რომელი ქართული ღვინის სახეობები სარგებლობს დიდი პოპულარობით უცხოურ ბაზრებზე,
ქართული ღვინის სახეობები განსაკუთრებით ისეთი ჯიშები, როგორიცაა საფერავი, რქაწითელი, ხიხვი, ქისი და ცოლიკაური, უცხოელების მხრიდან განსაკუთრებული ინტერესით სარგებლობენ.
525 ყურძნის ჯიში, აქედან 470-მდე დაცულია სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრში. ასევე აღსანიშნავია რომ სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მიერ იშვიათი ჯიშების სამრეწველო წარმოებაში დაბრუნების მიზნით, სისტემურად ხდება საექსპერიმენტო ღვინოების დაყენებაც.
ქართულ ღვინოზე მოთხოვნა იზრდება და უცხოელების მხრიდანაც ინტერესი გაზრდილია იშვიათ ჯიშებზე. ღვინის ეროვნული სააგენტო და მცირე მარნები აქტიურად მუშაობენ ამ იშვიათი ჯიშების ექსპორტის გაფართოების მიმართულებით.
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi
მასალის გამოყენების პირობები