ფინიკი არის ხილი, რომელიც ფინიკის პალმის ხისგან მოდის. მისი სამშობლო ახლო აღმოსავლეთია, თუმცა ის, ასევე, ხმელთაშუა ზღვაში, აზიაში, აშშ-სა და მექსიკაშიც იზრდება.
ფინიკი მსხვილ მტევნებში იზრდება, რომლებიც ჩამოკიდებულია ფინიკის პალმის ხეების ზემოდან. როდესაც ისინი მწიფდებიან, მათი კანი ყავისფერი ხდება და ნაოჭდება, რითაც უფრო ტენიანია ნაყოფი.
ახალი თუ ხმელი ფინიკი მთელი წლის განმავლობაშია ხელმისაწვდომი, მაგრამ ის ნოემბრიდან იანვრამდეა საუკეთესოა.
ფინიკის ჯანმრთელობის სარგებელი:
- ფინიკი მდიდარია დამცავი ანტიოქსიდანტებით
- შეიძლება ხელი შეუწყოს ნაწლავების ჯანმრთელობას
- შეიძლება ხელი შეუწყოს ძვლების ჯანმრთელობას
- შეიძლება ხელი შეუწყოს ბუნებრივ მშობიარობას
- შეიძლება იყოს შაქრის სასარგებლო შემცვლელი
ფინიკი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, გამოირჩევა ბოჭკოების მაღალი შემცველობით, რაც ხელს უწყობს ნაწლავების ჯანმრთელობას. ის შეიცავს მაგნიუმსა და კალციუმს.
30გრ ფინიკი (გამხმარი) უზრუნველყოფს:
- 81 კკალ / 345 კჯ
- 1 გ ცილა
- 0.1 გრ ცხიმი
- 20.4 გრ ნახშირწყლები
- 20.4 გრ შაქარი
- 1.6 გ ბოჭკოვანი
- 210 მგ კალიუმი
#drpkhakadze #gochadze #shenisupra
მასალის გამოყენების პირობები