ზაფხულის სეზონი მდიდარია მრავალფეროვანი სეზონური ხილით. მიმდინარე ზაფხულს სეზონურ ხილზე ფასები არც თუ ისე დაბალია
გაზრდილია ადგილობრივი ხილის ფასიც. მაგალითად, გასულ წელთან შედარებით გაძვირებულია ბალი, ატამი, ვაშლატამა, ქლიავი და სხვა ხილი.
ეს იმ ხილის მცირერიცხოვანი ჩამონათვალია, რომლითაც მდიდარია ჩვენი ქვეყანა. თუმცა საბაზრო ღირებულება ნამდვილად გულდაწყვეტილს ტოვებს მომხმარებელს.
ბევრ სასურსათო პროდუქტზე არის შემცირებული მიწოდება. ასევე, დიდ ექსპორტიორ ქვეყნებში მოსალოდნელია, რომ იქნება წარმოების შემცირება.
შესაბამისად, ეს ყველაფერი ქმნის უარყოფით მოლოდინებს, რაც ზრდის წნეხს ფასებზე.
ხილის ფასი მიჰყვება სურსათის კატეგორიაში არსებულ სხვა პროდუქტების ჯგუფების დინამიკას. ეს მოლოდინები და მიმდინარე მოვლენები უარყოფით გავლენას ახდენს და აღმავალს ხდის ხილის ფასს.
ფაქტობრივად, თბილისში მყიდველს უჭირს ვიტამინებით სავსე ხილის ყიდვა და მიღება.
საშუალოდ ვაშლატამას საბაზრო ფასი 4,50 – 5 ლარია.
ალუბალსა და ბალს კი 6 ლარად იყიდით. ადამიანი კი, რომლის საშუალო შემოსავალი ნორმალურ კომბინირებულ კვებას ძლივს სწვდება, ფაქტობრივად, ხილის ყიდვის ფუფუნებაზე უარს ამბობს.
სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს ექსპორტი და იმპორტი. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ბალის იმპორტი 60%-ით გაიზარდა. ქართული წარმოების ატმის ექსპორტი კი შემცირდა, იმპორტი ამ შემთხვევაში გაიზარდა – შემოსული ხილის საბაზრო ღირებულება კიდევ უფრო მაღალია. გლეხს კი ბაზარზე გასატან ხილს ურჩევნია ჩააბაროს დიდი რაოდენობით, ჯერ კიდევ დაუმწიფებელი ხილი და ქვეყნიდან გასატანად მოამზადოს.
ავტორი: თამარ ფიცხელაური
მასალის გამოყენების პირობები