ღორის ხორცი სუნელებით

0
94
#post_seo_title

წარმოგიდგენთ ღორის მკერდს წითელ სოუსში ანუ ღორის ხორცი სუნლეებით – მაო ძედუნის საყვარელ კერძს. მაო თვლიდა, რომ ცხარე საკვები და წიწაკა ცხოვრებას ახანგრძლივებს.

ღორის ხორცი სუნელებით ძალიან გემრიელი და ნოყიერი სადილია, მთელი ოჯახისათვის.

ღორის ხორცი სუნელებით | შენი სუფრა

მისი მომზადება შედგენა ნელი ჩათუშვისგან ჯანჯაფილში, დარიჩინში, წიწაკაში, ნიორში და სოიოს სოუსში. საბოლოოდ მიიღება წითელ-ყავისფერი შეფერილობა დ აპიკანტური გემო.

ინგრედიენტები

  • 500 გ ღორის მკერდი
  • 3 ს. კ. სოიოს სოუსი
  • 2 ს. კ. მცენარეული ზეთი
  • 20 გ ჯანჯაფილი
  • 1 ბადიანა
  • 1 დარიჩინის ჯოხი
  • 2 ხმელი წიწაკა ჩილი
  • 1 ს. კ. საკე
  • 2 დაფნის ფოთოლი
  • 2 ს. კ. ყავისფერი შაქარი
  • მარილი, მწვანე ხახვი

მომზადება

დაჭერით მკედრი 2-2.5 სმ ზომის ნაჭრებად.

ღორის ხორცი სუნელებით | შენი სუფრა

მოათავსეთ ნაჭრები ცივ წყალში, მიიყვანეთ ადუღებამდე და მოხარშეთ 7-8 წთ.

ქვაბში ან ღრმა ტაფაზე დაასხით მცენარეული ზეთი და დაყარეთ ყავისფერი შაქარი.

გაათბეთ შაქარი, სანამ კარამელად ქცევას არ დაიწყებს.

დაუამტეთ ღორის ნაჭრები და საკე. აურიეთ და მსუბუქად შეწვით.

ღორის ხორცი სუნელებით | შენი სუფრა

დაუმატეთ დაჭრილი ჯანჯაფილი, ბადიანა, დარიჩინის ჯოხი და წყალი, რათა თუთქმის დაიფაროს ხორცი.

დაუმატეთ სოიოს სოუსი, წიწაკა ჩილი, მარილი და დაფნის ფოთოლი.

მოთუშეთ ნელ ცეცხლზე 40 წთ.

ღორის ხორცი სუნელებით | შენი სუფრა

ბოლოს გადაიტანეთ ხორცი თეფშზე, გაზარდეთ ცეცხლი და ააორთქლეთ სითხე სოუსიდან, სანამ სქელი არ გახდება.

სუფრასთან მიტანამდე მოასხით ხორცს წითელი სოყსი და გაჭყლეტილი მწვანე ხახვი.

ღორის ხორცი სუნელებით | შენი სუფრა

ტრადიციული დანამატი იქნება თეთრი ბრინჯი, მწვანე ბოსტნეული, მწყერის კვერცხი, მოხარშული კვერცხი… ასევე კარგად ეხამება ახალი კიტრი.

#pkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

READ  ასეთ ნაყინს მაღაზიაში ვეღარ ნახავ. აი რატომ ვაკეთებ ლიმონის პლომბირს ჩემი ხელით!