კულინარიულ ტრადიციებს მთელ მსოფლიოში აფასებენ, ზოგ ქვეყანაში კი ტრადიციული სამზარეულოს აღორძინების ხანაც კი დადგა. მათ შორისაა საქართველოც. ქვეყანა ცნობილია როგორც ბიომრავალფეროვნების კერა და მდიდარია სოფლის მეურნეობის ისეთი ტრადიციული პროდუქტებით, რომლებსაც მსოფლიოში სხვაგან ვერსად ნახავთ: დაწყებული სულგუნით, დამთავრებული საფერავითა თუ ჩურჩხელით.
ამ პროდუქტებს ისეთი თვისებები ახასიათებს, რომლებიც მათი წარმოების რეგიონისთვისაა დამახასიათებელი და ბუნებრივ ფაქტორებზე – მცენარეთა და ცხოველთა სახეობებზე, კლიმატსა და ნიადაგზე, ასევე ადგილობრივთა ცოდნაზეა დამოკიდებული, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. სწორედ ეს თვისებები აძლევს ამ პროდუქტებს სახასიათო გემოს, ფაქტურასა და იერს.
მაგალითად, ცნობილი თუშური გუდის ყველის უნიკალური გემო ამ რეგიონის მთებში მობალახე ცხვრის რძისა და ყველის დავარგების მრავალსაუკუნოვანი მეთოდის წყალობით მიიღება.
ქართულ ღვინოს კი უნიკალურობას ქვეყნის ყურძნის 500 ადგილობრივი სახეობა და რქაწითელისა და საფერავის მსგავსი ღვინოების ქვევრში დამზადების 8000-წლიანი ტრადიცია ანიჭებს. კითხვის გაგრძელება…