ორშაბათი, ნოემბერი 25, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიკერძებითირ­კმლე­ბი­სა და სა­შარ­დე გზე­ბის და­ა­ვა­დე­ბე­ბის სიმ­პტო­მე­ბი და დი­აგ­ნო­ზი

თირ­კმლე­ბი­სა და სა­შარ­დე გზე­ბის და­ა­ვა­დე­ბე­ბის სიმ­პტო­მე­ბი და დი­აგ­ნო­ზი

თირ­კმლე­ბი­სა და სა­შარ­დე გზე­ბის და­ა­ვა­დე­ბე­ბის სიმ­პტო­მე­ბი და დი­აგ­ნო­ზი

ღა­მით შარ­დვა
ღა­მით მო­შარ­დვის გახ­ში­რე­ბუ­ლი სურ­ვი­ლი (ნიქ­ტუ­რი­ა) უფ­რო ხში­რია მო­ხუ­ცებ­ში. ნიქ­ტუ­რი­ამ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ძი­ლის დარ­ღვე­ვა, აგ­რეთ­ვე, ტრავ­მე­ბი და­ცე­მის შე­დე­გად, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, რო­ცა ადა­მი­ა­ნი მი­იჩ­ქა­რის სა­ჭი­რო ოთა­ხის­კენ, გა­ნა­თე­ბა კი ცუ­დი­ა.
მი­ზე­ზე­ბი
ნიქ­ტუ­რია თირ­კმლე­ბის ბევ­რი და­ა­ვა­დე­ბის ად­რე­ულ სტა­დი­ა­ზე შე­იძ­ლე­ბა გა­მოვ­ლინ­დეს. ის ხში­რია გუ­ლის, ღვიძ­ლის უკ­მა­რი­სო­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტებ­ში, ცუ­დად კონ­ტრო­ლი­რე­ბუ­ლი უშაქ­რო ან შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტის დროს. ნიქ­ტუ­რია შე­იძ­ლე­ბა თირ­კმლე­ბის მი­ერ შარ­დის კონ­ცენ­ტრი­რე­ბის უნა­რის დარ­ღვე­ვა­მაც გა­მო­იწ­ვი­ოს. ღა­მით გახ­ში­რე­ბუ­ლი შარ­დვა მცი­რე მო­ცუ­ლო­ბე­ბის გა­მო­ყო­ფით ვლინ­დე­ბა შარ­დსა­დენ­ში შარ­დის დი­ნე­ბის შე­ფერ­ხე­ბის დროს, რად­გან შარ­დი უკან გა­და­დის შარ­დის ბუშ­ტში და იქ გროვ­დე­ბა. გა­დი­დე­ბუ­ლი წი­ნამ­დე­ბა­რე ჯირ­კვა­ლი შარ­დსა­დე­ნის დახ­შო­ბის ყვე­ლა­ზე ხში­რი მი­ზე­ზია ხან­დაზ­მულ მა­მა­კა­ცებ­ში. ხან­და­ხან ნიქ­ტუ­რია შე­იძ­ლე­ბა უბ­რა­ლოდ ძი­ლის წინ დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით სითხ­ის მი­ღე­ბით იყოს გა­მოწ­ვე­უ­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით კი – ალ­კო­ჰო­ლის ან კო­ფე­ი­ნის შემ­ცვე­ლი სას­მე­ლე­ბის (ყა­ვა, ჩა­ი) მი­ღე­ბით.
უნებ­ლიე შარ­დვა ღა­მით, ძი­ლის დროს (ე­ნუ­რე­ზი) ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა პა­ტა­რა ბავ­შვებ­ში. 5-6 წლის ასა­კის შემ­დეგ მი­სი კვლავ არ­სე­ბო­ბა სა­ვა­რა­უ­დოს ხდის ქვე­და სა­შარ­დე გზე­ბის კუნ­თე­ბი­სა და ნერ­ვე­ბის მომ­წი­ფე­ბის შე­ფერ­ხე­ბას, თუმ­ცა ხში­რად ის მკურ­ნა­ლო­ბის გა­რე­შეც გა­ივ­ლის. თუ ენუ­რე­ზი გაგ­რძელ­და, სხვა მი­ზე­ზია სა­ძი­ე­ბე­ლი, მა­გა­ლი­თად, სა­შარ­დე გზე­ბის ინ­ფექ­ცი­ა, დი­ა­ბე­ტი, შარ­დის ბუშ­ტის ნერ­ვუ­ლი კონ­ტრო­ლის უკ­მა­რი­სო­ბა ან ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ფა­ქ­­ტო­რე­ბი.
შე­ფა­სე­ბა და მკურ­ნა­ლო­ბა
ნიქ­ტუ­რი­ის მი­ზე­ზი ხში­რად გა­სა­გე­ბი ხდე­ბა პა­ცი­ენ­ტის სიმ­პტო­მე­ბი­სა და გა­სინ­ჯვის შე­დე­გე­ბის შე­ფა­სე­ბის­თა­ნა­ვე. მა­მა­კა­ცებ­ში ექი­მე­ბი წი­ნამ­დე­ბა­რე ჯირ­კვალს იკ­ვლე­ვენ. და­მა­ტე­ბი­თი ანა­ლი­ზე­ბი შე­იძ­ლე­ბა სა­ჭი­რო გახ­დეს იმის მი­ხედ­ვით, თუ რა მი­ზე­ზია სა­ვა­რა­უ­დო.
სითხ­ის, ალ­კო­ჰო­ლი­სა და კო­ფე­ი­ნის შემ­ცვე­ლი სას­მე­ლე­ბის მი­ღე­ბის შეზღ­უდ­ვა გვი­ან სა­ღა­მოს და მო­შარ­დვა ძი­ლის წინ, შე­საძ­ლო­ა, ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის­თვის ეფექ­ტუ­რი აღ­მოჩ­ნდეს ნიქ­ტუ­რი­ის შე­სამ­ცი­რებ­ლად.

შარ­დვის დაწყ­ე­ბის შე­ყოვ­ნე­ბა,
გა­ჭინ­თვა შარ­დვი­სას, ნარ­ჩე­ნი წვე­თე­ბი
შარ­დვის დაწყ­ე­ბის შე­ყოვ­ნე­ბა, გა­ჭინ­თვის სა­­­ჭი­­რო­ე­ბა, შარ­დის სუს­ტი ნა­კა­დი და შარ­დვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ნარ­ჩე­ნი წვე­თე­ბი შარ­დსა­დე­ნის ნა­წი­ლობ­რი­ვი დახ­შო­ბის ხში­რი სიმ­პტო­მე­ბი­ა. მა­მა­კა­ცებ­ში ამას, რო­გორც წე­სი, გა­დი­დე­ბუ­ლი წი­ნამ­დე­ბა­რე ჯირ­კვა­ლი იწ­ვევს, რო­მე­ლიც შა­რ­დსა­დენს აწ­ვე­ბა. უფ­რო იშ­ვი­ა­თია თა­ვად შა­რ­­დ­სა­დე­ნის შე­ვიწ­რო­ე­ბა (სტრიქ­ტუ­რა). თუ მსგა­ვ­სი სიმ­პტო­მე­ბი აქვს ყმაწ­ვილს, ეს იმა­ზე მი­უ­თი­თებს, რომ მას შარ­დსა­დე­ნის ან შარ­დსა­დე­ნის გა­რე­თა ხვრე­ლის თან­და­ყო­ლი­ლი შე­ვიწ­რო­ე­ბა აქვს. იგი­ვე შე­იძ­ლე­ბა ქა­ლებ­შიც შეგ­ვხვდეს.
ექი­მი წი­ნამ­დე­ბა­რე ჯირ­კვალს ხელ­თათ­მნი­ა­ნი, ლუბ­რი­კან­ტი­ა­ნი თი­თის სწორ ნაწ­ლავ­ში შეყ­ვა­ნით სინ­ჯავს. თუ ჯირ­კვა­ლი გა­დი­დე­ბუ­ლი­ა, ინიშ­ნე­ბა სის­ხლის ანა­ლი­ზი პროს­ტატ­სპე­ცი­ფი­კუ­რი ან­ტი­გე­ნის გა­მო­საკ­ვლე­ვად ან ჯირ­კვლის ულ­ტრა­სო­ნოგ­რა­ფი­უ­ლი კვლე­ვა. შარ­დსა­დე­ნის სტრუქ­ტუ­რა­ზე ეჭ­ვის დროს გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ცის­ტოს­კო­პია – დრე­კა­დი, კა­მე­რი­ა­ნი მი­ლის შეყ­ვა­ნა შარ­დის ბუშ­ტში.
გა­დი­დე­ბულ წი­ნამ­დე­ბა­რე ჯირ­კვალს მკურ­ნა­ლო­ბენ მე­დი­კა­მენ­ტე­ბით ან ქი­რურ­გი­უ­ლად. მა­მა­კა­ცებ­ში შარ­დსა­დე­ნის შე­ვიწ­რო­ე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის ერ­თ-ერ­თი მე­თო­დია პე­ნი­სის გავ­ლით შარ­დის ბუშ­ტში კა­თე­ტე­რის შეყ­ვა­ნა და შარ­დსა­დე­ნის გა­გა­ნი­ე­რე­ბა. შარ­დსა­დე­ნის ღი­ა­ო­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად ზოგ­ჯერ სა­ჭი­როა სპე­ცი­ა­ლუ­რი მი­ლის – სტენ­ტის ჩად­გმა შარ­დსა­დენ­ში. ქი­რურ­გებ­მა შე­საძ­ლოა აღად­გი­ნონ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი შარდ­სა­დე­ნი ან რო­მე­ლი­მე სხვა ჩა­რე­ვა ირ­ჩი­ონ.
მო­შარ­დვის და­უძ­ლე­ვე­ლი სურ­ვი­ლი
მო­შარ­დვის და­უძ­ლე­ვე­ლი სურ­ვი­ლი, რო­მე­ლიც შე­იგ­რძნო­ბა რო­გორც ხან­გრძლი­ვი, მტკივ­ნე­უ­ლი ჭინ­თვა (ტე­ნეზ­მე­ბი), შარ­დის ბუშ­ტის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბის შე­დე­გი შე­იძ­ლე­ბა იყოს. თუ ადა­მი­ა­ნი მა­შინ­ვე არ მო­შარ­დავს, მო­სა­ლოდ­ნე­ლია უნებ­ლიე შარ­დვა. ამის მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა შარ­დის ბუშ­ტის ინ­ფექ­ცი­აც იყოს. კო­ფე­ი­ნი და ალ­კო­ჰო­ლი ამ სიმ­პტომს აძ­ლი­ე­რებს, მაგ­რამ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი გა­მომ­წვე­ვი არც ერ­თია და არც მე­ო­რე. იშ­ვი­ა­თად ეს სიმ­პტო­მი შე­იძ­ლე­ბა შარ­დის ბუშ­ტის ან­თე­ბის ნაკ­ლე­ბად შეს­წავ­ლი­ლი ფორ­მით – ინ­ტერ­სტი­ცი­უ­ლი ცის­ტი­ტით – იყოს გა­მოწ­ვე­უ­ლი.
მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი სიმ­პტო­მის მი­ზე­ზის გან­საზღ­ვრა ხში­რად შე­საძ­ლე­ბე­ლია სხვა სიმ­პტო­მე­ბის, გა­სინ­ჯვი­სა და შარ­დის ანა­ლი­ზის შე­დე­გე­ბის შე­ფა­სე­ბით. თუ ინ­ფექ­ციაა სა­ვა­რა­უ­დო, შარ­დის მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­უ­რი გა­მოკ­ვლე­ვა

მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი სიმ­პტო­მის მი­ზე­ზის გან­საზღ­ვრა ხში­რად შე­საძ­ლე­ბე­ლია სხვა სიმ­პტო­მე­ბის, გა­სინ­ჯვი­სა და შარ­დის ანა­ლი­ზის შე­დე­გე­ბის შე­ფა­სე­ბით. თუ ინ­ფექ­ციაა სა­ვა­რა­უ­დო, შარ­დის მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­უ­რი გა­მოკ­ვლე­ვა ხდე­ბა სა­ჭი­რო. ზოგ­ჯერ, თუ ინ­ტერ­სტი­ცი­უ­ლი ცის­ტი­ტის არ­სე­ბო­ბას ეჭ­ვო­ბენ, ცის­ტოს­კო­პი­ას და შარ­დის ბუშ­ტის ბი­ოფ­სი­ას ატა­რე­ბენ.
მკურ­ნა­ლო­ბა გა­მომ­წვე­ვი და­ა­ვა­დე­ბის მი­ხედ­ვით ინი­შ­ნე­ბა.

შარ­დის შე­უ­კა­ვებ­ლო­ბა
შარ­დის შე­უ­კა­ვებ­ლო­ბა მრა­ვა­ლი მი­ზე­ზით შე­იძ­ლე­ბა იყოს გა­მოწ­ვე­უ­ლი (იხ. ქვე­თა­ვი 47).

სის­ხლი შარ­დში
შარ­დში სის­ხლის არ­სე­ბო­ბა (ჰე­მა­ტუ­რი­ა) შარდს მო­წი­თა­ლო ან მო­ყა­ვის­ფრო ფერს აძ­ლევს. შე­ფე­რი­ლო­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია სის­ხლის რა­­ო­­დე­ნო­ბა­ზე, მი­სი შარ­დში მოხ­ვედ­რის ხან­დაზ­მუ­­ლო­ბა­ზე, შარ­დის მჟა­ვა რე­აქ­ცი­ის ხა­რის­ხზე. თუ სის­ხლის რა­ო­დე­ნო­ბა იმ­დე­ნად მცი­რე­ა, რომ შარდს ფერს ვერ უც­ვლის, მა­შინ მი­სი არ­სე­ბო­ბის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად სპე­ცი­ა­ლუ­რი ქი­მი­უ­რი ანა­ლი­ზე­ბი ან მიკ­როს­კო­პი­უ­ლი კვლე­ვაა სა­ჭი­რო.

მი­ზე­ზე­ბი
სის­ხლში შარ­დის არ­სე­ბო­ბა შე­საძ­ლოა გა­მოწ­ვე­უ­ლი იყოს ინ­ფექ­ცი­ით, კენ­ჭე­ბით, სიმ­სივ­ნით, ტრავ­მით ან შარ­დის ბუშ­ტის, შარ­დსაწ­ვე­თის, შარ­დსა­დე­ნის და თირ­კმლე­ბის სხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბით. იმ ადა­მი­ან­თა ნა­ხე­ვარ­ში, რო­მელ­თაც სის­ხლი­ა­ნი შარ­დი ტკი­ვი­ლის გა­რე­შე აქვთ, მი­ზე­ზი თირ­კმლე­ბის სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი სის­ხლძარ­ღვე­ბის – გლო­მე­რუ­ლე­ბის და­ზი­ა­ნე­ბით მიმ­დი­ნა­რე და­ა­ვა­დე­ბა­ა. ზოგ­ჯერ, ნამ­გლი­სებ­რუჯ­რე­დო­ვან­მა ანე­მი­ამ ან მის­მა მსგავ­სმა ავად­მყო­ფო­ბამ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს შარ­დში სის­ხლის არ­სე­ბო­ბა. სის­ხლი შარ­დში და ტკი­ვი­ლი ხში­რად თირ­კმლე­ბის, შარ­დის ბუშ­ტის ან წი­ნამ­დე­ბა­რე ჯირ­კვლის ინ­ფექ­ცი­ი­თაა შე­პი­რო­ბე­ბუ­ლი. მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა ერ­თ-ერთ შარ­დსაწ­ვეთ­ში ან შარ­დსა­დენ­ში კენ­ჭის ან სის­ხლის კოლ­ტის გა­და­ად­გი­ლე­ბაც იყოს.

შე­ფა­სე­ბა და მკურ­ნა­ლო­ბა
ზოგ­ჯერ დი­აგ­ნო­ზის­თვის მხო­ლოდ სიმ­პტო­მე­ბი­სა და ფი­ზი­კუ­რი გა­სინ­ჯვის, შარ­დის ანა­ლი­ზის და, სა­ჭი­რო­ე­ბი­სას, თუ ეჭ­ვია სა­შარ­დე გზე­ბის ინ­ფექ­ცი­ა­ზე, შარ­დში მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მე­ბის შეს­წავ­ლის შე­დე­გე­ბის შე­ფა­სე­ბას ეფუძ­ნე­ბა. თუმ­ცა, ხში­რად ცის­ტოს­კო­პი­ა, გა­მო­სა­ხუ­ლე­ბი­თი კვლე­ვე­ბი (კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფი­ა, მაგ­ნი­ტურ­-რე­ზო­ნან­სუ­ლი ტო­მოგ­რა­ფი­ა, ულ­ტრა­სო­ნოგ­რა­ფი­ა) ან სხვა რო­მე­ლი­მე დამ­ხმა­რე მე­თო­დი ხდე­ბა სა­ჭი­რო. თუ სიმ­სივ­ნე­ზეა ეჭ­ვი, შე­ის­წავ­ლე­ბა შარ­დში სიმ­სივ­ნუ­რი უჯ­რე­დე­ბის არ­სე­ბო­ბა. აფ­რი­კუ­ლი წარ­მო­შო­ბის ადა­მი­ა­ნებ­ში, რო­მელ­თაც არა აქვთ დად­გე­ნი­ლი ნამ­გლი­სებ­რუჯ­რე­დო­ვა­ნი ანე­მი­ა, მის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად შე­იძ­ლე­ბა სის­ხლის ანა­ლი­ზი გახ­დეს სა­ჭი­რო.
მკურ­ნა­ლო­ბა გა­მომ­წვე­ვი და­ა­ვა­დე­ბის მი­ხედ­ვით ინი­შ­ნე­ბა.
ჰა­ე­რი შარ­დში
მო­შარ­დვი­სას ჰა­ე­რის გა­მო­ყო­ფა იშ­ვი­ა­თი სი­მ­პტო­მი­ა, რო­მე­ლიც მიგ­ვა­ნიშ­ნებს, რომ არ­სე­ბობს კავ­ში­რი ანუ ხვრელ­მი­ლი, ანუ ფის­ტუ­ლა სა­შარ­დე გზებ­სა და ჰა­ე­რის შემ­ცველ ნაწ­ლა­ვებს შო­რის, რაც ნორ­მა­ში არ უნ­და იყოს. ფის­ტუ­ლა შე­იძ­ლე­ბა დი­ვერ­ტი­კუ­ლი­ტის, ნაწ­ლა­ვის სხვა ან­თე­ბი­თი და­ა­ვა­დე­ბის, ჩირ­ქგრო­ვის ან სიმ­სივ­ნის გარ­თუ­ლე­ბა იყოს. შარ­დის ბუშ­ტსა და სა­შოს შო­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბულ­მა ფის­ტუ­ლა­მაც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს მო­შარ­დვი­სას ჰა­ე­რის გა­მო­ყო­ფა. იშ­ვი­ა­თად, ამ სიმ­პტო­მის მი­ზე­ზი ზო­გი­ერ­თი ბაქ­ტე­რი­ის მი­ერ წარ­მოქ­მნი­ლი აი­რი­ა.
ქა­ლებ­ში შე­იძ­ლე­ბა გი­ნე­კო­ლო­გი­უ­რი გა­სინ­ჯვა გახ­დეს სა­ჭი­რო, და­მა­ტე­ბით – ცის­ტოს­კო­­­პი­ა, სიგ­­მო­ი­დოს­კო­პია ან გა­მო­სა­ხუ­ლე­ბი­თი კვლე­ვე­ბი: კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფი­ა, მაგ­ნი­­ტურ­-რე­ზო­ნან­სუ­ლი ტო­მოგ­რა­ფი­ა, ულ­ტრა­სო­ნოგ­რა­ფი­ა.
ფის­ტუ­ლებს, რო­გორც წე­სი, ქი­რურ­გი­ულად მკურ­ნა­ლო­ბენ.

შარ­დის ფე­რის შეც­ვლა
გან­ზა­ვე­ბუ­ლი შარ­დი თით­ქმის უფე­რო­ა, კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი კი – მუ­ქი ყვი­თე­ლი. შარ­დი ნორ­მა­ში ყვით­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ფე­რი­სა არ უნ­და იყოს.
საკ­ვე­ბის პიგ­მენ­ტებ­მა შე­საძ­ლოა შარდს წი­თე­ლი ფე­რი შეს­ძი­ნონ, მე­დი­კა­მენ­ტებ­მა კი ბევ­რი სხვა­დას­ხვა – ყა­ვის­ფე­რი, შა­ვი, ლურ­ჯი, მწვა­ნე, ნა­რინ­ჯის­ფე­რი ან წი­თე­ლი. ყა­ვის­ფე­რი შარ­დი შე­საძ­ლოა დაშ­ლილ ჰე­მოგ­ლო­ბინს (სის­ხლში ჟან­გბა­დის გა­დამ­ტა­ნი ცი­ლა) შე­ი­ცავ­დეს. ის შარ­დში ხვდე­ბა თირ­კმლი­დან, შარ­დსაწ­ვე­თი­დან ან შარ­დის ბუშ­ტი­დან სის­ხლდე­ნის შემ­თხვე­ვა­ში. გარ­და ამი­სა, ჰე­მოგ­ლო­ბი­ნი შარ­დში შე­იძ­ლე­ბა მოხ­ვდეს ისე­თი და­ა­ვა­დე­ბე­ბის დროს, რომ­ლებ­საც სის­ხლის წი­თე­ლი უჯ­რე­დე­ბის დაშ­ლა (ჰე­მო­ლი­ზი) ახა­სი­ა­თებს. შარ­დი ყა­ვის­ფე­რია მას­ში მი­ოგ­ლო­ბი­ნის – კუნ­თის ცი­ლის – შემ­ცვე­ლო­ბი­სას, რაც კუნ­თე­ბის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის შე­დე­გი­ა. წი­თე­ლი ფე­რი პორ­ფი­რი­ის დროს წარ­მოქ­მნი­ლი პიგ­მენ­ტე­ბით არის ხოლ­მე გა­მოწ­ვე­უ­ლი, შა­ვად შე­ფერ­ვა კი – მე­ლა­ნო­მის დროს გა­მო­ყო­ფი­ლი პიგ­მენ­ტე­ბით. შარ­დის შემ­ღვრე­ვას იწ­ვევს სა­შარ­დე გზე­ბის ინ­ფექ­ცი­ის დროს შარ­დში დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით სის­ხლის თეთ­რი უჯ­რე­დე­ბის არ­სე­ბო­ბა. სხვა შე­საძ­ლო მი­ზე­ზე­ბია შარ­დში ფოს­ფორ­მჟა­ვა ან შარ­დმჟა­ვა კრის­ტა­ლე­ბის არ­სე­ბო­ბა ან სა­შო­დან გა­მო­ნა­დე­ნი.
ექი­მე­ბი, რო­გორც წე­სი, ფე­რის შეც­ვლის მი­ზეზს შარ­დის მიკ­როს­კო­პი­უ­ლი შეს­წავ­ლით ან ქი­მი­უ­რი ანა­ლი­ზე­ბით ად­გე­ნენ. მკურ­ნა­ლო­ბა მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­შია სა­ჭი­რო, თუ ფე­რის შეც­ვლა რო­მე­ლი­მე და­ა­ვა­დე­ბით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი.
შარ­დის სუ­ნის შეც­ვლა
შარ­დის სუ­ნი სხვა­დას­ხვაგ­ვა­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს. სუ­ნი რო­მე­ლი­მე და­ა­ვა­დე­ბის არ­სე­ბო­ბა­ზე, რო­გორც წე­სი, არ მი­უ­თი­თებს, გარ­და იმ შემ­თხვე­ვე­ბი­სა, რო­ცა ადა­მი­ანს ესა თუ ის იშ­ვი­ა­თი მე­ტა­ბო­ლუ­რი დარ­ღვე­ვა აქვს.

დი­აგ­ნო­ზი
თირ­კმლე­ბის რო­მე­ლი­მე და­ა­ვა­დე­ბის სიმ­პ­ტო­­მე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნის გა­მოკ­ვლე­ვი­სას ექი­მი ცდი­ლობს ხე­ლით გა­სინ­ჯოს თირ­კმლე­ბი. ბა­ვ­­შვებ­­სა და მოზ­რდი­ლებ­ში ნორ­მა­ში მა­თი ხე­ლით გა­სინ­ჯვა შე­უძ­ლე­ბე­ლია (თუმ­ცა შე­იძ­ლე­ბა გა­ი­სინ­ჯოს ახალ­შო­ბი­ლებ­ში). გა­დი­დე­ბუ­ლი თირ­კმლე­ბი ან თირ­კმლე­ბის სიმ­სივ­ნის ხელით შეგ­რძნე­ბა

შე­საძ­ლე­ბე­ლი­ა. ხში­რად გა­დავ­სე­ბუ­ლი შარ­დის ბუშ­ტის გა­სინ­ჯვაც შე­საძ­ლე­ბე­ლი­ა. სწო­რი ნაწ­ლა­ვი­დან ისინ­ჯე­ბა წი­ნამ­დე­ბა­რე ჯირ­კვა­ლი, დგინ­დე­ბა მი­სი ზო­მა, სტრუქ­ტუ­რუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი. ჯირ­კვლის ზო­მა ხში­რად არ შე­­ესა­ბა­მე­ბა შარ­დსა­დე­ნის დახ­შო­ბის ხა­რისხს. ქა­ლებ­ში შე­საძ­ლოა გი­ნე­კო­ლო­გი­უ­რი გა­სინ­ჯვაც გახ­დეს სა­ჭი­რო იმის და­სად­გე­ნად, სა­შარ­დე სის­ტე­მის მხრივ ჩი­ვი­ლებს ვა­გი­ნი­ტი ან სას­ქე­სო ორ­გა­ნო­ე­ბის სხვა პრობ­ლე­მა ხომ არ იწ­ვევს.
და­ა­ვა­დე­ბე­ბის ზუს­ტი დი­აგ­ნოს­ტი­კის­თვის, სა­­ჭი­­რო­ე­ბი­სა­მებრ, და­მა­ტე­ბი­თი პრო­ცე­დუ­რე­ბიც ტარ­დე­ბა.

შარ­დის ანა­ლი­ზი
შარ­დის ანა­ლი­ზი შარ­დის გა­მოკ­ვლე­ვას ნიშ­ნავს. შა­რ­დის ნი­მუ­ში სუფ­თად ან სტე­რი­ლუ­რად უნ­და იქ­ნეს აღე­­ბუ­ლი – ისე, რომ არ და­ბინ­ძურ­დეს გა­რე­მო­ში არ­­სე­­­ბუ­­ლი მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მე­ბით. მა­გა­ლი­თად, შარ­დის აღე­­ბ­ი­სას, მი­სი მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მე­ბით და­ბინ­ძუ­რე­­ბის თა­­ვი­­დან ასა­ცი­ლებ­ლად, შარ­დსა­დე­ნის გავ­ლით შარ­დის ბუ­­შ­ტში შეყ­ვა­ნი­ლი კა­თე­ტე­რი­დან მი­ღე­ბუ­ლი შა­რ­­დის ანა­ლი­ზი ტარ­დე­ბა. ანა­ლი­ზით შე­საძ­ლე­ბე­ლია შა­რ­­­დში სხვა­დას­ხვა ნივ­თი­ე­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნა და მა­თი რა­­ო­­დე­­ნო­ბის გან­საზღ­ვრა, სა­ხელ­დობრ, ცი­ლის, გლუ­კო­­ზის (შა­ქა­რი), კე­ტო­ნე­ბის, სის­ხლის და სხვ. ანა­ლი­ზი სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­დი­აგ­ნო­ზო ჩხი­რით ტარ­დე­ბა, რომ­ლებ­ზეც და­ტა­ნი­ლი ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი რე­აქ­ცი­ა­ში შე­დის შარ­დში არ­სე­ბულ მო­ლე­კუ­ლებ­თან და სწრა­ფად იც­­ვლის ფერს. ზოგ­ჯერ ამ მე­თო­დით გა­მოკ­ვლე­ვის
შე­­­­დე­­გე­­ბი უფ­რო რთუ­ლი, დახ­ვე­წი­ლი და სარ­წმუ­ნო მე­თო­­დე­ბით გა­და­მოწ­მდე­ბა. შე­იძ­ლე­ბა შარ­დის მიკ­როს­კო­პი­უ­ლი შეს­წავ­ლა, მას­ში სის­ხლის წი­თე­ლი ან თეთ­რი უჯ­რე­დე­ბის, კრის­ტა­ლე­ბის, ცი­ლინ­დრე­ბის (ცი­ლინ­დრე­ბი თირ­კმლე­ბის მი­ლა­კებ­ში ერ­თმა­ნეთ­ზე და­ლე­ქი­ლი უჯ­რე­დე­ბით და ცი­ლით იქ­მნე­ბა და შარ­დით გა­მო­ი­ყო­ფა) არ­სე­ბო­ბის და­სად­გე­ნად.
შარ­დში ცი­ლის არ­სე­ბო­ბა (პრო­ტე­ი­ნუ­რი­ა), რო­გორც წე­სი, სა­დი­აგ­ნო­ზო ჩხი­რის გა­მო­ყე­ნე­ბით დგინ­დე­ბა. გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზის მი­ხედ­ვით, ცი­ლა შე­საძ­ლოა მუდ­მი­ვად ან დრო­გა­მოშ­ვე­ბით გა­მო­ი­ყო­ფო­დეს შარ­დით. პრო­ტე­ი­ნუ­რია ხში­რად თირ­კმლე­ბის და­ა­ვა­დე­ბის ნი­შა­ნი­ა, მაგ­რამ ნორ­მა­შიც შე­იძ­ლე­ბა შეგ­ვხვდეს ინ­ტენ­სი­უ­რი ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვის, მა­გა­ლი­თად, მა­რა­თო­ნულ დის­ტან­ცი­ა­ზე სირ­ბი­ლის შემ­დეგ.
შარ­დში გლუ­კო­ზის არ­სე­ბო­ბაც (გლუ­კო­ზუ­რი­ა) შე­იძ­ლე­ბა დად­გინ­დეს სა­დი­აგ­ნო­ზო ჩხი­რის მეშ­ვე­ო­ბით. მი­სი ყვე­ლა­ზე ხში­რი მი­ზე­ზი შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­ა. ამა­ვე დროს, შარ­დში გლუ­კო­ზის არარ­სე­ბო­ბა სუ­ლაც არ ნიშ­ნავს, რომ ადა­მი­ანს დი­ა­ბე­ტი არა აქვს ან ეს და­ა­ვა­დე­ბა ადეკ­ვა­ტუ­რად იმარ­თე­ბა.
კე­ტო­ნე­ბის არ­სე­ბო­ბა შარ­დში ანუ კე­ტო­ნუ­რია აგ­რეთ­ვე სა­დი­აგ­ნო­ზო ჩხი­რის გა­მო­ყე­ნე­ბით დგინ­დე­ბა. ეს ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი მა­შინ წარ­მო­იქ­მნე­ბა, რო­ცა ორ­გა­ნიზ­მი ცხიმს შლის. შარ­დით გა­მო­ი­ყო­ფა შიმ­ში­ლის, ცუ­დად მარ­თუ­ლი შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტის დროს და, ზოგ­ჯერ, ალ­კო­ჰო­ლის დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით მი­ღე­ბის შემ­დეგ.
სის­ხლის არ­სე­ბო­ბა შარ­დში (ჰე­მა­ტუ­რი­ა) სა­დი­აგ­ნო­ზო ჩხი­რის გა­მო­ყე­ნე­ბი­თაც შე­იძ­ლე­ბა დად­გინ­დეს, მაგ­რამ და­დას­ტუ­რე­ბა შარ­დის მიკ­როს­კო­პი­უ­ლი შეს­წავ­ლით ან კვლე­ვის სხვა მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით ხდე­ბა. თუ შარდს სის­ხლის დი­დი რა­ო­დე­ნო­ბა შე­ე­რე­ვა, შარ­დი შე­უ­ი­ა­რა­ღე­ბე­ლი თვა­ლით შე­სამ­ჩნე­ვი მო­წი­თა­ლო ან მო­ყა­ვის­ფრო შე­ფე­რი­ლო­ბი­სა არის.
შარ­დით ნიტ­რი­ტე­ბის (ნიტ­რი­ტუ­რი­ა) გა­მო­ყო­ფაც სა­დი­აგ­ნო­ზო ჩხი­რის მეშ­ვე­ო­ბით შე­ის­წავ­ლე­ბა. ნიტ­რი­ტე­ბის მა­ღა­ლი დო­ნე სა­შარ­დე გზე­ბის ინ­ფექ­ცი­ა­ზე მი­უ­თი­თებს.
ლე­ი­კო­ცი­ტე­ბის ეს­თე­რა­ზის (ფერ­მენ­ტი, რო­მე­ლიც სის­ხლის ზო­გი­ერთ თეთრ უჯ­რედ­ში გვხვდე­ბა) შარ­დში აღ­მო­ჩე­ნაც ჩხი­რით ხდე­ბა. ეს ფერ­მენ­ტი სა­შარ­დე გზე­ბის ინ­ფექ­ცი­ით გა­მოწ­ვე­უ­ლი ან­თე­ბის ნი­შა­ნი­ა.
შარ­დის მჟა­ვი­ა­ნო­ბაც ჩხი­რით იზო­მე­ბა. მჟა­ვი­ა­ნო­ბის ცვლი­ლე­ბას ზო­გი­ერ­თი საკ­ვე­ბი ან ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის დის­ბა­ლან­სი, ან მე­ტა­ბო­ლუ­რი დარ­ღვე­ვე­ბი იწ­ვევს.
შარ­დის კონ­ცენ­ტრა­ცია (ოს­მო­ლა­ლო­ბა, ანუ ხვედ­რი­თი წო­ნა) მნიშ­ვნე­ლო­ვან­წი­ლად არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი ორ­გა­ნიზ­მის გა­უწყ­ლო­ე­ბა­ზე, მი­ღე­ბუ­ლი სითხ­ის რა­ო­დე­ნო­ბა­ზე და ა.შ. შარ­დის ხვედ­რი­თი წო­ნა სა­ყუ­რადღ­ე­ბო პა­რა­მეტ­რია თირ­კმლე­ბის ფუნ­ქცი­ის დარ­ღვე­ვის შე­ფა­სე­ბის­თვის. თირ­კმე­ლი შარ­დის კონ­ცენ­ტრი­რე­ბის უნარს მი­სი ფუნ­ქცი­უ­რი უკ­მა­რი­სო­ბის ად­რე­ულ სტა­დი­ა­ზე­ვე კარ­გავს. ამ ფუნ­ქცი­ის შეს­წავ­ლის ერ­თ-ერ­თი მე­თო­დის გა­მო­ყე­ნე­ბი­სას ადა­მი­ა­ნი 12-14 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში წყალს და სხვა სითხ­ე­ებს არ იღებს. სხვა მე­თო­დით კვლე­ვი­სას ან­ტი­დი­უ­რე­ზუ­ლი ჰორ­მო­ნი (ვა­ზოპ­რე­სი­ნი) შე­ჰ­­ყავთ ინექ­ცი­ით. ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში, სა­ბო­ლო­ოდ, შარ­დის ხვედ­რი­თი წო­ნა იზო­მე­ბა. ნორ­მა­ში შარ­დი საკ­მა­ოდ კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი უნ­და იყოს. თირ­კმლე­ბის ზო­გი­ერ­თი და­ა­ვა­დე­ბის დროს (მაგ., თირ­კმლის­მი­ე­რი უშაქ­რო დი­ა­ბე­ტი) შარ­დის კონ­ცენ­ტრი­რე­ბა ვერ ხდე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თირ­კმლე­ბის სხვა ფუნ­ქცი­ე­ბი დარ­ღვე­უ­ლი არ არის.
შარ­დში ნა­ლე­ქის არ­სე­ბო­ბა მიკ­როს­კო­პ­ით დგინ­დე­ბა და ინ­ფორ­მა­ცი­ას გვაწ­ვდის თირ­კმლე­ბის ან სა­შარ­დე გზე­ბის ამა თუ იმ და­ა­ვა­დე­ბის არ­სე­ბო­ბის თა­ო­ბა­ზე. ნორ­მა­ში შარ­დში მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით არის უჯ­რე­დე­ბი და სა­შარ­დე გზე­ბის ში­და ზე­და­პი­რი­დან ჩა­მოფ­ცქვნი­ლი ელე­მენ­ტე­ბი. თირ­კმლე­ბის ან სა­შარ­დე ტრაქ­ტის და­ა­ვა­დე­ბი­სას უფ­რო მე­ტი უჯ­რე­დი ჩა­მო­იფ­ცქვნე­ბა, რაც ნა­ლექს წარ­მოქ­მნის შარ­დის ცენ­ტრი­ფუ­გი­რე­ბის ან რა­ღაც პე­რი­ო­დით სინ­ჯა­რა­ში და­ყოვ­ნე­ბის შემ­დეგ.
შარ­დის მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მე­ბის
შეს­წავ­ლა
შარ­დის ბაქ­ტე­რი­ო­ლო­გი­უ­რი გა­მოკ­ვლე­ვის­თვის მას­ში არ­სე­ბუ­ლი მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მე­ბი ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში ხე­ლოვ­ნურ საკ­ვებ ნი­ა­დაგ­ზე იზ­რდე­ბა და სა­შარ­დე გზე­ბის ინ­ფექ­ცი­ის სა­დი­აგ­ნო­ზოდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. ეს ანა­ლი­ზი სტან­დარ­ტულ, ჩვე­უ­ლებ­რივ კვლე­ვებს არ გა­ნე­კუთ­ვნე­ბა. ანა­ლი­ზის­თვის შარ­დის ნი­მუ­ში სუფ­თად ან შარ­დის ბუშ­ტში ჩად­გმუ­ლი კა­თე­ტე­რი­დან უნ­და იქ­ნეს აღე­ბუ­ლი.
თირ­კმლე­ბის ფუნ­ქცი­უ­რი ტეს­ტე­ბი
შარ­დი­სა და სის­ხლის ანა­ლი­ზე­ბის მეშ­ვე­ო­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია თირ­კმლე­ბის ფუნ­ქცი­ის შე­ფა­სე­ბა. კრე­ა­ტი­ნი­ნის – ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლის ნარ­ჩე­ნი პრო­დუქ­ტის – რა­ო­დე­ნო­ბა სის­ხლში იზ­რდე­ბა, რო­ცა თირ­კმლებ­ში სის­ხლის ფილ­ტრა­ცი­ის სიჩ­ქა­რე მნიშ­ვნე­ლოვ­ნად არის შემ­ცი­რე­ბუ­ლი. კრე­ა­ტი­ნი­ნის­გან სის­ხლის გაწ­მენ­დის (კლი­რენ­სის) მი­ახ­ლო­ე­ბი­თი გა­მოთ­ვლა შე­საძ­ლე­ბე­ლია სის­ხლის ანა­ლი­ზის მეშ­ვე­ო­ბით, რაც უფ­რო ზუს­ტი მე­თო­დი­ა. ამი­სათ­ვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ფორ­მუ­ლა, რო­მე­ლიც კრე­ა­ტი­ნი­ნის რა­ო­დე­ნო­ბას აკავ­ში­რებს ადა­მი­ა­ნის ასაკ­თან, წო­ნა­სა და სქეს­თან. კრე­ა­ტი­ნი­ნის კლი­რენ­სის კი­დევ უფ­რო ზუს­ტად გა­მო­სათ­ვლე­ლად სა­ჭი­როა შარ­დის შეგ­რო­ვე­ბა დრო­ის გან­საზღ­ვრულ შუ­ა­ლე­დებ­ში და სის­ხლში ამ ნივ­თი­ე­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის გან­საზღ­ვრა. სის­ხლში შარ­დო­ვა­ნას (BUN) დო­ნეც ასა­ხავს თირ­კმლე­ბის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის ხა­რისხს, თუმ­ცა მის შემ­ცვე­ლო­ბა­ზე ბევ­რი სხვა ფაქ­ტო­რიც ახ­დენს გავ­ლე­ნას.

გა­მო­სა­ხუ­ლე­ბი­თი კვლე­ვე­ბი
რენ­ტგე­ნოგ­რა­ფია სა­შარ­დე გზე­ბის და­ა­ვა­დე­ბე­ბის დი­აგ­ნოს­ტი­კა­ში ნაკ­ლე­ბად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა.
ულ­ტრა­სო­ნოგ­რა­ფია ხში­რად პირ­ვე­ლი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბი­თი კვლე­ვა­ა, რომ­ლი­თაც იწყ­ე­ბენ სა­დი­აგ­ნო­ზო ძი­ე­ბას თირ­კმლე­ბის და­ა­ვა­დე­ბე­ბის არ­სე­ბო­ბა­ზე ეჭ­ვის გა­ჩე­ნის­თა­ნა­ვე. ის უსაფ­რთხოა თირ­კმლე­ბის ფუნ­ქცი­ის დაქ­ვე­ი­თე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც, არა­ინ­ვა­ზი­უ­რი­ა, უმ­ტკივ­ნე­უ­ლო­ა, არ სა­ჭი­რო­ებს სა­კონ­ტრას­ტო ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას. ულ­ტრაბ­გე­რა თირ­კმლე­ბის ფუნ­ქცი­ის შე­სა­ხებ არა­პირ­და­პირ ინ­ფორ­მა­ცი­ას გვაწ­ვდის, ძა­ლი­ან კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბაა თირ­კმლე­ბის ზო­მის, მდე­ბა­რე­ო­ბის და­სად­გე­ნად, ობ­სტრუქ­ცი­ის, სტრუქ­ტუ­რუ­ლი ანო­მა­ლი­ე­ბის აღ­მო­სა­ჩე­ნად. თირ­კმლე­ბის სიმ­სივ­ნე­ე­ბის დი­აგ­ნოს­ტი­კა­ში ის კომ­პი­უ­ტე­რულ ტო­მოგ­რა­ფი­ა­ზე ნაკ­ლე­ბად ზუს­ტი­ა. ულ­ტრაბ­გე­რა გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ბი­ოფ­სი­ის დროს, თირ­კმლე­ბის ქსო­ვი­ლის ასა­ღე­ბად სა­უ­კე­თე­სო ად­გი­ლის შე­სარ­ჩე­ვად.
სა­შარ­დე გზებ­ში კენ­ჭე­ბის აღ­მო­ჩე­ნა ულ­ტრა­სო­ნოგ­რა­ფი­უ­ლი კვლე­ვით შე­საძ­ლე­ბე­ლი­ა, მაგ­რამ 5 მი­ლი­მეტ­რზე მცი­რე ზო­მის წარ­მო­ნაქ­მნე­ბი ამ მე­თო­დის გა­მო­ყე­ნე­ბი­სას არ ჩანს. თუ სა­ვა­რა­უ­დო­ა, რომ შარ­დის ბუშ­ტი სრუ­ლად არ იც­ლე­ბა, ულ­ტრაბ­გე­რა გა­მო­ი­ყე­ნე­ბა მო­შარ­დვის შემ­დეგ ბუშ­ტში ნარ­ჩე­ნი შარ­დის რა­ო­დე­ნო­ბის და­სად­გე­ნად. შარ­დის ბუშ­ტის სიმ­სივ­ნე­ე­ბის სა­დი­აგ­ნო­ზოდ ულ­ტრა­სო­ნოგ­რა­ფი­ა, კომ­პი­უ­ტე­რულ ტო­მოგ­რა­ფი­ას­თან შე­და­რე­ბით, ნაკ­ლე­ბად ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი­ა.
კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია (კტ) თირ­კ­მე­ლ­ში მო­ცუ­ლო­ბი­თი წარ­მო­ნაქ­მნე­ბის გა­მო­­სა­კ­­ვლე­ვად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. სპი­რა­ლუ­რი კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფი­ის დროს პა­ცი­ენ­ტი სკა­ნერ­ში გა­მუდ­მე­ბით მოძ­რა­ობს, რაც ზო­გი­ერ­თი ნა­წი­ლის უფ­რო თვალ­სა­ჩი­ნოდ წარ­მო­ჩე­ნი­სა და პრო­ცე­დუ­რის უფ­რო ნაკ­ლებ დრო­ში დას­რუ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა. სპი­რა­ლუ­რი კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია სა­კონ­ტრას­ტო ნივ­თი­ე­რე­ბის გა­რე­შე გა­მო­ი­ყე­ნე­ბა თირ­კმლე­ბის კენ­ჭო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბის არ­სე­ბო­ბა­ზე ეჭ­ვის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად, სხვა შემ­თხვე­ვა­ში იმის სას­წრა­ფოდ და­სად­გე­ნად ხომ არ გა­მო­იწ­ვია ტრავ­მამ თირ­კმელ­ში ან მის მიმ­დე­ბა­რე ქსო­ვი­ლებ­ში სის­ხლჩაქ­ცე­ვა. სა­კონ­ტრას­ტო ნივ­თი­ე­რე­ბა ხში­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ამ მე­თო­დით კვლე­ვი­სას. მი­სი ინ­ტრა­ვე­ნუ­რი გზით შეყ­ვა­ნი­სას თირ­კმლე­ბის არ­ტე­რი­ე­ბი და ვე­ნე­ბი, ზო­გი­ერ­თი სიმ­სივ­ნე (მაგ., თირ­კმე­ლუჯ­რე­დო­ვა­ნი კი­ბო) და პო­ლი­ცის­ტუ­რი თირ­კმლე­ბის სტრუქ­ტუ­რე­ბი უფ­რო ზუს­ტად ჩანს გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა­ზე. სა­კონ­ტრას­ტო ნივ­თი­ე­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბი­სას შე­საძ­ლე­ბე­ლია ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცია ან, იშ­ვი­ა­თად, თირ­კმლე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა.
მაგ­ნი­ტურ­-რე­ზო­ნან­სუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია (მრტ) თი­რ­კმლე­ბის, მის გარ­შე­მო არ­სე­ბუ­ლი სტრუ­ქ­­ტუ­რე­ბი­სა და სის­ხლძარ­ღვე­ბის სამ­გან­ზო­­მი­ლე­ბი­ან გა­მო­სა­ხუ­ლე­ბას იძ­ლე­ვა. მრტ-ის მეშ­­ვე­ო­ბით შე­იძ­ლე­ბა სიმ­სივ­ნე­ე­ბი­სა და ცის­ტე­ბის ერ­თმა­ნე­თის­გან გარ­ჩე­ვა. გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის მე­ტი სი­ზუს­ტის­თვის, პა­რა­მაგ­ნი­ტუ­რი სა­კონ­ტრას­ტო ნივ­თი­ე­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, შე­საძ­ლოა თირ­კმლე­ბის სის­ხლძარ­ღვე­ბის და­ა­ვა­დე­ბე­ბის ამოც­ნო­ბა. თუ ამ გა­მოკ­ვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბაა სა­ჭი­რო, მაგ­რამ მა­ღა­ლია სა­კონ­ტრას­ტო ნივთი­ე­რე­ბა­ზე ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ალ­ბა­თო­ბა, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფი­ის ნაც­ვლად მაგ­ნი­ტურ­-რე­ზო­ნან­სუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია გა­მო­ი­ყე­ნე­ბა.
ინ­ტრა­ვე­ნუ­რი უროგ­რა­ფი­ის (ი­ვუ ან ინ­ტრა­ვე­ნუ­რი პი­ე­ლოგ­რა­ფია – ივპ) დროს სა­კონ­ტრას­ტო ნივ­თი­ე­რე­ბა ვე­ნი­დან შე­იყ­ვა­ნე­ბა და შემ­დეგ ხდე­ბა თირ­კმლე­ბის, შარ­დსაწ­ვე­თე­ბი­სა და შარ­დსა­დე­ნის რენ­ტგე­ნით გა­და­ღე­ბა. რო­გორც წე­სი, ამ კვლე­ვის ნაც­ვლად ულ­ტრაბ­გე­რა, კტ ან მრტ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. თუმ­ცა­ღა, ივუ­-ით მი­ღე­ბულ გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა­ზე შარ­დსაწ­ვე­თე­ბის მცი­რე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, თირ­კმლე­ბის ზო­გი­ერ­თი სტრუქ­ტუ­რუ­ლი ანო­მა­ლია უფ­რო ზუს­ტად შე­იძ­ლე­ბა გა­მოჩ­ნდეს. კვლე­ვის ამ მე­თოდს იყე­ნე­ბენ, თუ პა­ცი­ენტს სის­ხლი­ა­ნი შარ­დვა აქვს, მათ შო­რის მა­ში­ნაც, რო­ცა სის­ხლი შე­უ­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი თვა­ლით არ ჩანს. ივუ შე­იძ­ლე­ბა ჩა­ტარ­დეს შარ­დსაწ­ვე­თე­ბის ან სა­შარ­დე გზე­ბის სხვა ნა­წი­ლის სიმ­სივ­ნე­ზე ეჭ­ვის არ­სე­ბო­ბი­სას. სა­კონ­ტრას­ტო ნივ­თი­ე­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბი­სას შე­საძ­ლე­ბე­ლია ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცია ან, იშ­ვი­ა­თად, თირ­კმლე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა.
ცის­ტო­უ­რეთ­როგ­რა­ფი­ის დროს ივუ­-ის­თვის გა­მო­სა­ყე­ნე­ბუ­ლი სა­კონ­ტრას­ტო ნივ­თი­ე­რე­ბის მსგავ­სი ნივ­თი­ე­რე­ბა შეჰ­ყავთ შარ­დის ბუშ­ტში, რის შემ­დე­გაც შარ­დვის დროს და შარ­დვის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე რენტ­გე­ნით იღე­ბენ სუ­რა­თებს. ამ მე­თოდს მიქ­ცი­უ­რი ცის­ტო­უ­რეთ­როგ­რა­ფია ეწო­დე­ბა. ის გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მო­სა­დე­გია სა­შარ­დე გზე­ბის ხში­რი, გან­მე­ო­რე­ბი­თი ინ­ფექ­ცი­ე­ბის დროს, თუმ­ცა­ღა მას თა­ვა­დაც შე­უძ­ლია და­ინ­ფი­ცი­რე­ბის მი­ზე­ზი

გახ­დეს. სა­კონ­ტრას­ტო ნივ­თი­ე­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­დე­გად შე­საძ­ლოა ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცი­ა, იშ­ვი­ა­თად – თირ­კმლე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა.
რა­დი­ო­ნუკ­ლი­დუ­რი კვლე­ვი­სას რა­დი­ო­აქ­ტი­უ­რი ნი­ვ­თი­ე­რე­ბის ორ­გა­ნიზ­მში შეყ­ვა­ნის შემ­დეგ მი­სი გა­მოს­ხი­ვე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­მა-­კა­მე­რით ფიქ­სირ­დე­ბა და თირ­კმლე­ბის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა მი­ი­ღე­ბა. ამ კვლე­ვის ერ­თ-ერ­თი სა­ხე­ო­ბა (რე­ნოგ­რა­ფი­ა) თირ­კმელ­ში სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვას შე­ის­წავ­ლის. ეს მე­თო­დი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა თირ­კმლებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა პა­თო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბე­ბის დი­აგ­ნოს­ტი­კის­თვის.
ან­გი­ოგ­რა­ფი­ის დროს სა­კონ­ტრას­ტო ნივ­თი­ე­რე­ბა არ­ტე­რი­ა­ში შეჰ­ყავთ. იმის გა­მო, რომ კა­თე­ტე­რი არ­ტე­რი­ა­ში უნ­და ჩა­იდ­გას, ხო­ლო ნივ­თი­ე­რე­ბის ხსნა­რი დი­დი წნე­ვით უნ­და შე­ვი­დეს, ამ კვლე­ვას, სხვებ­თან შე­და­რე­ბით, რის­კე­ბის ალ­ბა­თო­ბა უფ­რო მა­ღა­ლი აქვს. შე­სა­ბა­მი­სად, ის მხო­ლოდ გან­სა­კუთ­რე­ბულ შემ­თხვე­ვებ­ში გა­მოი­ყე­ნე­ბა (მაგ., ბა­ლო­ნურ ან­გი­ოპ­ლას­ტი­კამ­დე და შემ­დეგ, სტენ­ტის ჩა­სა­ყე­ნებ­ლად). ამ ჩა­რე­ვის მი­ზა­ნია რო­მე­ლი­მე თირ­კმლის არ­ტე­რი­ის გამ­ტა­რო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა ან დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა ამ სის­ხლძარ­ღვე­ბის შე­სა­ხებ ქი­რურ­გი­ულ ჩა­რე­ვამ­დე. ან­გი­ოგ­რა­ფი­ის გარ­თუ­ლე­ბე­ბი­ა: სა­ი­ნექ­ციო არ­ტე­რი­ე­ბის და მე­ზო­ბე­ლი ორ­გა­ნო­ე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა, სის­ხლდე­ნა და რე­აქ­ცია სა­კონ­ტრას­ტო ნივ­თი­ე­რე­ბა­ზე.

ცის­ტოს­კო­პია
ცის­ტოს­კო­პია ენ­დოს­კო­პი­ის ერ­თ-ერ­თი სა­ხე­ო­ბა­ა, ის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა შარ­დის ბუშ­ტი­სა და შარ­დსა­დე­ნის ზო­გი­ერ­თი და­ა­ვა­დე­ბის დი­აგ­ნოს­ტი­კა­ში. ცის­ტოს­კო­პი დრე­კა­დი მი­ლი­ა, მი­სი დი­ა­მეტ­რი დაახ­ლო­ე­ბით ფან­ქრის დი­ა­მეტ­რის ტო­ლი­ა, სიგ­რძე 30-150 სან­ტი­მეტ­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს, თუმ­ცა მხო­ლოდ 15-30 სან­ტი­მეტ­რი შეჰ­ყავთ შარ­დსა­დენ­სა და შარ­დის ბუშ­ტში. ცის­ტოს­კო­პე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას აქვს სი­ნათ­ლის წყა­რო და მცი­რე ზო­მის კა­მე­რა, რომ­ლი­თაც შე­საძ­ლე­ბე­ლია შარ­დის ბუშ­ტი­სა და შარ­დსა­დე­ნის შიგ­ნი­დან დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა. ბევრ ცის­ტოს­კოპს წვერ­ზე პა­ტა­რა საკ­ვე­თი მოწყ­ო­ბი­ლო­ბაც აქვს შარ­დის ბუშ­ტის შიგ­ნი­თა ზე­და­პი­რი­დან ქსო­ვი­ლის ნი­მუ­შის ასა­ღე­ბად (ბი­ოფ­სი­ა). ცის­ტოს­კო­პია უმ­ნიშ­ვნე­ლო დის­კომ­ფორტს იწ­ვევს და პა­ცი­ენ­ტის და­ძი­ნე­ბა არ არის სა­ჭი­რო. პრო­ცე­დუ­რამ­დე, რო­გორც წე­სი, შარ­დსა­დენ­ში ანეს­თე­ზი­ის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რი გე­ლი შეჰ­ყავთ. შე­საძ­ლო გარ­თუ­ლე­ბე­ბი­ა: სის­ხლი­ა­ნი შარ­დვა, იშ­ვი­ა­თად – შარ­დის ბუშ­ტის გახ­ვრე­ტა.
ქსო­ვი­ლი­სა და უჯ­რე­დე­ბის
ნი­მუ­შე­ბის აღე­ბა
თირ­კმლე­ბის ბი­ოფ­სი­ის დროს იკ­ვე­თე­ბა ორ­­­­გა­­ნოს ქსო­ვი­ლის ნა­წი­ლი და მიკ­როს­კო­პით შე­­ის­­წავ­­ლე­ბა. ეს კვლე­ვა ძი­რი­თა­დად იმ და­ა­ვა­დე­­ბე­ბის სა­დი­აგ­ნო­ზოდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, რომ­ლე­ბიც თირ­კმელ­ში გლო­მე­რუ­ლებს აზი­ა­ნებს. ის გა­მო­სა­დე­გია თირ­კმლე­ბის მი­ლა­კე­ბის და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი­სა და თირ­კმლე­ბის მწვა­ვე უკ­მა­რი­სო­ბის გა­მომ­წვე­ვი უჩ­ვე­უ­ლო მი­ზე­ზე­ბის და­სად­გე­ნად. ბი­ოფ­სია ზოგ­ჯერ გა­და­ნერ­გილ თირ­კმელ­ზე ტარ­დე­ბა იმის გა­სარ­კვე­ვად, ხომ არ ცდი­ლობს იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა გა­და­ნერ­გი­ლი ორ­გა­ნოს მო­ცი­ლე­ბას.
პრო­ცე­დუ­რის დროს ადა­მი­ა­ნი მუ­ცელ­ზე წევს და ზუ­რ­გზე, თირ­კმლე­ბის უკან, კან­სა და კუნ­­თებ­ში ად­გი­ლო­ბ­­რი­ვი სა­ა­ნეს­თე­ზიო სა­შუ­ა­ლე­­ბა შეჰ­ყავთ. იმის­თვის, რომ ექიმ­მა ზუს­ტად და­უ­მიზ­ნოს ნემ­სი გლო­მე­რუ­ლე­ბის შემ­ცველ ნაწილს ისე, რომ დიდი სის­ხლძარ­ღვი არ დაა­ზი­ა­­ნოს, გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად ულ­ტრა­სო­ნო­გ­რა­ფია ან კტ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. ნემ­სი კა­ნის გავ­ლით თირ­კმელ­ში შე­იყ­ვა­ნე­ბა. ეს პრო­ცე­დუ­რა არ არის რე­­კო­­მენ­­დე­ბუ­ლი მა­ღა­ლი არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვის, სი­ს­­ხლის შე­­დე­­დე­­ბის დარ­­ღვე­ვის, სა­შარ­დე გზე­ბის მწვა­ვე ინ­ფექ­ცი­ის ან მხო­ლოდ ცა­ლი თირ­­კმლის მქო­ნე (გარ­და გა­და­ნერ­გი­ლი თირ­კმლე­ბი­სა) პა­­ცი­­ენ­ტე­ბის­თვის. მო­სა­ლოდ­ნე­ლი გარ­­თუ­ლე­ბე­ბი­ა: სის­ხლი­ა­ნი შარ­დვა, სის­ხლდე­ნა თირ­კმლე­ბის მიმ­დე­ბა­რე ქსო­ვი­ლე­ბი­დან, მცი­რე არ­ტე­რი­ო­ვე­ნუ­რი ხვრელ­მი­ლე­ბის (ა­ნო­მა­ლი­უ­რი კავ­ში­რი მცი­რე ზო­მის ვე­ნებ­სა და არ­ტე­რი­ებს შო­რის) ფორ­მი­რე­ბა თირ­კმელ­ში.
შარ­დის ცი­ტო­ლო­გია გუ­ლის­ხმობს შარ­დის მიკ­როს­კო­პი­ულ შეს­წავ­ლასA სიმ­სივ­ნუ­რი უჯ­რე­დე­ბის აღ­მო­სა­ჩე­ნად. კვლე­ვის ეს სა­ხე გა­მო­ი­ყე­ნე­ბა თირ­კმლე­ბი­სა და სა­შარ­დე გზე­ბის სიმ­სივ­ნე­ე­ბის სა­დი­აგ­ნო­ზოდ, აგ­რეთ­ვე სიმ­სივ­ნის სკრი­ნინ­გის­თვის ამ და­ა­ვა­დე­ბის მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბის მქო­ნე პი­რებს შო­რის (მწე­ვე­ლე­ბი, ბენ­ზი­ნის წარ­მო­ე­ბა­ში მო­მუ­შა­ვე­ნი, აგ­რეთ­ვე ის პა­ცი­ენ­ტე­ბი, რომ­ლებ­საც სის­ხლი­ა­ნი შარ­დვა აქვთ ტკი­ვი­ლის გა­რე­შე). შარ­დის ბუშ­ტის ან თირ­კმლე­ბის სიმ­სივ­ნის ამოკ­ვე­თის შემ­დეგ ეს კვლე­ვა გან­მე­ო­რე­ბით ტარ­დე­ბა დაკ­ვირ­ვე­ბის­თვის. ისიც ხაზ­გა­სას­მე­ლი­ა, რომ ზოგ­ჯერ კვლე­ვის შე­დე­გი სიმ­სივ­ნის არ­სე­ბო­ბა­ზე მი­უ­თი­თებს მა­შინ, რო­ცა ის სი­ნამ­დვი­ლე­ში არ არის, ან პი­რი­ქით, შე­დე­გი უარ­ყო­ფი­თია სიმ­სივ­ნის არ­სე­ბო­ბი­სას, იმ შემ­თხვე­ვებ­ში, რო­ცა სიმ­სივ­ნე ახ­ლად არის წარ­მოქ­მნი­ლი ან ნე­ლა იზ­რდე­ბა.

 

თირ­კმლე­ბი­სა და სა­შარ­დე გზე­ბის და­ა­ვა­დე­­­ბებ­მა შე­საძ­ლოა და­ა­ზი­ა­ნოს ერ­თი ან ორი­ვე თირ­­კმე­ლი, ერ­თი ან ორი­ვე შარ­დსაწ­ვე­თი, შარ­დის ბუშ­ტი ან შარ­დსა­დე­ნი.

 

წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი.

გამომცემლობა პალიტრა L

 

#datashvil

#drpkhakadze

#SheniEkimi.ge

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
16 საუკეთესო აქტივობა მალიორკაზე, ესპანეთში

16 საუკეთესო აქტივობა მალიორკაზე, ესპანეთში

23 November, 2024
ბავშვთა უფლებების დაცვა სამედიცინო დაწესებულებებსა და ჰოსპიტლებში

ბავშვთა უფლებების დაცვა სამედიცინო დაწესებულებებსა და ჰოსპიტლებში

ნოემბერი 25, 2024
დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება

დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება

22 ნოემბერი 2024
როგორ შევქმნათ საახალწლო გარემო ჩვენს ოჯახში

როგორ შევქმნათ საახალწლო გარემო ჩვენს ოჯახში

ნოემბერი 25, 2024
როცა ღორი უხალისოდ ჭამს – რას უნდა მიაქციოთ ყურადღება

როცა ღორი უხალისოდ ჭამს – რას უნდა მიაქციოთ ყურადღება

ნოემბერი 22, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
მიცუ ციხე-სოფელი – ის ხევსურეთის საიმედო მცველი იყო

მიცუ ციხე-სოფელი – ის ხევსურეთის საიმედო მცველი იყო

ნოემბერი 22, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
რა ჩავიცვათ ახალი წლის ყველაზე ჯადოსნურ ღამეს

რა ჩავიცვათ ახალი წლის ყველაზე ჯადოსნურ ღამეს

ნოემბერი 24, 2024
პიზის კოშკის საიდუმლო: როგორ ინარჩუნებს დახრილობას საუკუნეების განმავლობაში?

პიზის კოშკის საიდუმლო: როგორ ინარჩუნებს დახრილობას საუკუნეების განმავლობაში?

25 ნოემბერი 2024
ანრი ჯოხაძის კონცერტი 12 დეკემბერს ფილარმონიაში გაიმართება

ანრი ჯოხაძის კონცერტი 12 დეკემბერს ფილარმონიაში გაიმართება

ნოემბერი 25, 2024
რაჯდება ტექნოლოგიური გიგანტების CEO-ების დაცვა

რაჯდება ტექნოლოგიური გიგანტების CEO-ების დაცვა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები