სამშაბათი, აპრილი 1, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისიახლეებიშაქრიანი დიაბეტი | ის, რაც უნდა ვიცოდეთ...

შაქრიანი დიაბეტი | ის, რაც უნდა ვიცოდეთ…

შაქრიანი დიაბეტი   სისხლში შაქრის (გლუკოზის) დონის მატებით მიმდინარე ქრონიკული, მეტაბოლური დაავადებაა. ხასიათდება სისხლში გლუკოზის დონის მატებით. 

შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 – ავტოიმუნური დაავადებაა. ყველაზე ხშირად ბავშვებს და მოზარდებს ემართებათ. ახასიათებს მკვეთრად გამოვლენილი სიმპტომატიკა, საკმაოდ აგრესიული მიმდინარეობა. ამ დროს ორგანიზმი შეცდომით ებრძვის საკუთარ ქსოვილებს და ანადგურებს ინსულინის გამომამუშავებელ უჯრედებს პანკრეასში. შედეგად ეს ჰორმონი საჭიროზე გაცილებით ნაკლები ოდენობით ან სრულებით აღარ წარმოიქმნება. ეს კი  სიცოცხლისთვის ძალიან საშიშია. ინსულინის არარსებობის დროს ვითარდება  ჰიპერგლიკემია, რაც იწვევს სისხლძარღვების, გულის, თირკმლების, თვალის, ნერვული სისტემის მძიმე ხარისხის დაზიანებებს. ხშირად ვითარდება ჯანმრთელობისთვის სახიფათო მდგომარეობა-კეტოაციდოზი.

ტიპი 1-ის მკურ­ნა­ლო­ბა ხდე­ბა მხო­ლოდ ინ­სუ­ლი­ნის სა­შუ­ა­ლე­ბით.

სიმპტომები:
  • წყურვილისა და შიმშილის გამძაფრებული შეგრძნება
  • ხშირი შარდვა
  • საერთო სისუსტე
  • წონაში უმიზეზოდ კლება
  • მხედველობის დაქვეითება
  • პირის სიმშრალე

ტიპი ორი დიაბეტი უმეტესად მოწიფულ და ასაკოვან პირებს ემართებათ. პრედიაბეტის ფაზაში ადამიანს შეიძლება არ ჰქონდეს გამოხატული სიმპტომები, თუმცა შემდეგ, როდესაც ორგანიზმს ხვდება რაიმე ტიპის სტრესი, მაგალითად ინფარქტი, ინსულტი, თავის ტვინის სისხლძარღვოვანი პრობლემები, ამის ფონზე გამოვლინდეს. ნებისმიერი ინფექციის დროს, მაგალითად – კოვიდის დროსაც ხდება მისი გამოვლენა.

მეორე ტიპის დიაბეტს აქვს ორი ძირითადი გამომწვევი მიზეზი:  

  • უჯრედები სხვადასხვა ქსოვილებში არიან რეზისტენტულები ინსულინის მიმართ, რაც ნიშნავს რომ ორგანიზმში მიუხედავად იმისა რომ არის საკმარისი რაოდენობით ინსულინი უჯრედები ვერ აღიქვამენ ამ ჰორმონს, რომელიც მათ  როგორც წესი გლუკოზის ათვისებაში ეხმარება. შესაბამისად ინსულინის რეზისტენტობის დროს ვერ ხდება ორგანიზმის მიერ გლუკოზის ეფექტური მოხმარება და სისხლში რჩება აუთვისებელი გლუკოზის მაღალი დონე.
  • პანკრეასი გარკვეული მიზეზების გამო ვერ წარმოქმნის საკმარისი რაოდნეობით ინსულინს სისხლში გლუკოზის ნორმალური დონის შენარჩუნებისთვის.

შესაძლოა, დიდი ხნის მანძილზე უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს. ზოგჯერ დიაგნოზს შემთხვევით, რიგითი გამოკვლევის შედეგად სვამენ. დიდი მნიშვნელობა აქვს დაავადების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენას.

სიმპტომები:
  • შიმშილის აუტანლობა
  • ხელების და შინაგანი კანკალი
  • შინაგანი აფორიაქება
  • წონაში უმიზეზოდ მატება,
  • ტკბილზე გაძლიერებული მოთხოვნა
  • საკვებზე დამოკიდებულება
READ  ენერგეტიკული სასმელების სახიფათო ზემოქმედება

რისკფაქტორებს მიეკუთვნება:

ჭარბი წონა ყველაზე მნიშვნელოვანი რისკფაქტორია. რაც უფრო დიდია სხეულის მასა, მით უფრო ძლიერია უჯრედების რეზისტენტობა ინსულინის მიმართ;

დიაბეტი ტიპი 2-ის რისკი ასაკთან ერთად იმატებს, განსაკუთრებით – 45 წლიდან.

რისკი იმატებს, თუ თქვენს რომელიმე მშობელს ან დედმამიშვილს დიაბეტი აქვს;

რისკს ზრდის უმოძრაო ცხოვრების წესი. საფრთხე მოიკლებს, კვირაში 4-5 დღე 30-60 წუთს ფიზიკურ აქტიურობას თუ დაუთმობთ;

მაღალკალორიული, ცხიმიანი და ქოლესტეროლის შემცველი პროდუქტები ზრდის სიმსუქნის და მასთან ერთად  დიაბეტის რისკსაც, უჯრედისით მდიდარი, ცხიმით, მარილით, შაქრით ღარიბი რაციონი ამცირებს. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საკვების შემადგენლობა, არამედ ულუფების ზომაც;

ათიდან 4-6 ქალს, რომელსაც გესტაციური დიაბეტი ჰქონდა, მომდევნო 15 წლის განმავლობაში დიაბეტი ტიპი 2 უვლინდება;

დიაბეტის რისკი იმატებს ქალებთან, რომელთა ნაყოფის წონა 4 კგ-ს აღემატება;

სისხლში მაღალი სიმკვრივის ქოლესტეროლის კლება და დაბალი სიმკვრივის ქოლსტეროლის მატება.

ამ კრიტერიუმთაგან ორზე მეტი თუ დადებითია, დროა, დიაბეტის პრევენციაზე იზრუნოთ.

დიაბეტზე მიანიშნებს:

  • შიმშილის გაძლიერებული შეგრძნება;
  • წყურვილის გაძლიერებული შეგრძნება;
  • შარდვის გახშირება;
  • წონის უმიზეზო კლება;
  • დაღლილობა და ძილიანობა;
  • მხედველობის დაბინდვა;
  • ჭრილობებისა და წყლულების შეხორცების, სისხლჩაქცვების გაქრობის გაჭიანურება;
  • ხელებისა და ფეხების დაბუჟება, ჩხვლეტა;
  • კანის, ღრძილების, შარდის ბუშტის, საშოს ინფექციების ხშირი გამწვავება.
  • დიაბეტი ტიპი 2 შესაძლოა სხვა ნიშნებითაც გამოიხატოს: კისერზე და იღლიის ფოსოში კანის გამუქებით, მაღალი არტერიული წნევით, ქოლესტეროლის ცვლის დარღვევით, სოკოვანი ინფექციებით, ქალებთან – მენსტრუალური ციკლის მოშლით.

ზო­გა­დი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი დი­ა­ბე­ტი­ა­ნი პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის ყო­ველ­თვის ერთი და იგი­ვეა: მეტი ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ონ სა­კუ­თარ ჯან­მრთე­ლო­ბას, პე­რი­ო­დუ­ლად იკონ­ტრო­ლონ გლი­კე­მი­ე­ბი, რე­გუ­ლა­რუ­ლად მი­მარ­თონ ენ­დოკ­რი­ნო­ლოგს და შე­ას­რუ­ლონ მისი მი­თი­თე­ბე­ბი. და­ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში დრო­უ­ლად და­უ­კავ­შირ­დნენ ენ­დოკ­რი­ნო­ლოგს, სა­სურ­ვე­ლია, გლუ­კო­ზას­თან ერ­თად, გა­ი­კონ­ტრო­ლონ სის­ხლში კე­ტოს­ხე­უ­ლე­ბი, თუ მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის ფონ­ზე გლი­კე­მი­ე­ბი რჩე­ბა ნორ­მა­ლუ­რი ან ქვე­ით­დე­ბა, ეს ყო­ველ­თვის კარ­გის მო­მას­წა­ვე­ბე­ლი არ არის. დი­ა­ბე­ტი­ან­მა პა­ცი­ენ­ტმა უნდა იცო­დეს, რომ თირკმლის და ღვიძ­ლის ფუნ­ქცი­ის დაქ­ვე­ი­თე­ბა იწ­ვევს შაქ­რის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის ნორ­მა­ლი­ზე­ბას ან დაქ­ვე­ი­თე­ბა­საც კი. 

READ  სელის თესლის სასარგებლო თვისებები

#datashvil

#drpkhakadze

#SheniEkimi.ge

 

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
საუკეთესო დრო მონტენეგროში სამოგზაუროდ

საუკეთესო დრო მონტენეგროში სამოგზაუროდ

31 March, 2025
ტყვია, როგორც გლობალური პრობლემა

ტყვია, როგორც გლობალური პრობლემა

მარტი 31, 2025
შოთა გორგოძე მას ფრთხილად მიუახლოვდა, ჩანთა გამოგლიჯა და შიგნით ხელყუმბარა იპოვა – როგორ გადაარჩინა პატრიარქი გენერალმა

შოთა გორგოძე მას ფრთხილად მიუახლოვდა, ჩანთა გამოგლიჯა და შიგნით ხელყუმბარა იპოვა – როგორ გადაარჩინა პატრიარქი გენერალმა

1 აპრილი 2025
სწორი პოზიცია ლეპტოპთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

სწორი პოზიცია ლეპტოპთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

მარტი 31, 2025
რა ცვლილებები ამოქმედდება პირველი აპრილიდან?

რა ცვლილებები ამოქმედდება პირველი აპრილიდან?

მარტი 31, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
ფიტარეთის მონასტერი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის ღრმა ხეობაში, ულამაზესი ფოთლოვანი ტყეებით გარემოცულ ადგილას მდებარეობს

ფიტარეთის მონასტერი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის ღრმა ხეობაში, ულამაზესი ფოთლოვანი ტყეებით გარემოცულ ადგილას მდებარეობს

მარტი 31, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
რუსკა მაყაშვილის ახალი სახლი და ახალი ცხოვრება

რუსკა მაყაშვილის ახალი სახლი და ახალი ცხოვრება

მარტი 31, 2025
ტურუსტული ადგილები სიდნეიში, რომლებიც იქ ყოფნისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ

ტურუსტული ადგილები სიდნეიში, რომლებიც იქ ყოფნისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ

31 მარტი 2025
ისნის რაიონში, თეოფანე დავითაიას ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

ისნის რაიონში, თეოფანე დავითაიას ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

მარტი 31, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები

LIVE