100 პატარა ღვეზელი 20 წუთში. ასევე ვყინავ და მოულოდნელი სტუმრების შემთხვევაში სწრაფად ვაცხობ.

0
122
#post_seo_title

იმდენი რეცეპტი არსებობს ღვეზელების, რომ ძნელია ვინმე სიახლით გააოცო, მაგრამ ეს რეცეპტი ნამდვილად მოგეწონებათ. 20 წუთში შეგიძლიათ 100 ცალი პატარა ღვეზელის გამოცხობა.

 

100 პატარა ღვეზელი 20 წუთში. ასევე ვყინავ და მოულოდნელი სტუმრების შემთხვევაში სწრაფად ვაცხობ. | შენი სუფრა

ეს პატარა ღვეზელები ძალიან უყვართ ბავშვებს. ბევრი გულსართი და ცოტა ცომი, რომელიც შეგიძლიათ გაყინოთ კიდეც. ამ გზით თქვენ ყოველთვის გექნებათ მზად გემრიელი ღვეზელები სტუმრების დასახვედრად.

 

100 პატარა ღვეზელი 20 წუთში. ასევე ვყინავ და მოულოდნელი სტუმრების შემთხვევაში სწრაფად ვაცხობ. | შენი სუფრა

გირჩევთ მოამზადოთ ორი ან სამი პორცია ერთად, რადგან ისეთი გემრიელია, სწრაფად ქრებიან თეფშებიდან.

ცომის შემადგენლობა

400 გ ფქვილი

2 კვერცხი (1 ცალი ზემოდან წასასმელად)

250 მლ კეფირი

1 ს/კ. არაჟანი

1 ჩ/კ. შაქარი

1 ჩ/კ.მარილი

3 ს/კ. მცენარეული ზეთი

1 ჩ/კ. გამაფხვიერებელი

სეზამის მარცვლები მოსაყრელად.

 

ასეთი ღვეზელებისთვის იდეალური შიგთავსი იქნება მოშუშული კომბოსტო, ხორცი, ღვიძლი, მოხარშული კარტოფილისოკოთი. ძალიან გემრიელია, მაგრამ თუ კომპლიმენტები გიყვართ, ორიგინალური გულსართი ძეხვით და ყველით არ გაგიცრუებთ იმედებს.

გულსართის შემადგენლობა

100 გ მოხარშული ძეხვი ან ლორი

50 გრ მყარი ყველი

ახალი მწვანილი

1 ნიორი კბილი

 

100 პატარა ღვეზელი 20 წუთში. ასევე ვყინავ და მოულოდნელი სტუმრების შემთხვევაში სწრაფად ვაცხობ. | შენი სუფრა

ჯერ გააკეთეთ ცომი. თხევად ინგრედიენტებს დაუმატეთ მარილი, შაქარი და გამაფხვიერებელი. აურიეთ და დაუმატეთ გაცრილი ფქვილი. მოზილეთ რბილი, ელასტიური ცომი.

ცომს დააფარეთ, დადგით ოთახის ტემპერატურაზე 20 წუთი.

 

100 პატარა ღვეზელი 20 წუთში. ასევე ვყინავ და მოულოდნელი სტუმრების შემთხვევაში სწრაფად ვაცხობ. | შენი სუფრა

სანამ ცომს ასვენებთ, მოამზადეთ გულსართი. გახეხეთ ყველი და ძეხვი, შეურიეთ დაჭრილი მწვანილი და ნიორი.

ყველაზე საინტერესო პროცესია ღვეზელის ფორმირება, ამისათვის გამოგადგებათ პელმენის ფორმა. ცომი გაყავით 4 ნაწილად. თითოეული გაათხელეთ 2-2,5 მმ სისქეზე. ფორმას მოაყარეთ ფქვილი, დაადეთ ერთი გათხელებული ცომი , ღრმულებში მოათავსეთ გულსართი, დააფარეთ მეურე ცომი და გადაატარეთ საბრტყელებელი. ღვეზელები მოიჭრება, გაათავისუფლეთ ზედმეტი ცომისგან და მოათავსეთ ცხიმწასმულ საცხობ ფორმაზე.

 

100 პატარა ღვეზელი 20 წუთში. ასევე ვყინავ და მოულოდნელი სტუმრების შემთხვევაში სწრაფად ვაცხობ. | შენი სუფრა

წაუსვით ათქვეფილი კვერცხი, მოაყარეთ სეზამის მარცვლები და 180 გრადუსზე გამოაცხეთ. როცა შეწითლდება, მზად არის. გემრიელად მიირთვით!

 

100 პატარა ღვეზელი 20 წუთში. ასევე ვყინავ და მოულოდნელი სტუმრების შემთხვევაში სწრაფად ვაცხობ. | შენი სუფრა

დაბრაწული ღვეზელები ყველას უყვარს, მაგრამ ამზადებს ის, ვისაც დრო აქვს. თუ კულინარიული ექსპერიმენტებისთვის დრო არ გაქვთ, ეს რეცეპტი თქვენთვისაა.

READ  კენკრის ჟელე არაჟნით: უგემრიელესია და წონაშიც არ მოიმატებთ

 

author avatar
SheniSupra.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ