ორშაბათი, ნოემბერი 25, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარისხვა-ამბებიევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა

ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა

ევროკომისია რეკომენდაციით მიმართავს ევროპულ საბჭოს, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს.

„საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რადგან ნამდვილად იქნა გადადგმული ნაბიჯები. გილოცავთ.

ევროკომისიის მხრიდან არის რეკომენდაცია, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი იმ თვალსაზრისით, რომ უნდა განხორციელდეს ზოგიერთი რეფორმა. სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის სურვილს, რომ ისინი გახდნენ ევროკავშირის წევრები. აღნიშნული მისწრაფებები უფრო კარგად უნდა იყოს გათავისებული ხელისუფლების მხრიდან, მოხდეს უფრო მეტი ჩართულობა ოპოზიციასთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. პროგრესია მისაღწევი მთავრობის მხრიდან 12 პრიორიტეტზე, რომელიც დადგინდა გასულ წელს. ევროკომისია აღიარებს რიგ პოზიტიურ ნაბიჯებს, მაგალითად, ოპოზიციის მონაწილეობას საპარლამენტო მუშაობაში. განხორციელდა სამოქმედო გეგმა დეოლიგარქიზაციაზე, ჩამოყალიბდა ანტიკორუფციული ბიურო და ა.შ. შესაბამისად, კომისია იძლევა რჩევას, საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ევროპული საბჭო საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას დეკემბერში მიიღებს.

ბლოკში გაერთიანებისკენ ამ დროისთვის 10 ქვეყანა ისწრაფვის: საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, ალბანეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, კოსოვო, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი და თურქეთი. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი 8 ქვეყანას აქვს მინიჭებული: უკრაინას, მოლდოვას, ალბანეთს, ბოსნია-ჰერცეგოვინას, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიას, სერბეთსა და თურქეთს.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 2022 წლის მარტში განაცხადა, რომ საქართველომ მიმართა ევროკავშირს წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. იმავე წლის 3 მარტს კი წევრობაზე საქართველოს ოფიციალურ განაცხადს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა.

#datashvil

SheniEkimi.ge

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
16 საუკეთესო აქტივობა მალიორკაზე, ესპანეთში

16 საუკეთესო აქტივობა მალიორკაზე, ესპანეთში

23 November, 2024
ბავშვთა უფლებების დაცვა სამედიცინო დაწესებულებებსა და ჰოსპიტლებში

ბავშვთა უფლებების დაცვა სამედიცინო დაწესებულებებსა და ჰოსპიტლებში

ნოემბერი 25, 2024
დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება

დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება

22 ნოემბერი 2024
როგორ შევქმნათ საახალწლო გარემო ჩვენს ოჯახში

როგორ შევქმნათ საახალწლო გარემო ჩვენს ოჯახში

ნოემბერი 25, 2024
როცა ღორი უხალისოდ ჭამს – რას უნდა მიაქციოთ ყურადღება

როცა ღორი უხალისოდ ჭამს – რას უნდა მიაქციოთ ყურადღება

ნოემბერი 22, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
მიცუ ციხე-სოფელი – ის ხევსურეთის საიმედო მცველი იყო

მიცუ ციხე-სოფელი – ის ხევსურეთის საიმედო მცველი იყო

ნოემბერი 22, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
რა ჩავიცვათ ახალი წლის ყველაზე ჯადოსნურ ღამეს

რა ჩავიცვათ ახალი წლის ყველაზე ჯადოსნურ ღამეს

ნოემბერი 24, 2024
პიზის კოშკის საიდუმლო: როგორ ინარჩუნებს დახრილობას საუკუნეების განმავლობაში?

პიზის კოშკის საიდუმლო: როგორ ინარჩუნებს დახრილობას საუკუნეების განმავლობაში?

25 ნოემბერი 2024
ანრი ჯოხაძის კონცერტი 12 დეკემბერს ფილარმონიაში გაიმართება

ანრი ჯოხაძის კონცერტი 12 დეკემბერს ფილარმონიაში გაიმართება

ნოემბერი 25, 2024
რაჯდება ტექნოლოგიური გიგანტების CEO-ების დაცვა

რაჯდება ტექნოლოგიური გიგანტების CEO-ების დაცვა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები