შოკოლადის რულეტი ჰაეროვანი კრემით გამოცხობის გარეშე! იდეალური ტკბილეული, რომელსაც დამწყები მზარეულიც ადვილად მოამზადებს!

0
346
#post_seo_title

ჩვენ შოკოლადის რულეტის ძალიან მაგარი რეცეპტი მოვამზადეთ. იმისათვის, რომ საკუთარი თავი და სტუმრები ასიამოვნოთ, ღუმელის ჩართვა საჭირო არ არის. შოკოლადის რულეტი ასე მარტივად ჯერ არ მომზადებულა!

ინგრედიენტები

300 გრ ბისკვიტი

110 მლ რძე

50 გრ შავი შოკოლადი

100 გრ კარაქი

200 გრ მასკარპონე

150 გ შაქრის პუდრი

მომზადება

დაფხვენით შოკოლადის ბისკვიტი, დაასხით 80 მლ რძე, მდნარი შოკოლადი და კარგად მოურიეთ.

ღრმა თასში შეურიეთ დარბილებული კარაქი, მასკარპონე, 30 მლ რძე და შაქრის პუდრი. მოურიეთ ერთგვარი მასის მიღებამდე.

სამუშაო ზედაპირზე დააფინეთ საკვების ცელოფანი, მოათავსეთ ბისკვიტის მასა, დააფარეთ ცელოფანი და გასაბრტყელებლით შექმენით მართკუთხა ფორმა.

წაუსვით კრემი და ფრთხილად დაახვიეთ რულეტად. შედგით მაცივარში 5 საათით.

გამოიღეთ დესერტი მაცივრიდან, მოხსენით ცელოფანი და მორთეთ გემოვნების მიხედვით: შოკოლადის პასტით, ჯემით ან კენკრით. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!

author avatar
SheniSupra.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  სრულყოფილი კექსი ვანილის არომატით. ის უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ მამცხვარი

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ