კვლევებმა გამოავლინა ქვეყნები სადაც ხორცი ყველაზე იაფი და ძვირია. გაეცანით სტატისტიკას
1 კილოგრამი საქონლის ხორცი შესწავლილი ქვეყნებიდან ყველაზე შვეიცარიაშია და მისი საშუალო ფასი 47.66 დოლარს შეადგენს. პროდუქტი ყველაზე იაფი, 3.85 დოლარი პაკისტანში ღირს.
რეიტინგში საქართველო 66-ე ადგილზე მოხვდა, სადაც 1კგ. საქონლის ხორცი მარკეტებში 9.98 დოლარს შეადგენდა. კვლევის თანახმად, საქართველოზე ძვირია ხორცი თურქეთსა და სომხეთში.
აღსანიშნავია რომ საქართველოზე იაფი ხორცი აზერბაიჯანში ღირს. ამ შემთხვევაში 1 კგ საქონლის ხორცის საშუალო ფასი 9.69 დოლარი იყო. რუსეთი კი 7.45 დოლარით 81-ე ადგილს იკავებს.
Numbeo-ს კვლევის თანახმად შვეიცარია, სამხრეთ კორეა და ნორვეგია ლიდერობენ ყველაზე ძვირადღირებული ხორცის ქვეყნებში, ხოლო პაკისტანი, კენია და ნეპალი ყველაზე იაფიანი ხორცის ქვეყნების სიაში მოხვდნენ.
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi