უგემრიელესი რულეტები ლავაშისგან. შესანიშნავია ნებისმიერ დროს. ჭამაც და მომზადებაც ერთნაირ სიამოვნებას მოგანიჭებთ.

0
82
#post_seo_title

ლავაშის რულეტები სხვადასხვა შევსებით

უგემრიელესი რულეტები ლავაშისგან. შესანიშნავია ნებისმიერ დროს. ჭამაც და მომზადებაც ერთნაირ სიამოვნებას მოგანიჭებთ. | შენი სუფრა

ლავაშის რულეტების მომზადებაც და ჭამაც ერთნაირი სიამოვნებაა. გულსართი შეიძლება იყოს ყველაფერი: ხორცი, თევზი, ბოსტნეული, სოკო და კიდევ ტკბილი ხილი!

დღეს შეიტყობთ, თუ რა უნდა გაახვიოთ ლავაშის პურში, რომ მიიღოთ გემრიელი და ორიგინალური რულეტი. აქ მოცემულია მარტივი და ორიგინალური რეცეპტები. მოამზადეთ და მიირთვით სიამოვნებით!

 

უგემრიელესი რულეტები ლავაშისგან. შესანიშნავია ნებისმიერ დროს. ჭამაც და მომზადებაც ერთნაირ სიამოვნებას მოგანიჭებთ. | შენი სუფრა

გემრიელი გულსართები ლავაშისთვის

1.შეგიძლიათ თევზის კონსერვი საკუთარი წვენში ჩანგლით გაწეწოთ. დაამატეთ 200 გრ გახეხილი მყარი ყველი, კამა და მაიონეზი. გადაახვიეთ ლავაშის პურში, დატოვეთ 10-15 წუთის განმავლობაში.

2.დაჭერით თხელ ნაჭრებად 350 გრ მოხარშული ქათმის ფილე. შეურიეთ გახეხილი  ყველი. დაამატეთ ნებისმიერი ახალი მწვანილი.

3.3 მოხარშულ და გახეხილ კარტოფილს შეურიეთ მაიონეზი, ხახვი, მწვანილი და ოდნავ დამარილებული ქაშაყი.

 

უგემრიელესი რულეტები ლავაშისგან. შესანიშნავია ნებისმიერ დროს. ჭამაც და მომზადებაც ერთნაირ სიამოვნებას მოგანიჭებთ. | შენი სუფრა

4.შეურიეთ 200 გრ ხაჭო 2 ს.კ. არაჟანი და კამა. დაამატეთ 2 კბილი ნიორი და მარილი გემოვნებით.

5.ხორცის საფქვავში გაატარეთ 200 გრ მოხარშული ლობიო. 1 დიდი ხახვი, დაჭერით კუბიკებად და შეწვით კარაქში. შეურიეთ ლობიო, შემწვარი ხახვი და ნივრის 2 კბილი. მარილი გემოვნებით და დაამატეთ ნახევარი ჩაის კოვზი ხმელი სუნელი.

6.დაჭერით 250 გრ კრაბის ჩხირები და 1 ახალი კიტრი. 2 მოხარშული კვერცხი გახეხეთ. შეურიეთ ყველაფერს მაიონეზი, მარილი და დაამატეთ ნებისმიერი მწვანილი.

უგემრიელესი რულეტები ლავაშისგან. შესანიშნავია ნებისმიერ დროს. ჭამაც და მომზადებაც ერთნაირ სიამოვნებას მოგანიჭებთ. | შენი სუფრა

7.გახეხეთ 200 გრ ლორი, 200 გრ მყარი ყველი. თხელ ნაჭრებად დაჭერით 2 კიტრი. წაუსვით ლავაშს მაიონეზი და მოაყარეთ ლორი, ყველი და კიტრი ფენებად.

8.გახეხეთ 1 ახალი სტაფილო, 2 ახალი კიტრი და შეურიეთ მათ მაიონეზი. დავჭრათ პომიდორი ნახევარ რგოლებად, სტაფილო-კიტრის ნაზავი დადეთ ლავაშზე, ზემოდან კი პომიდვრის ნაჭრები.

9.მოაცილეთ კანი ბადრიჯანს და ბოსტნეული სიგრძეზე დაჭერით 0,5 სმ სიგანის ზოლებად. მოაყარეთ მარილი და 20 წუთის განმავლობაში გააჩერეთ, რომ სიმწარე გამოვიდეს. გარეცხეთ გამდინარე წყლის ქვეშ, გაწურეთ და შეწვით ორივე მხრიდან მცენარეულ ზეთში.

შემწვარი ბადრიჯანი მოათავსეთ ლავაშის ფურცელზე და გადაანაწილეთ ზემოდან არაჟანი. დაჭრილი პომიდორი მოათავსეთ არაჟნის თავზე. თუ გსურთ დაამატეთ ნიორი.

READ  ხიზილალის მსგავსი პაშტეტი ყაბაყისაგან სპეციალური რეცეპტით. მოიმზადეთ სენდვიჩები წასახემსებლად.

უგემრიელესი რულეტები ლავაშისგან. შესანიშნავია ნებისმიერ დროს. ჭამაც და მომზადებაც ერთნაირ სიამოვნებას მოგანიჭებთ. | შენი სუფრა

10.გახეხეთ 3 ცალი კიტრის მწნილი და 3 მოხარშული კარტოფილი. შეურიეთ ბოსტნეული შებოლილ ქათამს, მწვანე ბარდას და მაიონეზს.

11.200 გრ სულგუნი გახეხეთ. დაამატეთ 2 მოხარშული კვერცხი, კამა და ქინძი. ეს შევსება შეიძლება გადაახვიოთ კონვერტივით ლავაშში და შეწვათ ტაფაში ან გრილზე.

უგემრიელესი რულეტები ლავაშისგან. შესანიშნავია ნებისმიერ დროს. ჭამაც და მომზადებაც ერთნაირ სიამოვნებას მოგანიჭებთ. | შენი სუფრა

12.200 გრ სოკო შემწვარი ხახვთან ერთად მცენარეულ ზეთში. გააციეთ და დაამატეთ 100 გრ მყარი ყველი, კამა.

13. ლავაშის ფირფიტას წაუსვით მდნარი ყველი, ზემოდან სალათის ფოთლები დააწყვეთ, შუაში მოაყარეთ გახეხილი ყველი, მის ირგვლივ ორაგულის ნაჭრები და ნაპირებზე კრაბის ჩხირები.

უგემრიელესი რულეტები ლავაშისგან. შესანიშნავია ნებისმიერ დროს. ჭამაც და მომზადებაც ერთნაირ სიამოვნებას მოგანიჭებთ. | შენი სუფრა

14. საუზმეზე შესანიშნავი ვარიანტია ლავაშის ტკბილი რულეტები. შიგთავსისთვის რბილი ხაჭო და ნებისმიერი ხილი ან ჯემი გამოდგება. იმისათვის, რომ ხრაშუნა გახდეს, შეწვით ორივე მხრიდან მშრალ ტაფაში.უგემრიელესი რულეტები ლავაშისგან. შესანიშნავია ნებისმიერ დროს. ჭამაც და მომზადებაც ერთნაირ სიამოვნებას მოგანიჭებთ. | შენი სუფრა

ლავაშის რულეტი ღუმელში

ინგრედიენტები:

4 ლავაშის ფირფიტა

1 კგ ხორცის ფარში

400 გრ მყარი ყველი

3 კვერცხი

8 პომიდორი

ახალი მწვანილი

მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადება:

 

უგემრიელესი რულეტები ლავაშისგან. შესანიშნავია ნებისმიერ დროს. ჭამაც და მომზადებაც ერთნაირ სიამოვნებას მოგანიჭებთ. | შენი სუფრა

ფარშს მოაყარეთ მარილი და პილპილი და მოშუშეთ ტაფაზე, როცა გამზადდება, გადმოდგით და გააციეთ.

ყველი გახეხეთ, პომიდორი დაჭერით მრგვალ ნაჭრებად.

გაშალეთ ლავაშის ფირდიტა, მოათავსეთ ზედ ფარში, ზემოდან მოაყარეთ ყველი, პომიდორი და დაჭრილი მწვანილი.

გადაახვიეთ რულეტი. ასე გაამზადეთ ლავაშის სხვა ფირფიტებიც.

ცხიმწასმულ ფორმაზე დაალაგეთ რულეტები, წაუსვით ზემოდან და გვერდებზე ათქვეფილი კვერცხი, რაც დარჩება ზემოდან მოასხით.

უგემრიელესი რულეტები ლავაშისგან. შესანიშნავია ნებისმიერ დროს. ჭამაც და მომზადებაც ერთნაირ სიამოვნებას მოგანიჭებთ. | შენი სუფრა

შედგით ღუმელში 180 გრადუსზე 15-20 წუთით.

გააციეთ კარგად, დაჭერით პორციებად და მიირთვით გემრიელად!

უგემრიელესი რულეტები ლავაშისგან. შესანიშნავია ნებისმიერ დროს. ჭამაც და მომზადებაც ერთნაირ სიამოვნებას მოგანიჭებთ. | შენი სუფრა

ლავაში პურის შესანიშნავი ალტერნატივაცაა და გემრიელი რულეტების მოსამზადებელი ინგრედიენტიც. მოამზადეთ ნებისმიერი და ისიამოვნეთ შედეგით.

 

 

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ