
1.9K
ეს არის ღვეზელი, რომელშიც არ არის ხორცი, მაგრამ არის კარტოფილი, ყველი და ხახვი. შეგიძლიათ წინა დღით მომზადებული პიურე გამოიყენოთ, მაგრამ იმდენად გემრიელია, რომ მისი გულისთვის ახლის მომზადება ნამდვილად არ დაგეზარება
ღვეზელი მთელი ოჯახისთვის.
შემადგენლობა
6-7 საშუალო კარტოფილი
70 გრ მყარი ყველი
1 კვერცხი
1 ხახვი
ორცხობილას ფხვნილი
მარილი გემოვნებით
20 გ კარაქი
ზეთი შესაწვავად.
მომზადება:
კარტოფილი გაფცქვენით, გარეცხეთ და მარილწყალში მოხარშეთ. გააციეთ და გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში.
ყველი გახეხეთ, ხახვი დაჭერით წვრილ კუბიკებად.
ყველაფერთან ერთად აურიეთ ათქვეფილი კვერცხი.
გააკეთეთ თანაბარი გუნდები, გააბრტყელეთ და ამოავლეთ ორცხობილას ფხვნილში. ზემოდან დანით დახაზეთ.
გააცხელეთ ტაფა, ჩაასხით ზეთი, დაუმატეთ ცოტა კარაქი. საშუალო ცეცხლზე შეწვით ღვეზელები ორივე მხარეს. უნდა გახდეს ოქროსფერი. გემრიელად მიირთვით!
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi