შენი სუფრაშენი სუფრაშენი სუფრა
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
Search
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
კითხვა: “რახი ბერძნულია, არაყი არაბული და იყი ქართულად ქვიან…” – ყველაფერი, რაც ჭაჭაზე უნდა იცოდეთ
გაზიარება
შეტყობინება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი სუფრაშენი სუფრა
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
Search
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
გაქვთ არსებული ანგარიში? შესვლა
გამოგვყევით
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
სასმელებისიახლეებისხვა-ამბებიქართული სამზარეულო

“რახი ბერძნულია, არაყი არაბული და იყი ქართულად ქვიან…” – ყველაფერი, რაც ჭაჭაზე უნდა იცოდეთ

"რახი ბერძნულია, არაყი არაბული და იყი ქართულად ქვიან..." - ყველაფერი, რაც ჭაჭაზე უნდა იცოდეთ
ნინო ბერიძე
ავტორი
ნინო ბერიძე
გამოქვეყნებული: ივლისი 19, 2026
გაზიარება
გაზიარება

ჭაჭა — ყურძნის ბრენდი, ტრადიციულად წარმოებული საქართველოს მრავალ რეგიონში, ხშირად მოიხსენიება როგორც ყურძნის არაყი.

პირველად მეღვინეობაში ყურძნის ტექნოლოგიური და მექანიკური გადამუშავების ნაწარმი. ჭაჭა მაღალალკოჰოლური სასმელია, რომელიც მიიღება ჭაჭის ალკოჰოლური დუღილის შემდეგ ერთჯერადი, ორჯერადი ან გამონაკლის შემთხვევაში სამჯერადი გამოხდით. ჭაჭა შეიძლება იყოს თეთრი და წითელი, ტკბილი (რასაც დუღილის ფაზა არ გაუვლია) და დადუღებული. ჭაჭიდან იღებენ a-ღვინომჟავას და ეთილის სპირტს. ყურძნის წიპწიდან გამოყოფენ ყურძნის ზეთს და ენატონინს. გამოწურულ ჭაჭას იყენებენ საქონლის საკვებად ან სასუქად, ძველად საქართველოში ჭაჭის ნაწურისგან აკეთებდნენ „მდაბიოს ღვინო“ – ე.წ. შამანს. წითელი ჭაჭისგან იღებენ წითელ საღებავს, რომელსაც საკონდიტრო წარმოებაში იყენებენ

წარმოშობა და ისტორია

ჭაჭის მოხმარების პირველი შემთხვევები დოკუმენტირებული არ არის, თუმცა, სავარაუდოდ მისი გამოხდა საქართველოში ღვინის დამზადებასთან ერთად უნდა დაეწყოთ. ალკოჰოლური სასმელების სპეციალისტს, წიგნის – „ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მატიანეს“ ავტორს, ბონდო კალანდაძეს ეჭვი არ ეპარება, რომ ჭაჭის არაყს საქართველოში ისეთივე დიდი ისტორია აქვს, როგორც ღვინოს: „სადაც ღვინო იყო, იქ ჭაჭაც აუცილებლად იქნებოდა და თუკი საქართველო ღვინის აკვანია, ჭაჭის არაყიც ხომ ღვინის თანმდევია?!“
ბონდო კალანდაძის თქმით, ისეთი მარტივი აპარატები, როგორსაც ქართველი გლეხები ახლაც ფართოდ იყენებენ ჭაჭის არაყის გამოსახდელად, მრავალი საუკუნის წინ არაბებმა გაავრცელეს ევროპაში.

- Advertisement -
Brand logo: maroon rounded-square emblem with stylized stacked glyphs on the left, followed by bold Georgian script text on the right.Brand logo: maroon rounded-square emblem with stylized stacked glyphs on the left, followed by bold Georgian script text on the right.

საქართველოში არაყი სწორედ ასეთი კუსტარული სახდელებით იხდებოდა. მე-19 საუკუნიდან კი აქა-იქ სრულყოფილი სახდელებიც გაჩნდა და რამდენიმე ისეთი ბრენდიც შეიქმნა, რომლებმაც შემდეგ მთელ მსოფლიოში გაითქვეს სახელი. მაგალითად, ივანე ერისთავის სახელი არყის წარმოების მსოფლიო ისტორიაშია შესული. ამჟამად მის სახელს ატარებს ცნობილი ევროპული ბრენდი Eristoff Vodka. მე-19 საუკუნეში ძმებმა ოცხელებმა, ბარბარე იმერლიშვილმა, იაკობ ზუბალაშვილმა, გიორგი ბოლქვაძემ, კახია ადანაიამ, დავით სარაჯიშვილმა და სხვებმა ქართული ალკოჰოლური სასმელები პირველებმა აქციეს მაღალხარისხიან საბაზრო პროდუქტად. რამდენიმე ნიმუშმა ალკოჰოლური სასმელების მაშინდელ საერთაშორისო გამოფენებზე მთავარი პრიზებიც კი მოიპოვა.

READ  Სააღდგომო პასკა განსხვავებული რეცეპტით

XVII საუკუნეში რუსი ელჩების, ტოლოჩანოვისა და იევლევის წანაწერებიდან უკვე დოკუმენტურად დასტურდება, რომ ქართველები არაყს ხდიდნენ. არყის გამოხდის ტრადიციები საქართველოში საუკუნეების მანძილზე არსებობდა, მაგრამ მას უფრო სამკურნალო-პროფილაქტიკური მიზნით იყენებდნებ და არა სათრობად.

არსებობს საწინააღმდეგო აზრიც: ქართველი ეთნოგრაფები და ზოგადად ალკოჰოლური სასმელების შექმნის ისტორიით დაინტერესებული ადამიანების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ არაყის გამოხდა საქართველოში ძირითადად მე-17, მე-18 საუკუნიდან დაიწყეს. მათ ამის მტკიცების საფუძველს აძლევს ის ფაქტი, რომ სულხან-საბას „სიტყვის კონამდე“ ძველ საისტორიო წყაროებში და დოკუმენტებში ღვინისაგან განსხვავებით არაყი ფაქტობრივად არსად არაა ნახსნები. სულხან-საბა არაყთან დაკავშირებით ასეთ განმარტებას იძლევა: „რახი ბერძნულია, არაყი არაბულია და იყი ქართულად ქვიან… რახი ერთჯერ გამოხდილსა ეწოდების, ხოლო ორჯელ და სამჯერ გამოხდილსა – აბეკამქი“.
თუმცა, თუ დავეყრდნობით ერთ მეტად საინტერესო ისტორიულ ფაქტს, რომელიც სიზუსტის მხრივ ისტორიკოსებში ეჭვს არ იწვევს. ამბავი ეხება ლიპარიტ ბაღვაშისა და საქართველოს მეფის, ბაგრატ მეოთხის მუდმივ დაპირისპირებებსა და ბრძოლებს მე-11 საუკუნეში. 1047 წელს, სასირეთის ჭალაზე (შიდა ქართლი, კასპის რაიონი) გამართულ ბრძოლაში ლიპარიტ ბაღვაშმა დაამარცხა ბაგრატ მეოთხე. იმავე წელს ისევ გაიმარჯვა ლიპარიტმა არყის ციხესთან მომხდარ შეტაკებაში.

1054 წელს ბაგრატი კონსტანტინოპოლს ჩავიდა და კეისარ კონსტანტინე მონომახოსს ლიპარიტთან შერიგების შუამდგომლობა სთხოვა. კეისარმა ისინი დააზავა. ლიპარიტმა ბაგრატის მეფობა აღიარა, თავისთვის მესხეთისა და ქართლის ერისთავთერისთავობა დაიმტკიცა, თუმცა არყის ციხის ბრძოლა და მარცხი, ბაგრატმა სიცოცხლის ბოლომდე ვერ მოინელა.
ისტორიკოსების მტკიცებით არყის ციხე, ისევე როგორც წყაროში ნახსენები სასირეთის ჭალა, შიდა ქართლში მდებარეობდა. ბოტანიკოსებისა და ლანდშაფტმცოდნეების კვლევების საფუძველზე, შიდა ქართლის იმ ტერიტორიაზე, სადაც აღნიშნული ციხესიმაგრე მდებარეობდა, ადგილობრივი კლიმატიდან და გარემოდან გამომდინარე, არყის ხის ხეების თუნდაც მე-11 საუკუნეში არსებობა გამოირიცხა. ეს ისტორიული ფაქტი იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ ციხის სახელწოდება სწორედ სასმელ არაყს უკავშირდება და საფიქრებელია, რომ არყის გემო თავად ბაგრატ მეფესაც კი ჰქონდა გასინჯული.
ვალერი ზაზაშვილი, ეთნოგრაფი: „კახური ჭაჭა ზუსტად ისეთივე სასმელია, როგორიცაა ბუნებით კახელი გლეხი. ჭაჭა ნელა, თანდათანობით ათრობს ადამიანს და ისეთივე „დინჯია“, როგორც მისი გამომხდელი. მეგრული არაყი უცებ გათრობს და ნაბახუსევიდანაც მალევე გამოდიხარ. სვანური არაყი პირს წვავს და თუ გემო „თავიდანვე არ დაუჭირე“ ბოლოს შეიძლება თავბედი გაწყევლინოს. მთიულურმა არაყმა კი შეყოლა იცის და ბოლოს აღტკინებულ, პოეტურ ხასიათზე გაყენებს. ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის კულტურულ მრავალფეროვნებაზე და განსაკუთრებულობაზე მეტყველებს“.

READ  დედოფლისწყაროს და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში რთველი აქტიურ ფაზაშია

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #sheniekimi #shenisofeli #shenisupra #sheniambebi #sheniinterieri #shenihoroskopi #sheniganatleba #accreditationge #shenidasveneba #gochadze

- Advertisement -
Blue background with a white rounded-square logo containing mirrored letters, and Georgian text below.Blue background with a white rounded-square logo containing mirrored letters, and Georgian text below.

იხილეთ ასევე

  • სენსაციური აღმოჩენა ქართულ ვაზთან დაკავშირებით – ეს ყველა ქართველმა უნდა იცოდეს!
  • 10 გამორჩეული ქართული კერძი, Რომლის გემოც არ გავიწყდება
  • საახალწლოდ ტრადიციული კერძები იმერეთიდან
  • ჯურჯანი – გამორჩეული და დაუვიწყარი მეგრული გემო
  • როგორ შევარჩიოთ ონკანი – რჩევები და რეკომენდაციები
FacebookTwitter
რომელია უკეთესი – ქათმის თეთრი თუ მუქი ხორცი?
ყველაფერი, რაც 18 საათიანი ჯანსაღი დიეტის შესახებ უნდა იცოდეთ
რომელი თევზია კარგი თქვენი ორგანიზმისთვის გაზაფხული -ზაფხულის პერიოდში
ხაჭო -რატომ უნდა მივირთვათ?
როგორ მოვაწყოთ პატარა სააბაზანო მაქსიმალური კომფორტისთვის – ინტერიერის დიზაინერების ხრიკები
TAGGED:ტრადიციატრადიციული რეცეპტებიქართული სამზარეულოქართული ღვინოღვინო
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ელფოსტა ბეჭდვა
ავტორინინო ბერიძე
ჟურნალისტი — ჯანსაღი კვება და კვების მეცნიერება. აშუქებს დიეტებს, პროდუქტების სარგებელს, კვების უსაფრთხოებასა და ექიმების რეკომენდაციებს.
წინა სტატია დელიკატური დესერტი 2 ინგრედიენტისგან. უფროსებს აღაფრთოვანებს, ბავშვები კი გიჟდებიან მასზე. დელიკატური დესერტი 2 ინგრედიენტისგან. უფროსებს აღაფრთოვანებს, ბავშვები კი გიჟდებიან მასზე.
შემდეგი სტატია დავიცვათ თუ არა 18 საათიანი დიეტა დავიცვათ თუ არა 18 საათიანი დიეტა
1 კომენტარი
  • გამოხმაურება: ქადის შესახებ 7 მითი: რა იციან ნამდვილად მთიელები

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ქართული სამზარეულო
  • ქართული ღვინო
  • კახეთი — ღვინის მხარე
  • ფესტივალები
shenidasveneba.ge →
შენი სუფრაშენი სუფრა
გამოგვყევით
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?