კვირა, აპრილი 20, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგითუ ინფიცირების პროცესი რთულად წავიდა და ვირუსმა სხვა ორგანოები დააზიანა, შეიძლება მეც...

თუ ინფიცირების პროცესი რთულად წავიდა და ვირუსმა სხვა ორგანოები დააზიანა, შეიძლება მეც გარდავიცვალო

26/08/2021

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ორჯერადად ვაქცინირების შემდეგ გარდაცვლილი ადამიანების შესახებ დასმულ კითხვებს პასუხობს.


ფხაკაძემ დეტალურად განმარტა, როგორ მოქმედებს ვაქცინა ინფიცირების შემთხვევაში.

„ადამიანი, რომელიც იცრება, 100%-ით დაცული არ არის ვირუსის შეყრისგან. მე ვარ 45 წლის, 2 კვირაა, რაც ფაიზერის მეორე დოზით ავიცერი. ჩემი დაცულობა კიდევ 5 თვე არის 75%, ანუ 25% მე შეიძლება დამემართოს კოვიდი. ამ 25%-დან 98% შანსია, რომ კოვიდი თუ დამემართება, როგორც ჩვეულებრივ გრიპს, ისე გავივლი. 25%-დან 2% შანსია, რომ მე კლინიკაში ამოვყო თავი.

თუ ინფიცირების პროცესი რთულად წავიდა და სხვა ორგანოები დააზიანა, შეიძლება მეც გარდავიცვალო. ძალიან ბევრი ახალგზარდა, ჯანმრთელი ადამიანი გარდაიცვალა 13 დღეში, ვერაფერი უქნეს. ორჯერ აცრილი ადამიანი შეიძლება გარდაიცვალოს, რადგან 100% ვერაფერი იცავს.

თუ ადამიანი 20 წლისაა, იმის შანსი, რომ კოვიდი დაემართოს 15%ია. თუ ადამიანი 80 წლისაა, შანსი, რომ კოვიდი დაემართება, 35%-ია. რაც უფრო ახალგაზრდა ხარ, ხარ მით უფრო დაცული“, – განაცხადა ფხაკაძემ.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/tu-infitsirebis-protsesi-rtulad-tsavida-da-virusma-skhva-organoebi-daaziana-sheidzleba-mets-gardavitsvalo-giorgi-fkhakadzis-gafrkhileba/


READ  "ჩემი დღე დილის 8 საათზე იწყება იოგით, ვარჯიშით... გურული ბიჭები არიან ყველაფრის საწყისი"- ინტერვიუ ტატიანა კვეკვესკირთან -Tatiana’s Kitchen 🌸
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები