სამშაბათი, აპრილი 1, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიროგორ უნდა გავარჩიოთ სოფლის კვერცხი, ფერმის კვერცხისგან

როგორ უნდა გავარჩიოთ სოფლის კვერცხი, ფერმის კვერცხისგან

ბევრ დიასახლისს აინტერესებს, რა თვისებები გამოარჩევს სოფლის კვერცხს მაღაზიაში შეძენილისგან, აქვს თუ არა რამე განსაკუთრებული სარგებელი და როგორ უნდა განვასხვაოთ ერთმანეთისგან?

აღსანიშნავია, რომ სოფლის ნებისმიერ მცხოვრებელს შეუძლია, კერძო მეურნეობაში გაზრდილი ქათმის კვერცხი ფერმის ქათმის კვერცხისგან გაარჩიოს, ქალაქელს კი რამდენიმე ნიუანსის გათვალისწინება მოუწევს.

დავიწყოთ იმით, რომ სოფლის კვერცხი მაღაზიებში არ იყიდება, რადგან  სავაჭრო ქსელებს მსხვილ მწარმოებლებთან მუშაობა ურჩევნიათ, რომლებსაც შეუძლიათ, წლის ნებისმიერ დროს უზარმაზარი მოცულობით შესთავაზონ. სოფლის ქათმები კი კვერცხს, უმეტესად, თბილ სეზონზე დებენ. კვერცხის დება რომ არ შეამცირონ, სოფლის მაცხოვრებლები ზამთარში ქათმებს სპეციალურ საკვებს აჭმევენ, რაც პროდუქტის ხარისხზე აისახება.

 

სოფლის კვერცხის გამორჩევა ფერმის კვერცხისგან შესაძლებელია რამოდენიმე კრიტერიუმით. ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან ფერით, ზომით, ნაჭუჭით და სხვა მახასიათებლებით.

პირველ რიგში, იმით, რომ სოფლის ქათამი კვერცხს ვოლიერებში კი არა, საქათმეში დებს. მას არ აჭმევენ სპეციალურ საკვებს, რომ კვერცხები დაახლოებით ერთი ზომის იყვნენ. სოფლის ქათამი მრავალფეროვანი საკვებით იკვებება – ნედლი ბალახი, ჭიაღუები, მარცვალი. სოფლის ზოგი ქათამი თეთრ კვერცხს დებს, ზოგი კი ყავისფერს. რაც შეეხება კვერცხის ზომას, ახალგაზრდა ფრინველის კვერცხი შედარებით მომცრო ზომისაა, მოზრდილი ფრინველისა კი – უფრო მსხვილი.

ცნობისათვის – რაც უფრო პატარაა კვერცხი, მით უფრო სასარგებლოა. ახალგაზრდა, ჯანმრთელი ფრინველის კვერცხს მკვეთრად გამოხატული წვერი აქვს და არაუმეტეს 55 გრ-ს და არანაკლებ 50 გრ-ს იწონის.

სოფლის კვერცხი თითქმის ყოველთვის განაყოფიერებულია, რადგან მამალი, პრაქტიკულად, ყველა ოჯახს ჰყავს. ასეთი კვერცხი მეტ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს და ადამიანის ჯანმრთელობაზე სასიკეთოდ მოქმედებს.
მაღაზიის კვერცხი განაყოფიერებული არ არის, რადგან წარმოებაში ასეთი კვერცხებს ანადგურებენ.

როგორ უნდა გავარჩიოთ სოფლის კვერცხი, ფერმის კვერცხისგან | შენი სუფრა

გულის ფერს ნუ მიაქცევთ ყურადღებას კვერცხის, რადგან მეფრინველეობის ფაბრიკებმა დიდი ხანია, სპეციალური საკვების საშუალებით კვერცხის გულის ფერის შეცვლა ისწავლეს. დიახ, სოფლის კვერცხის გული ხშირად მუქია, მაგრამ არა ყოველთვის – ეს მაჩვენებელი წელიწადის დროზეა დამოკიდებული.

READ  დიეტა ბავშვებში

მაღაზიის კვერცხისგან განსხვავებით, სოფლის კვერცხის ნაჭუჭი ხაოიანია. სუნიც განსხვავებულია – სოფლის კვერცხს გაცილებით ინტენსიური სუნი და, რა თქმა უნდა, ინტენსიური გემო აქვს.

წყარო

 

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
საუკეთესო დრო მონტენეგროში სამოგზაუროდ

საუკეთესო დრო მონტენეგროში სამოგზაუროდ

31 March, 2025
ტყვია, როგორც გლობალური პრობლემა

ტყვია, როგორც გლობალური პრობლემა

მარტი 31, 2025
რამდენ ლარად იყიდით ხვალ დოლარს და ევროს

რამდენ ლარად იყიდით ხვალ დოლარს და ევროს

31 მარტი 2025
სწორი პოზიცია ლეპტოპთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

სწორი პოზიცია ლეპტოპთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

მარტი 31, 2025
რა ცვლილებები ამოქმედდება პირველი აპრილიდან?

რა ცვლილებები ამოქმედდება პირველი აპრილიდან?

მარტი 31, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
ფიტარეთის მონასტერი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის ღრმა ხეობაში, ულამაზესი ფოთლოვანი ტყეებით გარემოცულ ადგილას მდებარეობს

ფიტარეთის მონასტერი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის ღრმა ხეობაში, ულამაზესი ფოთლოვანი ტყეებით გარემოცულ ადგილას მდებარეობს

მარტი 31, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
რუსკა მაყაშვილის ახალი სახლი და ახალი ცხოვრება

რუსკა მაყაშვილის ახალი სახლი და ახალი ცხოვრება

მარტი 31, 2025
ტურუსტული ადგილები სიდნეიში, რომლებიც იქ ყოფნისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ

ტურუსტული ადგილები სიდნეიში, რომლებიც იქ ყოფნისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ

31 მარტი 2025
ისნის რაიონში, თეოფანე დავითაიას ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

ისნის რაიონში, თეოფანე დავითაიას ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

მარტი 31, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები