შენი სუფრაშენი სუფრაშენი სუფრა
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
Search
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
კითხვა: მეოცე სართულზე მდებარე ბინა – ცაში გამოკიდებული კერძო სახლი ქალაქის თავზე
გაზიარება
შეტყობინება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი სუფრაშენი სუფრა
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
Search
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
გაქვთ არსებული ანგარიში? შესვლა
გამოგვყევით
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
ქართული სამზარეულო

მეოცე სართულზე მდებარე ბინა – ცაში გამოკიდებული კერძო სახლი ქალაქის თავზე

მეოცე სართულზე მდებარე ბინა - ცაში გამოკიდებული კერძო სახლი ქალაქის თავზე
ნინო ბერიძე
ავტორი
ნინო ბერიძე
გამოქვეყნებული: სექტემბერი 12, 2025
გაზიარება
გაზიარება

კინომცოდნე ნინა კალანდაძე საუბრობს ჟურნალთან “ინტერიერი”:

ჩემი ბინიდან მთელი ქალაქი ხელის გულზე მოსჩანს. ამ ხედების მიხედვით აეწყო ბინის გეგმარება და შემდეგში ინტერიერის დიზაინიც. მეოცე სართულზე მდებარე ბინა – ცაში გამოკიდებული კერძო სახლი ქალაქის თავზე

დიდ ბინას, მოგეხსენებათ, ერთი მინუსი აქვს­, სიმ­ყუდროვის ნაკლებობა. არქიტექტორ ბაია ნიკოლაიშ­ვილის სწორი ხედვისა და დაგეგმარების შედეგად, ამ საშიშროებას გვერდი უმტკივნეულოდ ავუარეთ. თუ შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ 560 კვადრატული ფართის მყუდრო სივრცე, ეს ნამდვილად ჩემი ბინაა.

ბაია ჩემი ახლო მეგობარია, რაც აადვილებდა მასთან მუშაობას. დამკვეთსა და არქიტექტორს შორის არსებული კონტაქტი ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ სასურველ შედეგამდე მიხვიდე. დამკვეთის მხრიდან ხშირად არის გარკვეული ტიპის შეზღუდვები, რაც ხელს უშლის არქიტექტორს თუ დიზაინერს საკუთარი პროექტი რეალობად აქციოს. ჩვენს შემთხვევაში, ეს შეზღუდვები მოხსნილი იყო, არა მარტო იმიტომ, რომ მეგობრები ვართ, არამედ იმიტომ, რომ ჩვენი ხედ­ვები ემთხვეოდა ერთმანეთს.

- Advertisement -
Brand logo: maroon rounded-square emblem with stylized stacked glyphs on the left, followed by bold Georgian script text on the right.Brand logo: maroon rounded-square emblem with stylized stacked glyphs on the left, followed by bold Georgian script text on the right.

ვთვლი, რომ ბინა საკმაოდ არასტანდარტული და სა­ინტერესო სწორედ დაგეგმარების მხრივ გამოვიდა. სივრცე ზონებად დაიყო, სადაც ძალიან მოსახერ­ხებლად და კომფორტულად განლაგდა საძინებლები და სხვა ოთახები.

მე მინიმალიზმი მიყვარს და ჩემი სახლის ესთეტი­კაც მინიმალისტურია. ხშირად მინიმალიზმზე ზედა­პირული შეხედულება აქვთ და ეს მიმდინარეობა ბევ­რისთვის, უბრალოდ, ცივ, თეთრ კედელთან ასოცირდება, რაც რა თქმა უნდა, ასე არ არის. მინიმალიზმი პირ­ველ რიგში აზროვნებაა, ხედვა, რომელიც ყველაზე ახლოს არის ჩემთან. თუმცა მიყვარს მინიმალიზმში
პატარა დისონანსის შეტანა, თანამედროვე ავეჯთან, ვთქვათ, რაიმე სიძველის შერევა დეტალის სახით.
როდესაც უშუალოდ ინტერიერზე გადავედი, აქაც არქიტექტორს ვეკითხებოდი რჩევებს, რადგან სივრცე დიდია და თავისთავად – დამაბნეველი. რა თქმა უნდა, დიზაინს და ესთეტიკურ მხარეს დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ სახლში პირველ რიგში ჩემთვის მთა­ვარი მაინც კომფორტია. ამიტომ ჩემი პრიორიტეტები თავიდანვე მქონდა. ეს იყო კომფორტული სამზარეულო და აბაზანა. ჩემს აბაზანას ფანჯარა აქვს, რომ­ლიდანაც კუსტბაზე იშლება ხედი… ნახატებს რაც შეეხება, ზუსტად ვიცოდი, რომელ კედელზე რომელ ნახატს მივუჩენდი ადგილს. ბევრი ავეჯი ინტერი­ერში არ მიყვარს. გადატვირთული სივრცეები მღლის. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ჩემი სახლი ცარიელია. არც მცენარეების დიდი მოყვარული ვარ. შეიძლება ერთ ადგილას მოვუყარო თავი, ისიც ძალიან მცირე რაოდენობით. სამაგიეროდ მიყვარს სხვადასხვანაი­რი სანათები, ლამფები, ყველა სახის განათება, ვთვლი, რომ განათებას ინტერიერში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

READ  ჭინჭრის მომზადების თიანური რეცეპტი არჩილ გამზარდიასგან ექსკლუზიურად "შენისუფრისთვის"

ხშირად არის, რომ სახლში ნივთებს ადგილს ვუცვლი. ამ ბოლო დროს დავაკვირდი, რომ ეს ჩვევა სეზონუ­რია, განათების ცვლილებასთან არის დაკავშირებული წელიწადის დროების მიხედვით. თუმცა უნდა აღვ­ნიშნო, რომ ბაიასთან ერთად თავიდანვე ყველაფერი იმდენად პროფესიონალურად გაკეთდა და დალაგდა, რომ რა ცვლილებაც არ უნდა შევიტანო, ბოლოს მაინც პირველ საწყისს ვუბრუნდები.

უკვე 7 წელია, აქ ვართ და რაც დრო გადის კიდევ უფრო ვაფასებ, რამდენად სასიამოვნოა, როდესაც ცხოვრობ გარემოში, რომელიც შენთვის ორგანული, ჰარმონიული და ამავე დროს ძალიან კომფორტულია.

წყარო

- Advertisement -
Blue background with a white rounded-square logo containing mirrored letters, and Georgian text below.Blue background with a white rounded-square logo containing mirrored letters, and Georgian text below.

#gochadze #drpkhakadze #sheniambebi #sheniinterieri

იხილეთ ასევე

  • ინტერვიუ ახალგაზრდა ხელოვანთან, რომელიც ძველი ავეჯისგან ჯადოსნურ ნამუშევრებს ქმნის – გაიცანით დიზაინერი, სოფო მგალობლიშვილი
  • შემოიტანეთ ბუნება შინ – უახლესი ტენდენციები, რომლებიც ინტერიერის მოსაწყობად უნდა იცოდეთ
  • მარტივი და უგემრიელესი პასკის ექსკლუზიური რეცეპტი Tatiana’s Kitchen- სგან shenisupra.ge-ს მკითხველს
  • ქართული სუფრის მთავარი ხიბლი

შენი ქსელი: შენი ექიმი · შენი ამბები

ქართული სამზარეულო და მარილი – რატომ უნდა გადავიდეთ “ლო სალტ-ზე (Lo Salt-ზე)?
ხელების ხშირად დაბანის როლი და აუცილებლობა
ქართული თაფლი საერთაშორისო ბაზარზე
უგემრიელესი ხაჭოს პასკის/დესერტის რეცეპტი Food Blogger Khato-სგან ✨️
რა არ უნდა დავდოთ საახალწლო სუფრაზე
TAGGED:ექსკლუზივიინტერვიუსილამაზეშენი ინტერიერი
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ელფოსტა ბეჭდვა
ავტორინინო ბერიძე
ჟურნალისტი — ჯანსაღი კვება და კვების მეცნიერება. აშუქებს დიეტებს, პროდუქტების სარგებელს, კვების უსაფრთხოებასა და ექიმების რეკომენდაციებს.
წინა სტატია ეს არის გახეხილი პეროგი ხაჭოთი: ჰაეროვანი დელიკატესი პირდაპირ ბავშვობიდან. ეს არის გახეხილი პეროგი ხაჭოთი: ჰაეროვანი დელიკატესი პირდაპირ ბავშვობიდან.
შემდეგი სტატია ქართული საახალწლო სუფრა ტრადიციული კერძებით - საცივი, ღორის ხორცი, ხაჭაპური საახალწლო სუფრა
1 კომენტარი
  • გამოხმაურება: როგორ მოვაწყოთ შინაურ ცხოველზე მორგებული ინტერიერი

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ქართული სამზარეულო
  • ქართული ღვინო
  • კახეთი — ღვინის მხარე
  • ფესტივალები
shenidasveneba.ge →
შენი სუფრაშენი სუფრა
გამოგვყევით
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?