ოთხშაბათი, აპრილი 2, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიქართული სამზარეულო„სოციალური კავშირები, პოზიტიური ურთიერთობები, თურმე ბედნიერების და კმაყოფილების განმსაზღვრელი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები...

„სოციალური კავშირები, პოზიტიური ურთიერთობები, თურმე ბედნიერების და კმაყოფილების განმსაზღვრელი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები ყოფილა ადამიანისთვის“

სოციალური კავშირები, საზოგადოება და მყარი ურთიერთობები ასოცირდება სიცოცხლის გახანგრძლივებასთან, ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობის გაძლიერებასთან; გაუმჯობესებულ ფიზიკურ მარკერებთან, როგორიცაა არტერიული წნევა, წელის გარშემოწერილობა, სხეულის მასის ინდექსი და ანთება.
მეცნიერება გვეუბნება, რომ გარკვეულ ჯგუფებთან კუთვნილება, როდესაც ადამიანებს მათ მსგავს სიტუაციებში მყოფების მოსმენა, მხარდაჭერა და მათზე პასუხისმგებლობის აღება შეუძლიათ, წარმოუდგენლად ძლიერი ინსტრუმენტია ცხოვრებაში ხანგრძლივი ცვლილებების გასატარებლად.
გენეტიკაზე მეტად სოციალური კავშირები, ახლობლებთან, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობები ახდენენ ზეგავლენას ჩვენს ჯანმრთელობაზე.
უფრო მეტიც, ყველაზე ხანგრძლივმა კვლევამ ბედნიერების შესახებ, აჩვენა, რომ სოციალური კავშირები, პოზიტიური ურთიერთობები, თურმე ბედნიერების და კმაყოფილების განმსაზღვრელი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები ყოფილა ადამიანისთვის.
ჰარვარდის მკვლევარების მიერ 1938 წელს დაწყებული “ზრდასრულთა განვითარების კვლევა” 85 წელზე მეტ ხანს გაგრძელდა და სხვადასხვა თაობის (ბებია-ბაბუა, მშობლები და შვილები) 2000-ზე მეტი ბოსტონელი მონაწილის ცხოვრებასა და ჯანმრთელობას ადევნებდა თვალყურს.
კვლევამ აჩვენა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ისეთი ფაქტორები, როგორიცაა, კარიერული წარმატება, ფინანსური უზრუნველყოფა, სწორი კვება, ვარჯიში და მიზანდასახულობა, ძალიან მნიშვნელოვანია ცხოვრებაში, ის რაც ნამდვილად ბედნიერს ხდის ადამიანს, არის ურთიერთობების ხარისხი და რომ, ნამდვილი ბედნიერება ადამიანებს შორის ხარისხიანი ურთიერთობებით მოდის!
როგორც კვლევის ერთ-ერთი ავტორი ამბობს, მონაცემების გაანალიზებით ინახა, რომ “ადამიანები, რომლებიც იყვნენ ყველაზე ბედნიერები, რომლებმაც ყველაზე დიდხანს იცოცხლეს და ყველაზე ჯანმრთელებმა მიაღწიეს სიბერეს, იყვნენ ისინი, რომლებსაც ყველაზე თბილი ურთიერთობა ჰქონდათ სხვა ადამიანებთან”.
პოსტში ნახსენები კვლევები ნახეთ კომენტარებში.
კვლევის შესახებ წერს აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი, ქეთი შავლიაშვილი.
Social ties, community, and strong relationships have been linked to a longer life and improved mental and physical health.
Scientific studies have shown that belonging to supportive groups and having positive relationships with loved ones significantly influence our well-being.
The longest-running study on happiness, conducted by Harvard researchers over 85 years, found that social connections are the most important determinants of happiness and satisfaction.
Factors like health, career success, and financial security are important, but true happiness stems from quality relationships with others. The happiest individuals who lived the longest and enjoyed good health were those who had warm relationships with others.
https://pubmed.ncbi.nlm.nih.gov/26729882/https://www.adultdevelopmentstudy.org/newshttps://www.mckinsey.com/…/author-talks-the-worlds-longest…
მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

1 April, 2025
ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

აპრილი 1, 2025
„ცხრა წელი ვიცხოვრეთ ერთად და მიღალატა… მეორედ სხვის ჯინაზე გავთხოვდი – ნინო კობერიძე

„ცხრა წელი ვიცხოვრეთ ერთად და მიღალატა… მეორედ სხვის ჯინაზე გავთხოვდი – ნინო კობერიძე

1 აპრილი 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

აპრილი 1, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

აპრილი 1, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

აპრილი 1, 2025

ქართველი ემიგრანტების წარმატების ისტორიები: მსოფლიო ასპარეზზე გაბრწყინება

1 აპრილი 2025
მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

აპრილი 1, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები