ჭამაც და მომზადებაც ერთნაირ სიამოვნებას მანიჭებს!

0
88
#post_seo_title

ლავაშის რულეტი ღუმელში

ინგრედიენტები:

4 ლავაშის ფირფიტა

1 კგ ხორცის ფარში

400 გრ მყარი ყველი

3 კვერცხი

8 პომიდორი

ახალი მწვანილი

მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადება:

 

ჭამაც და მომზადებაც ერთნაირ სიამოვნებას მანიჭებს! | შენი სუფრა

 

ფარშს მოაყარეთ მარილი და პილპილი და მოშუშეთ ტაფაზე, როცა გამზადდება, გადმოდგით და გააციეთ.

ყველი გახეხეთ, პომიდორი დაჭერით მრგვალ ნაჭრებად.

გაშალეთ ლავაშის ფირდიტა, მოათავსეთ ზედ ფარში, ზემოდან მოაყარეთ ყველი, პომიდორი და დაჭრილი მწვანილი.

გადაახვიეთ რულეტი. ასე გაამზადეთ ლავაშის სხვა ფირფიტებიც.

ცხიმწასმულ ფორმაზე დაალაგეთ რულეტები, წაუსვით ზემოდან და გვერდებზე ათქვეფილი კვერცხი, რაც დარჩება ზემოდან მოასხით.

 

ჭამაც და მომზადებაც ერთნაირ სიამოვნებას მანიჭებს! | შენი სუფრა

შედგით ღუმელში 180 გრადუსზე 15-20 წუთით.

გააციეთ კარგად, დაჭერით პორციებად და მიირთვით გემრიელად!

 

ჭამაც და მომზადებაც ერთნაირ სიამოვნებას მანიჭებს! | შენი სუფრა

READ  ამ ღვეზელზე უარის თქმა იმასაც უჭირს, ვისაც ქათმის ღვიძლი არ უყვარს.

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ