ორი ქართული კერძი 50 საუკეთესო ქათმის კერძს შორის მოხვდა
ორი ქართული კერძი მოხვდა 50 საუკეთესო ქათმის კერძს შორის, რაც საქართველოს კულინარიული მემკვიდრეობის კიდევ ერთ დიდ აღიარებად იქცა. მსოფლიოში ცნობილი გემოს ექსპერტები და საკვების მიმოხილვის პლატფორმები ყოველწლიურად აწყობენ გამოკითხვებსა და კვლევებს, რათა დაადგინონ, რომელია საუკეთესო კერძები სხვადასხვა კატეგორიაში.
25-ე ადგილი ტაბაკა წიწილამ დაიკავა, 37-ე კი, შქმერულმა.
ქათმის საუკეთესო კერძების სათავეში კორეული “ჩიკინია”. ჩიკინი და კორეული შემწვარი ქათამი (KFC) მოექცნენ.
ქათმის 50 საუკეთესო კერძის ჩამონათვალი საერთაშორისო პლატფორმა tasteatlas.com-ის მიხედვით ასეთია:
ეს აღიარება მოწმობს საქართველოს კულინარიული კულტურის უნიკალურობასა და ძალას, რაც ქვეყანაში ტურისტების მზარდ ინტერესს იწვევს. ქათმის კერძების კატეგორიაში ორი ქართული კერძის მოხვედრა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს აქვს ბევრი ისეთი კერძი, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში აღიარებას იმსახურებს.
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi
მასალის გამოყენების პირობები