წითელი ღვინით მომზადებული შოკოლადის ტორტი

0
21
#post_seo_title

დამეთანხმებით, რომ ალკოჰოლიან დესერტებს აქვს თავისებურად ორიგინალური არომატი. განსაკუთრებით უხდება ერთმანეთს ალკოჰოლი და შავი შოკოლადი. მით უფრო, თუ დესერტი სწრაფად მზადდება, ის ყველასთვის მისაღებია.

დღეს გთავაზობთ ამ ორი ინგრედიენტის ერთობლიობას ნამცხვრის სახით, რომელიც სულ რაღაც ნახევარ საათში მზადდება.

წითელი ღვინით მომზადებული შოკოლადის ტორტი

ინგრედიენტები

  • 120 მლ წითელი ღვინო
  • 160 გ შაქარი
  • 150 გ ფქვილი
  • 13 გ გამაფხვიერებელი
  • 200 გ კარაქი
  • 70 გ კაკაო
  • 4 ცალი კვერცხი

მომზადება

  1. სქელძირიან ქვაბში ჩაასხი ღვინო. დაამატე დარბილებული კარაქის კუბები, შაქარი და კაკაოს ფხვნილი. აურიე და დადგი დაბალ ცეცხლზე.
  2. გაათბე, სანამ კარაქი სულ არ გადნება. შემდეგ გადმოდგი და ამ მასის 120 მლ გადაასხი ჭიქაში.

წითელი ღვინით მომზადებული შოკოლადის ტორტი

3. დარჩენილი მასა გადაიტანე თასში. ჩაამატე ფქვილი და კარგად აურიე. ამ მასას შეათქვიფე სათითაო კვერცხი.

4. ბოლოსკენ ცომს დაამატე გამაფხვიერებელი. აურიე. 23-25 სმ დიამეტრის საცხობ ფორმას მოუსვი ცხიმი.

5. ცომი გადაასხი ფორმაში და შედგი 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში ნახევარი საათით.

წითელი ღვინით მომზადებული შოკოლადის ტორტი

6. მზა ნამცხვარი 15 წუთის შემდეგ გადაიტანე ფორმიანად დიდ თეფშზე და გაუკეთე ნაჩხვლეტები.

7. ნამცხვარს მოასხი ჭიქაში არსებული ღვინიანი მინანქრის მასა. როცა კარგად გაცივდება, ფორმა მოხსენი.

წითელი ღვინით მომზადებული შოკოლადის ტორტი

ღვინის სიტკბოს მიხედვით, რეცეპტში მითითებული შაქრის რაოდენობა შეგიძლიათ გაზარდოთ 250 გ მდე, გემოვნების მიხედვით.

გემრიელად მიირთვით და ასწავლეთ ეს ორიგინალური რეცეპტი სხვებსაც!

მასალის გამოყენების პირობები