სამშაბათი, მარტი 25, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიქართული ბრენდი, მინერალური წყლის "დედოფალი", რომლის ისტორია 2000 წელს ითვლის

ქართული ბრენდი, მინერალური წყლის “დედოფალი”, რომლის ისტორია 2000 წელს ითვლის

ადგილწარმოშობის დასახელება „ბორჯომი“

„მინერალური წყლების დედოფლად“ წოდებული ბორჯომი ნახშირმჟავა ჰიდროკარბონატულ-ნატრიუმიანი წყალია ძალზე მაღალი მინერალიზაციით.

„ბორჯომის“ ისტორია თითქმის 2000 წელს ითვლის. ამ ხეობაში არქეოლოგიური გათხრების შედეგად, ქვისა და ხისგან გაკეთებული რამდენიმე აუზი და აბანო აღმოჩნდა. როგორც ჩანს, იმ დროს ბორჯომის წყალს სწორედ აბაზანებისთვის იყენებდნენ. თუმცა, აკადემიკოსმა ივანე ჯავახიშვილმა დაასაბუთა, რომ უძველეს დროში მინერალური წყალი, თავისი უნიკალური თვისებების გამო, სასმელადაც გამოიყენებოდა.

სხვა მინერალური წყლებისგან განსხვავებით, „ბორჯომი“ მიწის ზედაპირზე ამოსვლამდე გაცივებას ვერ ასწრებს და მოედინება თბილი (34-41°C), გზადაგზა ბუნებრივად იფილტრება, განიცდის მინერალიზაციას და 60 სხვადასხვა ქიმიური ელემენტით მდიდრდება, რაც მის შემადგენლობას უნიკალურს ხდის. მინერალური წყალი საჭმლის მომნელებელი სისტემის, ნაღვლის ბუშტის, თირკმლისა და სხვა ორგანოების სამკურნალოდ გამოიყენება.

XVI საუკუნის ბოლომდე „ბორჯომს“ მოსახლეობა აქტიურად მოიხმარდა, თუმცა ხშირი შემოსევებისა და ნგრევის შედეგად ბორჯომის ხეობა დაცარიელდა და სამკურნალო წყლებიც დიდი ხნით დავიწყებას მიეცა.

1825 წლის გაზაფხულზე რუსეთის იმპერიის ხერსონის გრენადერთა პოლკი ბორჯომში განთავსდა. ერთხელ ჯარისკაცებმა მდინარე „ბორჯომულას“ მარჯვენა სანაპიროზე ნაპრალიდან ვერტიკალურად ამომავალი წყარო აღმოაჩინეს. თბილი წყაროს წყალი პოლკის წევრებმა საკუთარ თავზე გამოცადეს კუჭ-ნაწლავის სხვადასხვა დაავადებების დროს, წყლის უნიკალური თვისებები მყისვე გამოჩნდა და შედეგმა იმდენად განაცვიფრა ყველა, რომ ბრძანება გაიცა, წყარო ქვებით შემოეღობათ და მის ახლოს პატარა ქოხი აეშენებინათ. პოლკის ხელმძღვანელი პოლკოვნიკი პოპოვი პირველი ადამიანი იყო, რომელმაც თავის ახლობლებს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ამ წყაროს წყლის დალევა ურჩია. 1841 წლისთვის „ბორჯომის“ მინერალური წყლების საოცარი თვისებები რუსეთში მთავარი სასაუბრო თემა გახდა. კურორტის და თავად წყლის უდავო ღირსებებს მაღალი შეფასება მისცა რუსეთის იმპერატორმაც, რომლის ბრძანებით 1892-1895 წლებში ლიკანში მავრიტანული სტილის ვილა რომანოვების სასახლე აშენდა.

მინერალური წყალი „ბორჯომის“ საბადო მდებარეობს საქართველოში, ქალაქ ბორჯომში მდინარე მტკვრის ვიწრო ხეობაში, აჭარა-თრიალეთის ნაოჭა სისტემის ცენტრალურ ნაწილში. ბორჯომის წყალი დედამიწის ზედაპირზე ამოდის 8-10 კილომეტრის სიღრმიდან, ბუნებრივი ნახშირორჟანგის აირის მეშვეობით. ის შეიცავს სტრონციუმს, ფტორს, იოდსა და ბორს. ბორჯომის წყალში არ ფიქსირდება ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები, პესტიციდები, პოლიქლორბიფენილები, ნავთობპროდუქტები და პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადები.
ბორჯომი მოიხმარება, როგორც სასმელი წყალი სამკურნალო და სუფრის მინერალური წყლის ფუნქციით.

მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელება „ბორჯომი“ რეგისტრირებულია საქპატენტში 2012 წლის 22 თებერვალს.

წყარო: საქპატენტი

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
იერუსალიმის ღირსშესანიშნაობები

იერუსალიმის ღირსშესანიშნაობები

24 March, 2025
„საქართველო ამ მიმართულებით სამაგალითო ქვეყანაა და მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს – ქვეყანაში შენარჩუნებულია ტუბერკულოზის შემთხვევების ყოველწლიური კლების ტენდენცია“

„საქართველო ამ მიმართულებით სამაგალითო ქვეყანაა და მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს – ქვეყანაში შენარჩუნებულია ტუბერკულოზის შემთხვევების ყოველწლიური კლების ტენდენცია“

მარტი 24, 2025
VIDEO: Messenger-ს ახალი ფუნქციები დაემატა

VIDEO: Messenger-ს ახალი ფუნქციები დაემატა

24 მარტი 2025
მსოფლიოში ცნობილი დიზაინის გურუს რამდენიმე პრინციპი კარგი ინტერიერის შესახებ

მსოფლიოში ცნობილი დიზაინის გურუს რამდენიმე პრინციპი კარგი ინტერიერის შესახებ

მარტი 24, 2025
ბუნებაში უნდა გაატაროთ მინიმუმ 20 წუთი  ყოველდღიურად

ბუნებაში უნდა გაატაროთ მინიმუმ 20 წუთი ყოველდღიურად

მარტი 24, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისის მერია დიდი დიღმიდან მეტრო “დიდუბემდე” ტრამვაის ხაზის მშენებლობის ფასების გამოკვლევას ატარებს

თბილისის მერია დიდი დიღმიდან მეტრო “დიდუბემდე” ტრამვაის ხაზის მშენებლობის ფასების გამოკვლევას ატარებს

მარტი 24, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ქალ მეწარმეთა ყოველწლიური სიმპოზიუმი 2025 – მედიაჰოლდინგი “შენი” დგას ქართული წარმოების გვერდით

ქალ მეწარმეთა ყოველწლიური სიმპოზიუმი 2025 – მედიაჰოლდინგი “შენი” დგას ქართული წარმოების გვერდით

მარტი 24, 2025
ბუდაპეშტის ღირშესანიშნაობები, რომლებსაც ერთხელ მაინც უნდა ესტუმროთ

ბუდაპეშტის ღირშესანიშნაობები, რომლებსაც ერთხელ მაინც უნდა ესტუმროთ

24 მარტი 2025
სამგორის რაიონში, ორხევის დასახლებაში, ქიზიყის ქუჩა N7-ის მიმდებარე ეზოს მოწყობის სამუშაოები დასრულდა

სამგორის რაიონში, ორხევის დასახლებაში, ქიზიყის ქუჩა N7-ის მიმდებარე ეზოს მოწყობის სამუშაოები დასრულდა

მარტი 24, 2025
„ექსპორტი გალფის ქვეყნებში: პოტენციალი და შესაძლებლობები“ – რეგიონული ტურნე BCAGC-ის ინიციატივით

„ექსპორტი გალფის ქვეყნებში: პოტენციალი და შესაძლებლობები“ – რეგიონული ტურნე BCAGC-ის ინიციატივით

მარტი 24, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები