მცენარეული კვება, იგივე ჯანსაღი კვება და მისი უპირატესობები
ყველამ მეტ-ნაკლებად ვიცით რა არის მცენარეული საკვები. სახელი თავად გვცემს კითხვაზე პასუხს. ასევე, ალბათ ხშირად გაგვიგია მცენარეული კვება. არც ეს ტერმინია ბუნდოვანი, მაგრამ თუ ბოლომდე არ ხართ დარწმუნებული რას გულისხმობს მცენარეული კვება, ან ფიქრობთ შეცვალოთ რაციონი და მცენარეებით გაამდიდროთ სადილი, თუ ვახშამი, მაგრამ არ იცით საიდან დაიწყოთ – ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენ სწორ ადგილას მოხვედით.
ამ ბლოგში დეტალურად მიმოვიხილავთ რა არის მცენარეული საკვები, ბიოპროდუქტები, რა სარგებელს გვაძლევს მცენარეული, ჯანსაღი კვება და საიდან შეიძლება ყველაფრის დაწყება.
რა არის მცენარეული საკვები და რომელ პროდუქტებს მოიცავს ის
მასში შედის ყველა მინიმალურად დამუშავებული ხილი, ბოსტნეული, მარცვლეული, პარკოსნები, თხილი, მწვანილი. შესაბამისად, ცხოველური პროდუქტი, მათ შორის წითელ ხორცი, ფრინველი, თევზი, კვერცხი რძის პროდუქტები არ იგულისხმება ამ კატეგორიაში.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ჯანსაღი კვების რაციონი თავისთავად არ გამორიცხავს ცხოველურ პროდუქტებს. ეს ნიშნავს, რომ თქვენი კვება ძირითადად მცენარეულია: ბოსტნეული, მთელი მარცვლეული, ხილი, ლობიო და ა.შ. მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად შეგიძლიათ მიირთვათ ხორცი.
მაგალითად, ძალიან კარგია, თუ თქვენი თეფშის ორი მესამედს მცენარეული საკვები შეადგენს. ამის პარალელურად გაქვთ იმის ფუფუნება, რომ დარჩენილი ერთი მესამედი შეავსოთ უცხიმო ცილით, როგორიცაა ქათამი, თევზი, ან მცენარეული ცილა – ტოფუ, ან ლობიო.
მცენარეული კვება და ჯანსაღი კვება ფაქტობრივად იდენტურია. როცა ვსაუბრობთ პირველზე, თავისთავად ვგულისხმობთ მეორეს.
მასალის გამოყენების პირობები