხოვრების უპირატესობა-ნაკლოვანებებზე ესაუბრა:
    • იხილეთ ასევე

– ნამდვილად, ამჟამად უფრო მეტ დროს სოფელში ვატარებ. სახლი დაახლოებით 15 წლის წინ შევიძინე. ეს არის ჩემი დედულეთის მხარე და თიანეთში ვარ უფრო გაზრდილი. მამის მხრიდან სოფელი არ მქონდა. ბებია და ბაბუაც თბილისელები იყვნენ. ამიტომ  ძირითადად თიანეთში დავდიოდი და ასე ჩამომიყალიბდა ამ მხარის მიმართ სიყვარული. შემდეგ დავოჯახდი და დავიწყე იმაზე ფიქრი, რომ ჩემი შვილებისთვის პატარა ნავსაყუდელი მქონოდა. ბოლოს გადავწყვიტე და ჩავდგი პატარა ასაწყობი ტიპის ქოხი და ამასობაში უკვე  სოფლის მეურნებითაც დავინტერესდი, რომელთანაც მანამდე არასდროს მქონია შეხება.

არჩილ გამზარდია თიანეთის ბაღში

– ამაზე გკითხავთ. რა სახის ბოსტნეული მოგყავთ თქვენს ბაღში?

- Advertisement -
Brand logo: maroon rounded-square emblem with stylized stacked glyphs on the left, followed by bold Georgian script text on the right.Brand logo: maroon rounded-square emblem with stylized stacked glyphs on the left, followed by bold Georgian script text on the right.

– ამ ეტაპზე მომყავს, პრაქტიკულად, ყველაფერი, რაც შეიძლება რომ მოიყვანო. მაგალითად, კარტოფილი.  წლის განმავლობაში მთელი ოჯახი საკუთარი ხელით მოყვანილ კარტოფილს მივირთმევთ. აქ მთავარი ფაქტორი ის არის, რომ ყველაფერი მომყავს ნატურალური. მოგვყვავს ლობიო, რომელსაც ვინახავთ და ზამთარში ვკმაზავთ ხოლმე. პომიდორი, რომლისგანაც კეთჩუბებს ვამზადებთ, ყაბაყი, სიმინდი, რომელიც შემოდგომაზე მოდის და ჭყინტს ვხარშავთ ხოლმე. მოგვყვავს ხეხილიც, რომელიც კიდევ სხვა რამეა, საერთოდ განსხვავდება ერთმანეთისგან მეხილეობა და მებოსტნეობა. მაქვს ჟოლო, მოცხარი, წიწაკა…

ბოსტნეული თიანეთის მეურნეობაში სოფლის ბაღის ნატურალური ხილი და ბოსტნეული

– გასაგებია. ზოგადად როგორ ფიქრობთ, რა უპირატესობები აქვს სოფლად ცხოვრებას ქალაქთან შედარებით?

– სოფლად ცხოვრება რთულია. მინახავს, როგორ დგებიან დილის 5 საათზე ადამიანები, რომ საქონელს მიხედონ. მიმაჩნია, რომ ეს ძალიან რთული პროცესია, მითუმეტეს, რომ დღეს საქართველოში კეთილმოწყობილი სოფლები არ არის, მაგალითისთვის შეიძლება აშენდეს უფრო კაპიტალური შენობები, სადაც ხალხი საქონელს დააბინავებს, მაგრამ, სამწუხაროდ, ამის რესურსები სოფლებში არ არის.  მაგალითად, შეიძლებოდა გამეჭირვებინა და მეყიდა მინი ტრაქტორი… მე ყველაფერს, პრაქტიკულად, ხელით ვაკეთებ, რადგან ხშირად მიწევს თბილისში სიარული და არ მაქვს  იმედი, რომ იმ ტრაქტორს არ მოიპარავენ. მაგრამ მეორე მხრივ, თუ დაინტერესდები და აზარტში შეხვალ, მაშინ როცა ადამიანი სულ სტრესის გარემოშია…

READ  რეცეპტების შესახებ მითები — ქართული სამზარეულოს ჭეშმარიტება

-დიახ, ალბათ, ქალაქის დამღლელი გარემოდან თავის დაღწევას ცდილობთ და სულ სხვა რიტმში გადადიხართ…

- Advertisement -
Blue background with a white rounded-square logo containing mirrored letters, and Georgian text below.Blue background with a white rounded-square logo containing mirrored letters, and Georgian text below.

-დიახ, მაგალითისთვის, სოფელში შეგვიძლია უფრო აქტიურად ვიმოძრავოთ, რაც ჯანმრთელობაზე კარგად აისახება. სუფთა ჰაერიც, თავისთავად…. აქაური ხილ-ბოსტნეულიც სულ სხვა გემოსია. ვერ შეედრება ნაყიდი პროდუქტები მოყვანილს, არამარტო ემოციური თვალსაზრისით.

-გემოც ბევრად უკეთესი აქვს, ალბათ.

დიახ ასეა,  ამას გარდა, ფსიქოლოგიური სიმშვიდის სივრცეა. როცა აქ ჩამოვდივარ, რაღაც სამკურნალო ფუნქციას ასრულებს ჩემთვის აქაურობა, როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური კუთხით. ხანდახან ვხუმრობ ხოლმე, რომ ნახატში ვცხოვრობ.

-მომავალში ხომ არ ფიქრობთ მთლიანად ოჯახით თიანეთში გადასვლას საცხოვრებლად?

-ამჟამად ჩემი სახლი ბოლომდე კაპიტალურად მოწყობილი არ არის, თუმცა ზაფხულში მთელი ოჯახი თითქმის სულ აქ ვართ. მაგრამ ჩემი შემთხვევა გამონაკლისი იმ მხრივაც არის, რომ თბილისთან ძალიან ახლოსაა ჩემი სოფელი. ამიტომ ძირფესვიანად გადასვლა არც არის საჭირო. შედარებით ადვილია იქ ხშირად სიარული.

– საინტერესოა, ხომ არ გაქვთ რაიმე საფირმო კერძები, რომლითაც თქვენთან სტუმრად მოსულ მეგობრებს უმასპინძლდებით?

– ძირითადად ბოსტნეულის კერძები, მათ შორის მხალეული, რომელიც ეზოში მოდის.

– დიახ, ჭინჭრის მომზადების თქვენეული რეცეპტი უკვე გამოვაქვეყნეთ…

– დიახ, ქართულ კერძებს ვამზადებ, მაგალითად, ბაბუაწვერას ღეროების მხალს და სხვა ბევრნირი ტიპის მხალეულობას.

– ანუ ძირითადად ჯანსაღ საკვებს.

– კი, უხორცო ჩანახი მაგალითისთვის, ზოგჯერ ხორციანიც. სხვათაშორის მეგრული თხილის რამდენიმე ოჯახი გავაშენე. ეს ძალიან საინტერესო პროცესია. ვხუმრობ ხოლმე, რომ მხატვრობას ჰგავს მეთქი. საერთოდ ძალიან სასიამოვნოა, რომ შენს მოყვანილ პროდუქტებს მეგობრებსაც უზიარებ.

-რომ შევაჯამოთ, სოფელში ცხოვრება უმეტესწილად სასიამოვნოა?

– ცალსახად, რომ შემეძლოს, კიდევ უფრო მეტ დროს გავატარებდი აქ და მეტსაც გეტყვით, მე თბილისის ბინიდან ამოვეწერე და აქ ჩავეწერე. ანუ სრულფასოვანი თიანეთელი ვარ. აქ კიდევ უფრო სასიამოვნო და ადვილია მუშაობაც, მაგალითისთვის, მე ჩემი დისერტაცია სოფელში დავწერე. აქ შთაგონებიდან დაწყებული სიმშვიდით დამთავრებული ყველა პირობა მქონდა. ვხუმრობდი კიდეც, როდესაც გადაცემა მიმყავდა, სტუდია აქ რომ გადმოვიტანო, კიდევ უფრო უკეთესი იქნებოდა მეთქი. ამიტომ მიმაჩნია, რომ სოფლად ცხოვრება ყველა თვალსაზრისით უკეთესია.

READ  ჟოლოს სასარგებლო თვისებები

თიანეთის სოფლის ლანდშაფტი და ბაღი

 

ავტორი: გიორგი პაპუაშვილი

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით

ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

იხილეთ ასევე

  • როგორ უნდა ვიკვებოთ ზაფხულში
  • როგორ გავზარდოთ სატაცურის მიღება ყოველდღიურ რაციონში
  • რატომ უნდა მივირთვათ კვერცხი საუზმეზე
  • რა დანიშნულება აქვს ნახშირწყლებს ჩვენი ორგანიზმისთვის
FacebookTwitter

შენი ქსელი: შენი ექიმი · შენი ამბები

რომელია ხახვის ძირითადი იმპორტიორი ქვეყნები საქართველოსთვის
რატომ არ უნდა ვაჭამოთ ბავშვებს ე.წ. “ხლოპიები”
ცნობილი “ფუდ ბლოგერი” IFIF ANA “შენისუფრის” მკითხველს საუცხოო პასკის რეცეპტს უზიარებს
რამდენი ტონა ყურძენი გადამუშავდა კახეთში?
მოვამზადოთ ტრადიციული გოზინაყი ახალი წლის სუფრისთვის
TAGGED:ბოსტნეულიბუნებრივი პროდუქტებიინტერვიუქართული სამზარეულოჯანსაღი კვება
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ელფოსტა ბეჭდვა
ავტორითაკო ფრიცხელაური
ჟურნალისტი — რეცეპტები და ქართული სამზარეულო. წერს ტრადიციულ და თანამედროვე კერძებზე, სუფრის კულტურასა და სეზონურ პროდუქტებზე.
წინა სტატია რომელი ხილი რომელ ორგანოს უხდება 5 ყველაზე სასარგებლო ხილი
შემდეგი სტატია დესერტის რეცეპტი მოცარტის სამშობლოდან დესერტის რეცეპტი მოცარტის სამშობლოდან
1 კომენტარი
  • გამოხმაურება: ინტერვიუ Food ბლოგერ გიორგი კოხრეიძესთან - შენი სუფრა

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ქართული სამზარეულო
  • ქართული ღვინო
  • კახეთი — ღვინის მხარე
  • ფესტივალები
shenidasveneba.ge →
შენი სუფრაშენი სუფრა
გამოგვყევით
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?