უგემრიელესი ნამცხვარი ხაჭოთი და ქიშმიშით

0
21
#post_seo_title

ხაჭოსა და ქიშმიშის კომბინაცია ძალიან წარმატებული გამოდის ცხობისას. ეს ნამცხვარი ძალიან ლამაზად გამოიყურება და ამასთან  მისი გემოც ნამდვილად საოცარია. სცადეთ და თავად დარწმუნდებით!

უგემრიელესი ნამცხვარი ხაჭოთი და ქიშმიშით

ინგრედიენტები

  • 5 გ საფუარი
  • 150 მლ რძე
  • 120 გ შაქარი
  • ნახევარი ჩ. კ. მარილი
  • 50 გ კარაქი
  • 1 ს. კ. ზეთი
  • 1 კვერცხი
  • 2 კვერცხის გული
  • 400 გ ფქვილი
  • 350 გ ხაჭო
  • 100 გ ქიშმიში
  • 80 გ არაჟანი
  • ლიმონის ცედრა გემოვნებით

მომზადება

1. შეათბეთ რძე და ჩაასხით ის ღრმა თასში, დაამატეთ საფუარი და ორი ს. კ. შაქარი. აურიეთ. დააფარეთ საკვები ცელოფანი. დადგით ათი წუთით.

2. შემდეგ დაამატეთ კვერცხი და ცოტა მარილი. აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ჩააცერით ფქვილი და დაამატეთ დარბილებული კარაქი. მოზილეთ ცომი.

3. ცომს დააფარეთ საკვები ცელოფანი. დატოვეთ თბილ ადგილას ერთი საათით. ამასობაში მოამზადეთ შიგთავსი. ცალკე თასში კი შეურიეთ ერთი კვერცხის გული და ხაჭო, ასევე დარჩენილი შაქარი და ლიმონის ცედრა.

უგემრიელესი ნამცხვარი ხაჭოთი და ქიშმიშით

4. ხაჭოს მასაში შეურიეთ ქიშმიში და კარგად აურიეთ. სამუშაო ზედაპირს წაუსვით ზეთი და გადაიტანეთ მასზე ცომი. გაყავით 8-9 ნაწილად. თითოეული მათგანი მოამრგვალეთ.

5. ბურთები გააბრტყელეთ მრგვალი ფირფიტების სახით. თითოეულზე გააკეთეთ განაჭერი – ნაპირიდან ცენტრისკენ. ერთი მხრიდან დაადეთ ერთი კოვზი შიგთავსი. ცომი გადაახვიეთ ნახევრამდე და მიეცით მას რქის ფორმა.

6. დარჩენილ ცომზე გააკეთეთ ტალღოვანი ნაჭდევები და იგივე გააკეთეთ ცომის თითოეულ ფირფიტაზე

უგემრიელესი ნამცხვარი ხაჭოთი და ქიშმიშით

7. დააფარეთ ჩაის ტილო და დატოვეთ კვლავ 20 წუთით. ნამცხვარს წაუსვით არაჟანში არეული კვერცხის გული და შედგით 170 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 40 წუთით.

ეს ნამცხვარი ძალიან ჰგავს ყვავილს. ის უსწრაფესად ქრება სუფრიდან. ძალიან მოსწონთ ბავშვებსაც და დიდებსაც. თქვენ უბრალოდ უნდა სცადოთ მისი მომზადება!

მასალის გამოყენების პირობები