სამშაბათი, აპრილი 1, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიროგორ მოვიქცეთ სუფრასთან - მანერები, რომლებიც უხერხულობას აგარიდებთ თავიდან

როგორ მოვიქცეთ სუფრასთან – მანერები, რომლებიც უხერხულობას აგარიდებთ თავიდან

კარგი მანერები და სუფრასთან მოქცევის წესები ეს ისაა, რაც ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს! შესაძლოა, ბევრისთვის ეს მომაბეზრებელი და უსარგებლო შეზღუდვებია, თუმცა მისი დაცვა გარკვეულ წრეებში აუცილებლად მოგიწევთ, რა თქმა უნდა, თუ არ გსურთ, რომ ხმამაღლა მოხვრეპილმა ჩაიმ ან კბილების გამოჩიჩქვნამ სამუდამოდ დაგიხუროთ მათი კარი.

ტერმინი ეტიკეტი ფრანგული ენიდან მომდინარეობს. ის აღნიშნავს ქცევის კოდექსს, რომელიც გამოხატავს თქვენს დამოკიდებულებას სოციალური კლასის ან ჯგუფის მიმართ.

სუფრასთან მოქცევის მთავარი წესია, რაც შეიძლება ჩუმად, ან სულაც უხმაუროდ მიირთვათ და დალიოთ.

მაგიდასთან დაჯდომისას თვალს ხშირად ხვდება ტექსტილის ხელსახოცი, რომელსაც დანიშნულებისამებრ იშვიათად იყენებენ. ხელის მსუბუქი მოძრაობით გახსენით და მუხლებზე დაიდეთ. ამ ხელსახოცით ხელის ან პირის გაწმენდა რეკომენდირებული არაა, მაქსისმუმ – ტუჩებზე ნაზად მიიდოთ სასმელის დალევის შემდეგ სისველის შესაშრობად. იმის თქმა ალბათ საჭიროც არაა, რომ გამართული უნდა იჯდეთ და სუფრას იდაყვები არ უნდა დააყრდნოთ.

სუფრასთან დაჯდომისთანავე მაშინვე ჭამას ნუ დაიწყებთ. დაელოდეთ, სანამ სუფრის ყველა წევრი დაჯდება და შეეცადეთ, ერთობლივად თუ არა, ოდნავი დაგვიანებით დააგემოვნოთ. საკვების დაწუნება ცუდი ტონია. მითუმეტეს თუ სტუმრად ოჯახში ხართ. აღფრთოვანების გამოხატვა კი ყოველთვის მისასალმებელია.

ახლა რაც შეეხება თავად ჭურჭელთან და დანა-ჩანგალთან ურთიერთობას. უმეტესად, ყველგან მარტივად გაწყობილი სუფრა გვხვდება, ყოველგვარი ზედმეტი ჩანგლისა თუ თეფში-ჭიქის გარეშე. გაითვალისწინეთ, რომ ბოკალი, რომელიც ზომით შედარებით მომცროა, ყოველთვის ალკოჰოლური სასმელის, უფრო ზუსტად, ღვინისთვის გამოიყენება, ხოლო დიდი ბოკალი გამაგრილებელი სასმელის ან წყლისთვისაა განკუთვნილი.

თუ თეფშის გარშემო ბევრი სახეობის დანა-ჩანგალია დალაგებული, არ დაიბნეთ. სუფრაზე საკვები დაწყობილი დანა-ჩანგლის თანმიმდევრობით შემოვა, გამოიყენეთ ისინი “გარედან–შიგნით” პრინციპით და ყველაფერი თავის ადგილას დადგება. თუკი სუფრასთან წვნიანია, ბოლო წვეთებს ადვილად ამოიღებთ კოვზით თუკი თეფშს თქვენი საწინააღმდეგო მიმართულებით ოდნავ აწევთ. ისე კი, მაინცდამაინც აუცილებელი არაა ბოლო კოვზიც მიირთვათ. მთავარი თეფშის თავთან პატარა თეფში პურისთვისაა განკუთვნილი. ძალიან მოსახერხებელია, როდესაც პურის სუფრაზე დადება არ გიწევთ.
GEMRIELIA

READ  როგორ მოვაშოროთ ჩამჯდარი ცხიმის ლაქები უჟანგავ მეტალს

კიდევ ერთი, როდესაც რამე გინდათ და ის თქვენგან შორსაა მთელს სუფრაზე ნუ გადაიქაჩებით, გაცილებით მარტივია, ნაზი ღიმილით თქვენს გვერდით მჯდომს სთხოვოთ, მოგაწოდოთ.

ჩანგლით მხოლოდ იმდენი საკვები აიღეთ, რამდენის აღებაც დისკომფორტს არ შექმნის და თეფშზეც არ ჩამოიყრება. ამასთანავე პირს მთლიანად ნუ გაივსებთ საჭმლით. ღეჭეთ მოკუმული პირით და ლუკმებს შორის მცირე ინტერვალები გააკეთეთ.

თუ ერთ გვერდით მჯომთან გსურთ საუბარი, ამის გამო მეორეს ზურგს ნუ შეაქცევთ. ხოლო თუ თქვენსა და მოსაუბრეს შორის კიდევ ერთი ადამიანი ზის, შეეცადეთ მის ზურგსუკან ისაუბროთ და არა მის წინ გადმოწეულებმა.

არასოდეს შეიმჩნიოთ, თუ სუფრის რომელიმე წევრი ეტიკეტის დარღვევით მიირთმევს, მაგრამ თავად შეეცადეთ შეცდომა არ დაუშვათ. თუ მაინც ვერ ახერხებთ ეტიკეტის დაცვას რომელიმე ეგზოტიკური კერძის მირთმევისას, სჯობს დაარღვიოთ იგი, ვიდრე მისი დაცვის უხერხული მცდელობით მიიქციოთ მთელი სუფრის ყურადღება.

ხორცი ან სხვა ნებისმიერი კერძი არასოდეს დაანაწევროთ ლუკმებად ერთბაშად. მოაჭერით მხოლოდ იმდენი რასაც ერთ ლუკმად შეჭამთ. შემდეგ კვლავ მოაჭერით პატარა ნაწილი და ა.შ.

თუ მასპინძელი ხართ, სტუმრებზე ადრე ნუ დაამთავრებთ ჭამას, მით უმეტეს, თუ ეს კერძი ბოლოა სუფრაზე. დაელოდეთ სანამ ჯერ სტუმრები დაასრულებენ. მთავარი კერძის შეთავაზება სტუმრებისთვის დაშვებულია ორჯერ, მაგრამ თუ სტუმარი ხართ, თავად ნუ მოითხოვთ დამატებას. ასევე ნუ მოითხოვთ მეორე ფინჯან ჩაის ან ყავას თუ კი სტუმართა ნაწილს ჯერ პირველიც არ მიუღია.

სუფრასთან ნებისმიერი ტიპის მომსახურებისას გადაიხადეთ მადლობა.

სუფრასთან დაჯდომის წინ ტელეფონი უხმო რეჟიმზე გადაიყვანეთ, რათა გარშემო მყოფნი გაუთავებელი წკრიალით არ შეაწუხოთ. ეს ცუდი ტონია. თუ მნიშვნელოვან ზარს უნდა უპასუხოთ, ბოდიში მოიხადეთ და მოშორებით გადით – აუცილებელი არაა თქვენი საუბარის მომსწრე მთელი სუფრა გახდეს.

სადილის ან ვახშმის დასრულების შემდეგ დანა ჩანგალი თეფშზე დიაგონალზე, ერთმანეთის პარალელურად დადეთ – ეს ნიშნავს რომ თქვენ დაამთავრეთ.

READ  Covid-19-ის 3095 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა- 20 გარდაცვალების...

დესერტის მირთმევისას: ჩაიში/ყავაში შაქარი მოურიეთ უხმაუროდ, წკარუნის გარეშე და შემდეგ კოვზი დადეთ ლანგარზე. და არასოდეს, არასოდეს მოხვრიპოთ!

წყარო

 

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
საუკეთესო დრო მონტენეგროში სამოგზაუროდ

საუკეთესო დრო მონტენეგროში სამოგზაუროდ

31 March, 2025
ტყვია, როგორც გლობალური პრობლემა

ტყვია, როგორც გლობალური პრობლემა

მარტი 31, 2025
რამდენ ლარად იყიდით ხვალ დოლარს და ევროს

რამდენ ლარად იყიდით ხვალ დოლარს და ევროს

31 მარტი 2025
სწორი პოზიცია ლეპტოპთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

სწორი პოზიცია ლეპტოპთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

მარტი 31, 2025
რა ცვლილებები ამოქმედდება პირველი აპრილიდან?

რა ცვლილებები ამოქმედდება პირველი აპრილიდან?

მარტი 31, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
ფიტარეთის მონასტერი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის ღრმა ხეობაში, ულამაზესი ფოთლოვანი ტყეებით გარემოცულ ადგილას მდებარეობს

ფიტარეთის მონასტერი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის ღრმა ხეობაში, ულამაზესი ფოთლოვანი ტყეებით გარემოცულ ადგილას მდებარეობს

მარტი 31, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
რუსკა მაყაშვილის ახალი სახლი და ახალი ცხოვრება

რუსკა მაყაშვილის ახალი სახლი და ახალი ცხოვრება

მარტი 31, 2025
ტურუსტული ადგილები სიდნეიში, რომლებიც იქ ყოფნისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ

ტურუსტული ადგილები სიდნეიში, რომლებიც იქ ყოფნისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ

31 მარტი 2025
ისნის რაიონში, თეოფანე დავითაიას ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

ისნის რაიონში, თეოფანე დავითაიას ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

მარტი 31, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები