ორშაბათი, ნოემბერი 25, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიქართული სამზარეულომეოცე სართულზე მდებარე ბინა - ცაში გამოკიდებული კერძო სახლი ქალაქის თავზე

მეოცე სართულზე მდებარე ბინა – ცაში გამოკიდებული კერძო სახლი ქალაქის თავზე

კინომცოდნე ნინა კალანდაძე საუბრობს ჟურნალთან “ინტერიერი”:

ჩემი ბინიდან მთელი ქალაქი ხელის გულზე მოსჩანს. ამ ხედების მიხედვით აეწყო ბინის გეგმარება და შემდეგში ინტერიერის დიზაინიც. მეოცე სართულზე მდებარე ბინა – ცაში გამოკიდებული კერძო სახლი ქალაქის თავზე

დიდ ბინას, მოგეხსენებათ, ერთი მინუსი აქვს­, სიმ­ყუდროვის ნაკლებობა. არქიტექტორ ბაია ნიკოლაიშ­ვილის სწორი ხედვისა და დაგეგმარების შედეგად, ამ საშიშროებას გვერდი უმტკივნეულოდ ავუარეთ. თუ შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ 560 კვადრატული ფართის მყუდრო სივრცე, ეს ნამდვილად ჩემი ბინაა.

ბაია ჩემი ახლო მეგობარია, რაც აადვილებდა მასთან მუშაობას. დამკვეთსა და არქიტექტორს შორის არსებული კონტაქტი ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ სასურველ შედეგამდე მიხვიდე. დამკვეთის მხრიდან ხშირად არის გარკვეული ტიპის შეზღუდვები, რაც ხელს უშლის არქიტექტორს თუ დიზაინერს საკუთარი პროექტი რეალობად აქციოს. ჩვენს შემთხვევაში, ეს შეზღუდვები მოხსნილი იყო, არა მარტო იმიტომ, რომ მეგობრები ვართ, არამედ იმიტომ, რომ ჩვენი ხედ­ვები ემთხვეოდა ერთმანეთს.

ვთვლი, რომ ბინა საკმაოდ არასტანდარტული და სა­ინტერესო სწორედ დაგეგმარების მხრივ გამოვიდა. სივრცე ზონებად დაიყო, სადაც ძალიან მოსახერ­ხებლად და კომფორტულად განლაგდა საძინებლები და სხვა ოთახები.

მე მინიმალიზმი მიყვარს და ჩემი სახლის ესთეტი­კაც მინიმალისტურია. ხშირად მინიმალიზმზე ზედა­პირული შეხედულება აქვთ და ეს მიმდინარეობა ბევ­რისთვის, უბრალოდ, ცივ, თეთრ კედელთან ასოცირდება, რაც რა თქმა უნდა, ასე არ არის. მინიმალიზმი პირ­ველ რიგში აზროვნებაა, ხედვა, რომელიც ყველაზე ახლოს არის ჩემთან. თუმცა მიყვარს მინიმალიზმში
პატარა დისონანსის შეტანა, თანამედროვე ავეჯთან, ვთქვათ, რაიმე სიძველის შერევა დეტალის სახით.
როდესაც უშუალოდ ინტერიერზე გადავედი, აქაც არქიტექტორს ვეკითხებოდი რჩევებს, რადგან სივრცე დიდია და თავისთავად – დამაბნეველი. რა თქმა უნდა, დიზაინს და ესთეტიკურ მხარეს დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ სახლში პირველ რიგში ჩემთვის მთა­ვარი მაინც კომფორტია. ამიტომ ჩემი პრიორიტეტები თავიდანვე მქონდა. ეს იყო კომფორტული სამზარეულო და აბაზანა. ჩემს აბაზანას ფანჯარა აქვს, რომ­ლიდანაც კუსტბაზე იშლება ხედი… ნახატებს რაც შეეხება, ზუსტად ვიცოდი, რომელ კედელზე რომელ ნახატს მივუჩენდი ადგილს. ბევრი ავეჯი ინტერი­ერში არ მიყვარს. გადატვირთული სივრცეები მღლის. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ჩემი სახლი ცარიელია. არც მცენარეების დიდი მოყვარული ვარ. შეიძლება ერთ ადგილას მოვუყარო თავი, ისიც ძალიან მცირე რაოდენობით. სამაგიეროდ მიყვარს სხვადასხვანაი­რი სანათები, ლამფები, ყველა სახის განათება, ვთვლი, რომ განათებას ინტერიერში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

ხშირად არის, რომ სახლში ნივთებს ადგილს ვუცვლი. ამ ბოლო დროს დავაკვირდი, რომ ეს ჩვევა სეზონუ­რია, განათების ცვლილებასთან არის დაკავშირებული წელიწადის დროების მიხედვით. თუმცა უნდა აღვ­ნიშნო, რომ ბაიასთან ერთად თავიდანვე ყველაფერი იმდენად პროფესიონალურად გაკეთდა და დალაგდა, რომ რა ცვლილებაც არ უნდა შევიტანო, ბოლოს მაინც პირველ საწყისს ვუბრუნდები.

უკვე 7 წელია, აქ ვართ და რაც დრო გადის კიდევ უფრო ვაფასებ, რამდენად სასიამოვნოა, როდესაც ცხოვრობ გარემოში, რომელიც შენთვის ორგანული, ჰარმონიული და ამავე დროს ძალიან კომფორტულია.

წყარო

#gochadze #drpkhakadze #sheniambebi #sheniinterieri

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
16 საუკეთესო აქტივობა მალიორკაზე, ესპანეთში

16 საუკეთესო აქტივობა მალიორკაზე, ესპანეთში

23 November, 2024
კვალიფიცური კონსულტაცია რაბიოლოგისგან ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფო “ქსენონში”

კვალიფიცური კონსულტაცია რაბიოლოგისგან ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფო “ქსენონში”

ნოემბერი 25, 2024
დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება

დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება

22 ნოემბერი 2024
როგორ შევქმნათ საახალწლო გარემო ჩვენს ოჯახში

როგორ შევქმნათ საახალწლო გარემო ჩვენს ოჯახში

ნოემბერი 25, 2024
როცა ღორი უხალისოდ ჭამს – რას უნდა მიაქციოთ ყურადღება

როცა ღორი უხალისოდ ჭამს – რას უნდა მიაქციოთ ყურადღება

ნოემბერი 22, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
მიცუ ციხე-სოფელი – ის ხევსურეთის საიმედო მცველი იყო

მიცუ ციხე-სოფელი – ის ხევსურეთის საიმედო მცველი იყო

ნოემბერი 22, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
რა ჩავიცვათ ახალი წლის ყველაზე ჯადოსნურ ღამეს

რა ჩავიცვათ ახალი წლის ყველაზე ჯადოსნურ ღამეს

ნოემბერი 24, 2024
პიზის კოშკის საიდუმლო: როგორ ინარჩუნებს დახრილობას საუკუნეების განმავლობაში?

პიზის კოშკის საიდუმლო: როგორ ინარჩუნებს დახრილობას საუკუნეების განმავლობაში?

25 ნოემბერი 2024
ანრი ჯოხაძის კონცერტი 12 დეკემბერს ფილარმონიაში გაიმართება

ანრი ჯოხაძის კონცერტი 12 დეკემბერს ფილარმონიაში გაიმართება

ნოემბერი 25, 2024
რაჯდება ტექნოლოგიური გიგანტების CEO-ების დაცვა

რაჯდება ტექნოლოგიური გიგანტების CEO-ების დაცვა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები