სამშაბათი, აპრილი 22, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიტყემალი და ალუჩა - მათი სარგებელის შესახებ რა უნდა ვიცოდეთ

ტყემალი და ალუჩა – მათი სარგებელის შესახებ რა უნდა ვიცოდეთ

ტყემალს ქართულ სამზარეულოში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.

 

ტყემლისგან მზადდება საუკეთესო ხარისხის წვენი, კომპოტი, მურაბა, სანელებელი, ტყლაპი და სახელგანთქმული საწებელი, რომელიც ქართული სუფრის ერთ-ერთი უნიკალური ატრიბუტია.

ტყემალი მეტად სასარგებლოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. მასში ჭარბადაა ასკორბინის მჟავა, რის გამოც გამოიყენება ავიტამინოზის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის. მისი რეგულარული გამოყენება დადებითად მოქმედებს იმუნიტეტზე.

სასარგებლოა ალუჩისა და ტყემლის ნახარშები და კომპოტები, ისინი აძლიერებენ მადას და აუმჯობესებენ საჭმლის მონელებას. განსაკუთრებით სასარგებლოა გასტრიტებისა და მომატებული მჟავიანობისას.

ოფიციალური მედიცინა რაციონში ალუჩისა და ტყემლის ჩართვას განსაკუთრებით ურჩევს ორსულ და მეძუძურ ქალებს, ბავშვებს, ხნიერ ადამიანებს, რადგან ის ორგანიზმის ვიტამინებით, მინარალებითა და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით მომარაგების ფასდაუდებელი საშუალებაა.

#drpkhakadze

#pitskhelauri

წყარო

author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
READ  ,,ექთანს ხელფასი 250 ლარი აქვს, სანიტარს 200 ლარი... ამიტომ აღარ გვყვავს ახალი ექთნები, აღარავის...
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები