პარასკევი, მარტი 28, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისიახლეებიროგორ ამოვიცნოთ ნამდვილი ყველი?

როგორ ამოვიცნოთ ნამდვილი ყველი?

როგორ და რატომ უნდა ავარიდოთ თავი მცენარეული ცხიმებისგან დამზადებულ რძის ნაწარმს, რომელი ყველი ვიყიდოთ? და რა ზიანი შეუძლია მოუტანოს მცენარეული ცხიმისაგან დამზადებულმა პროდუქტმა ჩვენს ჯანმრთელობას

ყველი იმერული, გუდა, ქარხნული, სულგუნი თუ სხვა – თითქმის ყველა სახეობას შეხვდებით საქართველოს აგრარული ბაზრების დახლებსა თუ მაღაზიებში.

თუმცა თითქმის არასდროს ან ძალიან იშვიათად გაიგებთ მათ რეალურ წარმომავლობას. გამყიდველს თუ ჰკითხავთ გეტყვით რომ ეს ყველი, ნედლი რძისგან, ჰიგიენური ნორმების სრული დაცვით ნაწარმოები პროდუქტია – იმერეთიდან, სამეგრელოდან ან თუნდაც თბილისის შემოგარენიდან. ადგილზე დაგემოვნებაზეც არ გეტყვიან უარს, უხვად ჩამოჭრიან სხვადასხვა სახის ყველის ნაჭრებს, რომ სასურველი გემო აირჩოთ. თუმცა იმის დამადასტურებელი საბუთის მოძიება, თუ სად დამზადდა ეს ნაწარმი ან როგორ – ძალიან გაგიჭირდებათ.

რძის ნაწარმისა თუ „ქართული ყველის მწარმოებელთა ასოციაციების“ წარმომადგენლები დიდი ხანია საუბრობენ, აგრარულ ბაზრებზე არალეგალური ანუ არარეგისტრირებული საწარმოების პროდუქტების არსებობაზე, რომლებსაც აგრარულ ბაზრებში არსებული დაბალი ფასის გამო, მონოპოლია აქვთ აღებული.

ამბობენ იმასაც რომ აგრარულ ბაზრებში გასაყიდად გამოტანილი რძის ნაწარმის 95% არარეგისტრირებული ქარხნების მიერაა დამზადებული.

ნატურალური ყველი მაღაზიაში 22 ლარი ღირს. არარეგისტრირებული საწარმოების ყველის ფასი კი 15-დან 17 ლარამდე მერყეობს. სჯობს არ იყიდოთ ისეთი ყველი, რომლის წარმომავლობაც არ იცით და აუცილებლად იყიდოთ ისეთი, რომლის ეტიკეტზეც დატანილია ინფორმაცია, მისი წარმომავლობისა შესახებ.

რძის პროდუქტებში რომლებიც ხელოვნურად არის მიღებული, შედის ისეთი კონსერვანტები და ემულგანტები, რომებიც ზეგავლენას ახდენს კუჭნაწლავის ტრაქტზე. იწვევს ისეთ დაავადებებს, რომელიც არის კუჭის წყლულოვანი დაავადება, ან თორმეტგოჯას წყლულოვანი დაავადება. გარდა ამისა, მასში რიგ შემთხვევეში ისეთი ნივთიერებებია შესული, რომლებიც კანცეროგენურია, ანუ პროვოცირებას უკეთებს ონკოლოგიური დაავადებების არსებობას ჩვენს ორგანიზმში.

ამის გარდა კი არსებობს ზოონოზური ანუ ინფექციური დაავადებები, რომელიც ცხოველიდან ადამიანზე გადადის.. ერთ-ერთი მათგანი ბრუცელოზია. მისი გადადების რისკი მაღალია დაავადებულ ცხოველთან კონტაქტისას – მოვლის, მოწველის, მისი თერმულად დამუშავებული რძის და ამ რძით დამზადებული პროდუქციის, მაგალითად ყველის მიღების დროს.

READ  10 გამორჩეული ქართული კერძი, რომლის გემოც არ დაგავიწყდებათ

მთავარი გაფრთხილებაა, არ მიგიზიდოთ მხოლოდ დაბალმა ფასმა. არ ენდოთ მხოლოდ ზეპირსიტყვიერ პირობებს. იყიდეთ ვადიანი და ედიკეტიანი ყველი.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე

#pitskhelauri

#აქხარისხია

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

27 March, 2025
როგორია არტერიული წნევის გაზომვის სწორი ტექნიკა

როგორია არტერიული წნევის გაზომვის სწორი ტექნიკა

მარტი 27, 2025
UNIKO აკადემიის ინოვაციური მიდგომა განათლებაში – ამერიკული და ბრიტანული  გამოცდილება ქართველ ახალგაზრდებს

UNIKO აკადემიის ინოვაციური მიდგომა განათლებაში – ამერიკული და ბრიტანული  გამოცდილება ქართველ ახალგაზრდებს

27 მარტი 2025
იცოდით, რომ ინტერიერის ფერები გავლენას ახდენს თქვენს მადაზე? – ჩვენ “დიდ საიდუმლოს” გაგიმხელთ

იცოდით, რომ ინტერიერის ფერები გავლენას ახდენს თქვენს მადაზე? – ჩვენ “დიდ საიდუმლოს” გაგიმხელთ

მარტი 27, 2025
თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, თხილის კადასტრში ბაღების რეგისტრაციის ვადა 30 აპრილის ჩათვლით გაგრძელდა

თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, თხილის კადასტრში ბაღების რეგისტრაციის ვადა 30 აპრილის ჩათვლით გაგრძელდა

მარტი 27, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისის ფუნიკულიორი 120 წლისაა

თბილისის ფუნიკულიორი 120 წლისაა

მარტი 27, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
თმის გამაჯანსაღებელი ჭინჭრის ნიღაბი

თმის გამაჯანსაღებელი ჭინჭრის ნიღაბი

მარტი 27, 2025
12 რამ, რაც ფრენის წინ არ უნდა გააკეთოთ

12 რამ, რაც ფრენის წინ არ უნდა გააკეთოთ

27 მარტი 2025
თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი მიმართულება ემატება

თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი მიმართულება ემატება

მარტი 27, 2025
რა როლი აქვს ტექნოლოგიებს ქართულ სტარტაპებში

რა როლი აქვს ტექნოლოგიებს ქართულ სტარტაპებში

მარტი 27, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები