კვირა, აპრილი 20, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისასმელებიპარლამენტმა „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო

პარლამენტმა „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო

პარლამენტმა „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით, 82 ხმით მიიღო.
ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
„საკანონმდებლო ინიციატივა დეპუტატებს პლენარულ სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ წარუდგინა.
კანონპროექტით მოწესრიგდება ადამიანის ორგანოების გადანერგვის ძირითადი პრინციპები, ასევე განისაზღვრება დონორისა და რეციპიენტის უფლებები.
კანონპროექტი ადგენს ადამიანის ორგანოების ხარისხისა და უსაფრთხოების ძირითად სტანდარტებს, უზრუნველყოფს მიკვლევადობასთან დაკავშირებული სამართლებრივი მექანიზმის შექმნას, აწესრიგებს გადანერგვის სფეროს მართვასთან, მათ შორის, ინსპექტირებასთან, ლიცენზირებასა და პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს.
„ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ კანონპროექტის მიხედვით ტრანსპლანტაციის შესახებ გადაწყვეტილება უნდა იყოს უანგარო. კანონპროექტი, ტრანსპლანტაციის გადაწყვეტილების მიღების და ორგანოების გადაცემისას კომერციულ ინტერესებს გამორიცხავს.
ცვლილებები, ჯანდაცვის სამინისტროში ტრანსპლანტაციის სამმართველოსა და მართვის ცენტრალური ბაზის შექმნას მოიცავს“ – ნათქვამია განცხადებაში.
READ  კანონპროექტი შექმნის მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის სისტემის ძირითად საკანონმდებლო საფუძველს, რომელიც ევროკავშირის სტანდარტებთან იქნება მიახლოებული
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები