პარასკევი, სექტემბერი 19, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიროგორ მოვამზადოთ უგემრიელესი ნახევრადფენოვანი ხაჭაპური

როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი ნახევრადფენოვანი ხაჭაპური

ფუდ ბლოგერი ხათოს რეცეპტი

ხაჭაპური ნახევრად ფენოვანი
ფქვილი უმაღლესი ხარისხის – 1კგ.
ზეთი- 3- ს/კ
მარილი- 1ჩ/კ
შაქარი – 1ს/კ
საფუარი – 1ჩ/კ
კვერცხის გული – 1ც
მაწონი – 1-2ს/კ
კარაქი ან მარგარინი(უმჯობესია მარგარინი)- 300- 400 გრ
წყალი რამდენსაც შეიზელს(დაახლოებით 500-600მლ)
როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი ნახევრადფენოვანი ხაჭაპური | შენი სუფრა
მომზადება:
ჯამში მოვათავსოთ ფქვილი, ზეთი, მარილი და ჩავასხათ წყალი რომელშიც იქნება გახსნილი საფუარი და შაქარი, მოვზილოთ ფაფუკი ცომი.
კარაქი ან მარგარინი გავყოთ ორ ნაწილად. ცომი, რომ ამოვა გადმოვიღოთ ფქვილმოყრილ მაგიდაზე, გავაბრტყელოთ წავუსვათ ერთი ნაწილი კარაქი ან მარგარინი და შევდგათ მაცივარში, გავიმეოროთ ისევ ისე და შევდგათ ნახევარი საათით ისევ მაცივარში.
ცომი გავყოთ რამოდენიმე ნაწილად, მივცეთ სასურველი ფორმა და შიგნით მოვათავსოთ ნებისმიერი გულსართი (ყველი, ლობიო, სოკო და ასე შემდეგ), ზემოდან წავუსვათ კვერცხის გული გახსნილი მაწონში.
ჩემი ღუმელის მიხედვით ცხვება 200გრადუსზე.
ცომი შეგიძლიათ შეინახოთ 2-3 დღე მაცივარში.
author avatar
SheniSupra.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  ექსკლუზივი ✨️"outlander"-ის მსახიობი სკოტ კაილი სერიალის გადაღებებს იხსენებს და საყვარელ შოტლანდიურ კერძსაც გვიმხელს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები