შენი სუფრაშენი სუფრაშენი სუფრა
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
Search
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
კითხვა: სუფრის ეტიკეტი – თუ ამ წესებს გაითვალისწინებთ, ნებისმიერ შეხვედრაზე თავს კომფორტულად იგრძნობთ
გაზიარება
შეტყობინება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი სუფრაშენი სუფრა
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
Search
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
გაქვთ არსებული ანგარიში? შესვლა
გამოგვყევით
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
სამზარეულოს აქსესუარებისიახლეებისხვა-ამბები

სუფრის ეტიკეტი – თუ ამ წესებს გაითვალისწინებთ, ნებისმიერ შეხვედრაზე თავს კომფორტულად იგრძნობთ

სუფრის ეტიკეტი - თუ ამ წესებს გაითვალისწინებთ, ნებისმიერ შეხვედრაზე თავს კომფორტულად იგრძნობთ
თაკო ფრიცხელაური
ავტორი
თაკო ფრიცხელაური
გამოქვეყნებული: ოქტომბერი 26, 2025
გაზიარება
გაზიარება

თუ ამ წესებს გაითვალისწინებთ, ნებისმიერ შეხვედრაზე თავს ნამდვილად არ იგრძნობთ უხერხულად, თქვენს მეგობრებსა და მომსახურე პერსონალზე კი სასიამოვნო შთაბეჭდილებას მოახდენთ.

ოფიციალური მიღება ან ბანკეტი

თუ წინასწარ არაა გათვალისწინებული სად უნდა დაჯდეთ, დაელოდეთ მასპინძლის მითითებას. ძირითადად, სუფრის თავში წვეულების მთავარი მოქმედი გმირი ჯდება, მასთან ახლოს-საპატივსაცემო და ხანდაზმული სტუმრები. ახალგაზრდები და ბავშვები კი სუფრის ბოლოში.

სუფრასთან პირველად ქალები სხდებიან. მამაკაცი სუფრასთან არ უნდა დაჯდეს, თუ ქალები ფეხზე დგანან. მამაკაცი ქალბატონებს დაჯდომაში უნდა დაეხმაროს-სკამი გამოუწიოს და შემდეგ დაიკავოს თავისი ადგილი.
ითვლება, რომ დაგვიანებულებს 20 წთ-ს ელოდებიან და შემდეგ სხდებიან სუფრასთან. თუ ეს დაგვიანებული თქვენ ხართ, ბოდიში მოიხადეთ და სწრაფად ჩაერთეთ საერთო საუბარში . არ ღირს მოყოლა რატომ და რის გამო დაიგვიანეთ.

- Advertisement -
Brand logo: maroon rounded-square emblem with stylized stacked glyphs on the left, followed by bold Georgian script text on the right.Brand logo: maroon rounded-square emblem with stylized stacked glyphs on the left, followed by bold Georgian script text on the right.

თუ რომელიმე კერძი არ გიყვართ, ან დიეტაზე ხართ, ან მარხვაზე, ნუ გამოაცხადებთ ამას ყველას გასაგონად. უბრალოდ, არ მიირთვათ ის.

შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ კბილის ჩხირების ადგილი ტუალეტშია და არა მაგიდაზე. კბილების გაწმენდა, მაკიაჟის შესწორება, წამლის დალევა და თავის მოწესრიგებაც ტუალეტში შეგიძლიათ.

სუფრის ნაკრების გამოყენება

თუ შემთხვევით კოვზი ან ჩანგალი დაგივარდათ, ნუ გაირჯებით მის ასაღებად. სთხოვეთ მასპინძელს ან ოფიციანტს ახლის მოტანა.

დანა-ჩანგალი ან კოვზი, რომელსაც უკვე იყენებთ, მაგიდას აღარ უნდა ეხებოდეს. დააწყვეთ ჭურჭლის კიდეზე, მაგრამ არა სუფრაზე.

- Advertisement -
Blue background with a white rounded-square logo containing mirrored letters, and Georgian text below.Blue background with a white rounded-square logo containing mirrored letters, and Georgian text below.

არ დაჭრათ მთელი ულუფა ერთბაშად. ასე კერძი მხოლოდ მალე გაცივდება და გემოსაც დაკარგავს, მოჭერით დანა-ჩანგლის დახმარებით თითო-თითო ნაჭერი და მაშინვე მიირთვით.

ჩანგალი კბილებით ქვემოთ უნდა გეჭიროთ და არა კოვზისებურად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა რბილ კერძს მიირთმევთ, მაგალითად-პიურეს. საჩვენებელი თითი ჩანგლის და დანის ტარის გასწვირვ უნდა გედოთ, დანარჩენი თითებით კი თვითონ ტარი უნდა დაიკავოთ.

თუ სუფრასთან დანა-ჩანგლის ან კოვზის მიწოდებას გთხოვენ, მიაწოდეთ ტარით მისკენ, ისე, რომ თქვენ თავად ტარის შუაში მოკიდოთ ხელი.

READ  როგორ გავრეცხოთ სოკო და გავასუფთავოთ სწრაფად

პაემნის ეტიკეტი

ეტიკეტის თანახმად, ქალმა მონაწილეობა უნდა მიიღოს კერძების არჩევაში და პირველმა აირჩიოს. ნუ სთხოვთ მამაკაცს ეს თქვენს მაგივრად გააკეთოს. მას შემდეგ, რაც კერძებს შეარჩევთ, ოფიციანტს მამაკაცმა უნდა მისცეს შეკვეთა.

ქალმა ყველაზე იაფფასიანი კერძები არ უნდა შეუკვეთოს, ეს მამაკაცისთვის მის არასაიმედოობაზე მინიშნება იქნება.თუმცა, ნურც მეტისმეტად ძვირადღირებულ კერძებს შეუკვეთავთ, რომ უხერხული სიტუაცია არ შეიქმნას, როცა ანგარიშსწორების დრო მოვა.

როცა ოფიციანტი ღვინოს მოიტანს, მამაკაცი არ უნდა ეცადოს გამოართვას და დაასხას, პირველი დასხმა ოფიციანტის პრეროგატივაა. მხოლოდ შემდეგ შეუძლია მამაკაცს დაცარიელებული ჭიქების შევსება. ჭიქა ისე უნდა შეავსოთ, რომ ნახევრამდე ცოტა დააკლდეს.

ეტიკეტის თანახმად, მამაკაცი იხდის, ქალმა ფული არ უნდა მიაწოდოს და არ უნდა იკითხოს რამდენია გადასახდელი.
ჩაის კულტურა

ჩაის კულტურა ბევრ ქვეყანაში განსხვავებულია. თუ აშშ-ში ჩაის დატოვება აუცილებელია, აზიის ზოგ ქვეყანაში ეს საქციელი შესაძლოა შეურაცხყოფად მიიღონ. ევროპასა და აშშ-ში ჩაის მოცულობა საერთო შეკვეთის 10-15 %-ია.

ჩაი-კეთილი ნების აქტია. თუ მომსახურება მართლა მოგეწონათ, შეგიძლიათ ჩაი დატოვოთ და ამით გამოხატოთ თქვენი მადლობა და კეთილგანწყობა პერსონალის მიმართ. თუმცა, ბევრ რესტორანში ჩაი უკვე შეკვეთის ღირებულებაშია გათვალისწინებული, როცა ჩეკში წერია:«Service included» ან «Tips included»

ჩაი მხოლოდ მომსახურების მერე უნდა დატოვოთ, მას შემდეგ, რაც თანხას გადაიხდით და ოფიციანტი ხურდას მოგიტანთ. “ხურდა დაიტოვეთ” -არავითარ შემთხვევაში არ უთხრათ ეს ფრაზა.

და კიდევ, თუ ჩაის დატოვება გაქვთ გათვალისწინებული, ხურდა ფულის სახით ნუ დატოვებთ.

წყარო

 

იხილეთ ასევე

  • გაგაცნობთ ქართული ტრადიციული ლურჯი სუფრის ისტორიას
  • მსოფლიოს მზარეული ქალები: კულინარიული ოსტატობის აღიარებული სახეები
  • “დამსაქმებლებს ვეტყოდი, რომ ანაზღაურება შრომის შესაბამისი უნდა იყოს” – ინტერვიუ მიმტანთან
FacebookTwitter

შენი ქსელი: შენი ექიმი · შენი ამბები

კოვიდისგან დაცვა: რატომ არის მნიშვნელოვანი კვების რეჟიმი ინფექციების პერიოდში
რატომ არ უნდა გადააგდოთ კაკლის ნაჭუჭი
როგორია წითელი კვერცხების შეღებვის ხალხური მეთოდები?
“თქვენი ორგანიზმი მძიმე პროცესს გადის მიღებიდან 1 საათში…” – გიორგი ფხაკაძე მოსახლეობას აფრთხილებს
როგორ მოვამზადოთ წითელი ბორშჩი – კლასიკური რეცეპტით
TAGGED:რესტორნებირჩევებისუფრის ეტიკეტიქართული კულტურა
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ელფოსტა ბეჭდვა
ავტორითაკო ფრიცხელაური
ჟურნალისტი — რეცეპტები და ქართული სამზარეულო. წერს ტრადიციულ და თანამედროვე კერძებზე, სუფრის კულტურასა და სეზონურ პროდუქტებზე.
წინა სტატია თუ გსურთ რაღაც საინტერესო ყავასთან ან ჩაისთან, აირჩიეთ კექსი “ლეოპარდი”. თუ გსურთ რაღაც საინტერესო ყავასთან ან ჩაისთან, აირჩიეთ კექსი “ლეოპარდი”.
შემდეგი სტატია როგორ მოვამზადოთ ბლინები მანით როგორ მოვამზადოთ ბლინები მანით
1 კომენტარი
  • გამოხმაურება: როგორ დავაწყოთ სწორად დანა-ჩანგალი მაგიდაზე | შენი სუფრა

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ქართული სამზარეულო
  • ქართული ღვინო
  • კახეთი — ღვინის მხარე
  • ფესტივალები
shenidasveneba.ge →
შენი სუფრაშენი სუფრა
გამოგვყევით
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?